ნაწლავთა მიკრობიომი მედიკამენტების ეფექტურობაზე ახდენს ზეგავლენას
ნაწლავთა მიკრობიომი მნიშვნელოვან როლს თამაშობს და ის გვეხმარება შემდეგში:
იმუნიტეტის განვითარება;
მავნე მიკროორგანიზმებისგან დაცვა;
მოკლეჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების წარმოება, რომლებიც ენერგიის წყაროა;
ვიტამინის სინთეზი;
ცხიმის შენახვა;
ცენტრალური ნერვული სისტემის რეგულირება.
ნაწლავის ბაქტერიები ორგანიზმში სეროტონინის დაახლოებით 95%-ს წარმოქმნიან. სეროტონინი არის ნეირტრანსმიტერი, რომელიც არეგულირებს, როგორც განწყობას, ასევე კუჭ-ნაწლავის ფუნქციონირებას.
გარე ფაქტორები, როგორებიცაა კვების რაციონი, ანტიბიოტიკები და დაავადებები ცვლიან ნაწლავთა მიკრობიომს.
მაგალთად, ანტიბიოტიკებს შეუძლიათ ნაწლავის მიკრობიომის ფუნქციისა და შემადგენლობის შეცვლა.
მედიკამენტის მოქმედება, ტოქსიკურობა, ბიოშეღწევადობა-ამ ყველაფერზე შესაძლებელია ნაწლავთა მიკრობიომი ზეგავლენას ახდენდეს.
თაგვებზე ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ანტიდეპრესანტი დულოქსეტინი , რომლითაც დეპრესიას და შფოთვას მკურნალობენ, ადამიანებში სეროტონინის და ნორეპინეფრინის დონის გაზრდით, ნაწლავის მიკრობიომს ცვლის.
გამოკვლეული არ არის მედიკამენტის ზეგავლენა ადამიანთა მიკრობიომზე.
თუმცა, აღნიშნული კვლევის შემდეგ გაერთიანებული სამეფოს კემბრიჯის უნივერსიტეტის სამედიცინო კვლევის საბჭოს(MRC) ტოქსიკოლოგიის განყოფილების მკვლევარემა და გერმანიის ევროპული მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიამ გამოიკვლიეს ნაწლავის ბაქტერიებსა და მედიკამენტებს შორის ურთიერთქმედების ძირითადი მექანიზმი.
მათ გააშენეს 25 შტამი და შეისწავლეს მათი ურთიერთქმედება 15 პრეპარატთან მიმართებაში.
კვლევის ავტორების განცხადებით, კავშირი მედიკამენტებსა და ბაქტერიებს შორის აქამდეც იყო აღიარებული, თუმცა ახლა ეს ყველაფერი მოლეკულურ დონეზე იქნა შესწავლილი. თუ როგორ ხდება მედიკამენტის მოკლეულა ქიმიურად მოდიფიცირებული, ანუ ხდება მისი ბიოტრანსფორმაცია.
მკვლევრებით თქმით, მომავალში შესაძლებელია ადამიანთა მიკრობიომის შემადგენლობის საფუძველზე განისაზღვროს სამკურნალო მედიკამენტის დანიშვნა, ან შესაძლებელია შეიცვალოს მათი ნაწლავური ფლორა, რათა კონკრეტული პრეპარატის ეფექტურობა შენარჩუნდეს.
საჭიროა დამატებითი კვლევები.