ტურბომიკრონ G - თქვენი ჯანმრთელი ვენებისთვის

რადგან გართულებები, რომლებიც ამ სიმპტომების უგულებელყოფის შედეგად შესაძლოა განვითარდეს, საკმაოდ საგანგაშოა. დაგვიანებულმა მკურნალობამ შესაძლოა გამოიწვიოს თრომბოფლებიტი, ვარიკოზული დაავადება, თრომბოზი, ტროფიკული წყლულების გაჩენა ქვემო კიდურებზე და სხვა. სწორედ ამიტომ, ქრონიკული ვენური უკმარისობის სიმპტომები არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ. ქვედა კიდურების შეშუპება, ტკივილი, სიმძიმის, წვისა და სიმხურვალის შეგრძნება, ოფლიანობა, ქავილი, ტელეანგიექტაზიები - ეს ის სიმპტომებია, რომელსაც განიცდის მოსახლეობის დაახლოებით 20 % (სტატისტიკა განსხვავებულია ქვეყნების მიხედვით), მაგრამ მოსახლეობის დიდი ნაწილი ამას ჩვეულებრივ დაღლილობას მიაწერს და სერიოზულად არ აღიქვამს, შესაბამისად არც მკურნალობს. ეს სიმპტომები ქრონიკული ვენური დაავადების არსებობაზე მეტყველებს. ამ დროს ზიანდება ვენების სარქვლები, ხდება სისხლის შეგუბება ქვემო კიდურებში, რაც მეორადად აზიანებს ვენების კედლებს - ხდება მათი გადავსება და შეუქცევადი გაფართოება.
ქრონიკული ვენური დაავადებების ჩამოყალიბებაში გარკვეულ როლს გენეტიკური ფაქტორებიასრულებს.მასზე გავლენის მოხდენა შეუძლებელია, თუმცა ყველა სხვა დანარჩენი ჩვენს ხელშია და თუ მაპროვოცირებელ ფაქტორებს გაითვალისწინებთ და თავს აარიდებთ,შეძლებთ დაავადების პროგრესირების შეჩერებას.
სწორედ ამ მიზნით, ექიმები გვირჩევენ: დასვენებისა და ძილის დროს ფეხების ჰორიზონტალური სიბრტყიდან აწევას, დღის განმავლობაში დიდხანს ჯდომის ან ერთ ადგილას დგომის შემთხვევაში, ფეხების მდებარეობის ხშირ ცვლილებას, საშუალო სიმაღლის (4-5 სმ) ქუსლიანი ფეხსაცმლის ტარებას, კონტრასტული შხაპის მიღებას, რეგულარულ ვარჯიშს, ცურვას, საუნის, რუჯის მიღებისა და მჭიდრო ტანსაცმლის ტარებისგან თავის შეკავებას.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ქრონიკული ვენური უკმარისობის სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ, ცხოვრების სტილის შეცვლასთან ერთად, ვენოტონური და ფლებოტროპული პრეპარატების კომბინირებული მიღება უაღრესად მნიშვნელოვანია. ვენური უკმარისობის სამკურნალო საშუალებებს შორის ყველაზე ეფექტურია ფლავონოიდები, მათი ეფექტურობა და უსაფრთხოება კლინიკური კვლევებით არის დადასტურებული. ერთ-ერთი ასეთი საშუალებაა „ტურბომიკრონ G“ - ესპანური ფარმაცევტული კომპანია “Kern Pharma” - ს პროდუქტი.
„ტურბომიკრონ G“ მიკრონიზაციის უნიკალური მეთოდის წყალობით აძლიერებს ვენების ტონუსს და აადვილებს სისხლის მოძრაობას ვენებში.
დღეში 2 ტაბლეტი „ტურბომიკრონ G“ - 1 ტაბლეტი სადილთან და 1 ტაბლეტი ვახშამთან ერთად, მოგიხსნით სიმძიმეს, შეშუპებას, ტკივილისა და წვის შეგრძნებას ქვემო კიდურებში.
ვენური უკმარისობის სიმპტომების სწრაფად მოსახსნელად, პერორალურ საშუალებებთან ერთად რეკომენდებულია ვენოტონური და ანგიოპროტექტორული გელის გამოყენებაც.
„ტურბო გელი“ (კომპანია “WeltPharma”, გერმანია) მცენარეული წარმოშობის ვენოტონური საშუალებაა, რომელიც „ტურბომიკრონ G“-სთან ერთად კომბინაციაში,უფრო სწრაფად და ეფექტურად ხსნის ქრონიკული ვენური დაავადების ყველა სიმპტომსა და ნიშანს.
კომბინირებული მკურნალობისას „ტურბო გელის“ თხელი ფენა დაიტანება ქვემო კიდურების მტკივნეულ ზედაპირზე, დღეში 2-ჯერ.
გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.
R