ანტივირუსული მედიკამენტი რემდესივირი კოვიდ19-ით ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის რისკს 87%-ით ამცირებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ანტივირუსული მედიკამენტი რემდესივირი კოვიდ19-ით ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის რისკს 87%-ით ამცირებს

რომ ანტივირუსული პრეპარატი რემდესივირი კოვიდ19-ით ინფიცირებულ პაციენტთა ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას 87%-ით ამცირებს.

რანდომიზებული, ორმაგად ბრმა, პლაცებოთი კონტროლირებადი კვლევით, რომელიც სამეცნიერო კვლევის ოქროს სტანდარტია, ირკვევა, რომ რემდესივირით 3-დღიანი მკურნალობის კურსი უსაფრთხო და ეფექტურია.

კვლევისას მედიკამენტი გამოიყენეს 562 არაჰოსპიტალიზირებულ პაციენტთან, რომლებიც რისკ-ჯგუფს წარმოადგენდნენ.

პლაცებოს ჯგუფთან შედარებით რემდესივირმა 87%-ით შეამცირა როგორც ჰოსპიტალიზაციის საჭიროება, ასევე სიკვდილიანობის მაჩვენებელიც.

აღნიშნული კვლევის მონაცემები აჩვენებს, რომ რემდესივირი შესაძლებელია დაეხმაროს მძიმე, ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებს გამოჯანმრთელებაში.

რემდესივირი არის ერთადერთი პრეპარატი, რომელიც FDA-მ დაამტკიცა ჰოსპიტალიზებული პაციენტების სამკურნალოდ სულ მცირე 12 წლის ასაკიდან.

კვლევაში მონაწილეები მაღალ რისკ-ჯგუფში შემავალ პაციენტებად ითვლებოდნენ. მათ აწუხებდათ: სიმსუქნე, მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი, რისკ-ფაქტორი იყო ასაკიც. მონაწილეთა მესამედი მინიმუმ 60 წლის იყო.

თუმცა, მედიკამენტის გამოყენება ნამდვილად საკამათოა.

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის დაფინანსებით ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც 30 ქვეყანაში მიმდინარეობდა და 11,000-ზე მეტ პაციენტს მოიცავდა, აჩვენა, რომ რემდესივირი კოვიდ19-ით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირებაში არანაირ სარგებელს არ იძლეოდა.

ჯანმოს რეკომენდაციით, ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში, დაავადების სიმძიმის მიუხედავად, რემდესივირის გამოყენება არ არის საჭირო. ვინაიდან, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ის ინფიცირებულის გამოჯანმრთელებას, ან გადარჩენას ეხმარება.