ქირურგებმა მოზარდის გენიტალიებიდან USB-კაბელი ამოიღეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქირურგებმა მოზარდის გენიტალიებიდან USB-კაბელი ამოიღეს

მავრთული გადაიხლართა, მასზე წარმოიქმნა კვანძები და მარყუჟები და მოზარდმა თავად ვეღარ შეძლო ურეთრიდან მისი გამოღება. ამასთან დაეწყო მასიური სისხლდენა ურეთრიდან.

ვიზუალურმა გამოკვლევით, პაციენტის ურეთრის ხვრელიდან ჩანდა USB-კაბელის ორი ბოლო, მაშინ როდესაც გადაგრეხილი მავრთულის შუა ნაწილი რჩებოდა შიგნით. მოზარდმა მოითხოვა მისი გამოკვლევა დედის დასწრების გარეშე და აღიარა, რომ კაბელი ურეთრაში შეიყვანა სექსუალური ცნობისმოყვარეობის გამო, სურდა საკუთარი პენისის სიგრძის გაგება.

მას შემდეგ, რაც რენტგენმა აჩვენა ურეთრის შიგნით კაბელის ზუსტი ადგილმდებარეობა, კვანძების ზომა და ფორმა პაციენტი შეიყვანეს საოპერაციოში. ქირურგებმა შეძლეს ურეთრიდან კაბელის ამოღება.

ოპერაციის შემდეგ, პაციენტი გართულებები არ განვითარებია და მეორე დღეს გაეწერა სახლში ორი კათეტერით, ტკივილგამაყუჩებელი საშუალებებისა და ანტიბიოტიკების ნაკრებით. ორი კვირის შემდეგ კათეტერები ამოუღეს. მოზარდი საჭიროებს უროლოგის დაკვირვებას მისი ექსპერიმენტის გრძელვადიანი, შესაძლო უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად.

როგორც მედიკოსები მიუთითებენ, მსგავსი შემთხვევები შედარებით იშვიათია. თუმცა მათ ურეთრიდან ამოუღიათ სხვადასხვა უცხო სხეული, მათ შორის: ნემსები, სარჭები, ნაჭუჭები. ხშირად ადამიანები მსგავს პრაქტიკას ეწევიან სექსუალური ცნობისმოყვარეობით ალკოჰოლური ან ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაში, ან ფსიქიკური მოშლილობისას.

ურეთრაში უცხო სხეულების შეტანით შესაძლებელია სხვადასხვა პრობლემის განვითარება: შარდვისას წვის შეგრძნება, ტკივილი ერექციისას, შარდში სისხლი, ურეთრის შეშუპება. ზოგჯერ შესაძლოა მძიმე რეკონსტრუქციული ოპერაციებიც კი გახდეს საჭირო.