/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

კატეგორია : ბავშვის აღზრდა

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

News

News
"ოჯახის მკურნალი" 2009 წლის საუკეთესო პუბლიკაციისთვის დაჯილდოვდა. 23 დეკემბერს ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურმა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კაფეში წლის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა

და 2009 წელს ჩატარებული სამუშაოს ანგარიში წარადგინა. შეხვედრას ესწრებოდნენ ჯანდაცვის სამინისტროს, სადაზღვევო კომპანიების, მედიაციის სამსახურის საზოგადოებრივი საბჭოს, საქართველოს სადაზღვევო ასოციაციისა და მედიაციის სამსახურის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრაზე გაიმართა იმ ჟურნალისტების დაჯილდოება, რომლებმაც ყურადღება გამოიჩინეს მედიაციის სამსახურის საქმიანობის მიმართ და მიმდინარე მოვლენები საინტერესოდ გააშუქეს.

წლის საუკეთესო პუბლიკაციისთვის სპეციალური პრიზები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა ჟურნალ "ოჯახის მკურნალს" და მის ჟურნალისტს, საუკეთესო სტატიის ავტორს, დევი დევიძეს, ხოლო საუკეთესო რეპორტაჟისთვის კი გადაცემა "ბიზნეს-კურიერი" დაჯილდოვდა. როგორც ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა - მაგდა შენგელიამ აღნიშნა: "ეს ტრადიცია გაგრძელდება და გამარჯვებული ჟურნალისტები მომავალ 2010 წელსაც გამოვლინდებიან. სიმართლე გითხრათ, ტელეგადაცემებში მეტი არჩევანი გვქონდა, თუმცა არც პრესას გამოუჩენია უყურადღებობა. მივესალმებით მომავალში ამ საქმეში რადიოების ჩართვას, რადგან ყველაფერი გაცილებით უფრო საინტერესო გახდება. მომავალში მედიაციის სამსახური აპირებს ახალი ტიპის გადაცემის გაკეთებას, რომელიც კიდევ უფრო მჭიდრო კავშირის დამყარების საშუალებას მისცემს ხალხთან".

ნაყოფის სქესის განსაზღვრის ახალი მეთოდიკა

ამსტერდამელმა მეცნიერებმა პეტერ შეფერის ხელმძღვანელობით ნაყოფის სქესის ადრეულ ეტაპზე განსაზღვრის მეთოდიკა შეიმუშავეს. კვლევა 2003-დან 2009 წლამდე გაგრძელდა. მასში 201-მა ორსულმა მიიღო მონაწილეობა. მეცნიერებმა ორსულობის ადრეულ ვადაზე 189 ქალს გაუკეთეს ანალიზი. პასუხს 2-4 დღე დასჭირდა. ყველა შედეგი ზუსტი აღმოჩნდა. ახალი მეთოდის წყალობით ნაყოფის სქესის განსაზღვრა შესაძლებელია ორსულობის მეხუთე კვირას. ორსულის სისხლიდან ხდება დნმ-ს გამოყოფა და მისი გამოკვლევა Y-ქრომოსომის გენების არსებობაზე. ერთ-ერთი მათგანია SRY გენი, რომელიც სათესლეების განვითარებაზე აგებს პასუხს. ნაყოფის მდედრობითი სქესის დასადგენად კი მკვლევარებმა შეიმუშავეს ტექნოლოგია, რომელიც დედის სისხლის ნიმუშში დნმ-ს მამისთვის სპეციფიკური ფრაგმენტების, ე. წ. გენეტიკური პოლიმორფიზმის უბნების გამოვლენის საშუალებას იძლეოდა. თუ ასეთი ფრაგმენტი აღმოჩნდა (და ანალოგიური სპეციფიკური თანამიმდევრობა არ იქნა გამოვლენილი დედის საკუთარ მემკვიდრეობით ინფორმაციაში), ხოლო Y-ქრომოსომის ფრაგმენტები არ იქნა აღმოჩენილი, მაშინ შეიძლება იმის მტკიცება, რომ ნაყოფი მდედრობითი სქესისაა. ჯგუფის ხელმძღვანელის თქმით, ახალი მეთოდი თავიდან აგვაცილებს გართულებებს, რომლებიც ბავშვის სქესის განსაზღვრის ტრადიციული მეთოდების გამოყენებას (ამნიოცენტეზს, ქორიონის ხაოების ანალიზს) უკავშირდება და ტრავმულია, რადგან სანაყოფე ბუშტის პუნქციას მოითხოვს. ამასთანავე, ნაყოფის სქესის ადრეულ ეტაპზე დადგენა საშუალებას მოგვცემს, საჭიროების შემთხვევაში ადრევე ჩავატაროთ დამატებითი გამოკვლევები სასქესო ქრომოსომებთან დაკავშირებული მემკვიდრეობითი პათოლოგიების გამოსავლენად.

ღორის გრიპის ვაქცინაციის გვერდითი ეფექტები

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

ღორის გრიპის იმუნიზაციის დაწყებიდან დღემდე დაფიქსირებულია ვაქცინაციის რამდენიმე გვერდითი ეფექტი. ყველაზე ხშირია ტემპერატურის მატება, ადვილად დაღლა, კუნთების ტკივილი და კრთომა, თავის ტკივილი და მოთენთილობა. ეს ნიშნები თავს იჩენს ვაქცინაციიდან 1-2 დღის განმავლობაში, თუმცა მალევე, გაურთულებლად ქრება. ექსპერტების თქმით, არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ აცრილები ჩვეულებრივი გრიპით დაინფიცირდნენ და ეს სწორედ გრიპის სიმპტომები იყო და არა ვაქცინის გვერდითი ეფექტი. ასევე ხშირია ნაჩხვლეტის შეშუპება და შეწითლება, ამიტომ ექიმები ვაქცინირებულებს წოლით რეჟიმს და საჭიროების შემთხვევაში პარაცეტამოლის მიღებას ურჩევენ. მედიკამენტთა ევროპის საბჭოს სააგენტოს მონაცემებით, 1 მაისიდან 31 ოქტომბრამდე ღორის გრიპის საწინააღმდეგოდ მინიმუმ 26 მილიონი ადამიანი იქნა აცრილი, ხოლო ტამიფლუთი მკურნალობა 13 მილიონს დასჭირდა.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

და 2009 წელს ჩატარებული სამუშაოს ანგარიში წარადგინა. შეხვედრას ესწრებოდნენ ჯანდაცვის სამინისტროს, სადაზღვევო კომპანიების, მედიაციის სამსახურის საზოგადოებრივი საბჭოს, საქართველოს სადაზღვევო ასოციაციისა და მედიაციის სამსახურის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრაზე გაიმართა იმ ჟურნალისტების დაჯილდოება, რომლებმაც ყურადღება გამოიჩინეს მედიაციის სამსახურის საქმიანობის მიმართ და მიმდინარე მოვლენები საინტერესოდ გააშუქეს.

წლის საუკეთესო პუბლიკაციისთვის სპეციალური პრიზები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა ჟურნალ "ოჯახის მკურნალს" და მის ჟურნალისტს, საუკეთესო სტატიის ავტორს, დევი დევიძეს, ხოლო საუკეთესო რეპორტაჟისთვის კი გადაცემა "ბიზნეს-კურიერი" დაჯილდოვდა. როგორც ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა - მაგდა შენგელიამ აღნიშნა: "ეს ტრადიცია გაგრძელდება და გამარჯვებული ჟურნალისტები მომავალ 2010 წელსაც გამოვლინდებიან. სიმართლე გითხრათ, ტელეგადაცემებში მეტი არჩევანი გვქონდა, თუმცა არც პრესას გამოუჩენია უყურადღებობა. მივესალმებით მომავალში ამ საქმეში რადიოების ჩართვას, რადგან ყველაფერი გაცილებით უფრო საინტერესო გახდება. მომავალში მედიაციის სამსახური აპირებს ახალი ტიპის გადაცემის გაკეთებას, რომელიც კიდევ უფრო მჭიდრო კავშირის დამყარების საშუალებას მისცემს ხალხთან".

ნაყოფის სქესის განსაზღვრის ახალი მეთოდიკა

ამსტერდამელმა მეცნიერებმა პეტერ შეფერის ხელმძღვანელობით ნაყოფის სქესის ადრეულ ეტაპზე განსაზღვრის მეთოდიკა შეიმუშავეს. კვლევა 2003-დან 2009 წლამდე გაგრძელდა. მასში 201-მა ორსულმა მიიღო მონაწილეობა. მეცნიერებმა ორსულობის ადრეულ ვადაზე 189 ქალს გაუკეთეს ანალიზი. პასუხს 2-4 დღე დასჭირდა. ყველა შედეგი ზუსტი აღმოჩნდა. ახალი მეთოდის წყალობით ნაყოფის სქესის განსაზღვრა შესაძლებელია ორსულობის მეხუთე კვირას. ორსულის სისხლიდან ხდება დნმ-ს გამოყოფა და მისი გამოკვლევა Y-ქრომოსომის გენების არსებობაზე. ერთ-ერთი მათგანია SRY გენი, რომელიც სათესლეების განვითარებაზე აგებს პასუხს. ნაყოფის მდედრობითი სქესის დასადგენად კი მკვლევარებმა შეიმუშავეს ტექნოლოგია, რომელიც დედის სისხლის ნიმუშში დნმ-ს მამისთვის სპეციფიკური ფრაგმენტების, ე. წ. გენეტიკური პოლიმორფიზმის უბნების გამოვლენის საშუალებას იძლეოდა. თუ ასეთი ფრაგმენტი აღმოჩნდა (და ანალოგიური სპეციფიკური თანამიმდევრობა არ იქნა გამოვლენილი დედის საკუთარ მემკვიდრეობით ინფორმაციაში), ხოლო Y-ქრომოსომის ფრაგმენტები არ იქნა აღმოჩენილი, მაშინ შეიძლება იმის მტკიცება, რომ ნაყოფი მდედრობითი სქესისაა. ჯგუფის ხელმძღვანელის თქმით, ახალი მეთოდი თავიდან აგვაცილებს გართულებებს, რომლებიც ბავშვის სქესის განსაზღვრის ტრადიციული მეთოდების გამოყენებას (ამნიოცენტეზს, ქორიონის ხაოების ანალიზს) უკავშირდება და ტრავმულია, რადგან სანაყოფე ბუშტის პუნქციას მოითხოვს. ამასთანავე, ნაყოფის სქესის ადრეულ ეტაპზე დადგენა საშუალებას მოგვცემს, საჭიროების შემთხვევაში ადრევე ჩავატაროთ დამატებითი გამოკვლევები სასქესო ქრომოსომებთან დაკავშირებული მემკვიდრეობითი პათოლოგიების გამოსავლენად.

ღორის გრიპის ვაქცინაციის გვერდითი ეფექტები

ღორის გრიპის იმუნიზაციის დაწყებიდან დღემდე დაფიქსირებულია ვაქცინაციის რამდენიმე გვერდითი ეფექტი. ყველაზე ხშირია ტემპერატურის მატება, ადვილად დაღლა, კუნთების ტკივილი და კრთომა, თავის ტკივილი და მოთენთილობა. ეს ნიშნები თავს იჩენს ვაქცინაციიდან 1-2 დღის განმავლობაში, თუმცა მალევე, გაურთულებლად ქრება. ექსპერტების თქმით, არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ აცრილები ჩვეულებრივი გრიპით დაინფიცირდნენ და ეს სწორედ გრიპის სიმპტომები იყო და არა ვაქცინის გვერდითი ეფექტი. ასევე ხშირია ნაჩხვლეტის შეშუპება და შეწითლება, ამიტომ ექიმები ვაქცინირებულებს წოლით რეჟიმს და საჭიროების შემთხვევაში პარაცეტამოლის მიღებას ურჩევენ. მედიკამენტთა ევროპის საბჭოს სააგენტოს მონაცემებით, 1 მაისიდან 31 ოქტომბრამდე ღორის გრიპის საწინააღმდეგოდ მინიმუმ 26 მილიონი ადამიანი იქნა აცრილი, ხოლო ტამიფლუთი მკურნალობა 13 მილიონს დასჭირდა.


ყავა ამცირებს პროსტატის კიბოს აგრესიული ფორმის განვითარების რისკს

ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყავა, განურჩევლად იმისა, კოფეინიანია თუ უკოფეინო, ამცირებს პროსტატის კიბოს განვითარების რისკს. ჩენინგის ლაბორატორიის (ბოსტონი) მეცნიერ - თანამშრომელს, დოქტორ კეტრინ უილსონს, მიაჩნია, რომ ყავა გავლენას ახდენს ინსულინის, გლუკოზისა და სასქესო ჰორმონების მეტაბოლიზმზე, რის წყალობითაც მრავალი დადებითი ეფექტი აქვს. უილსონმა და მისმა კოლეგებმა პროსტატის კიბოთი დაავადებული 50 ათასზე მეტი მამაკაცის მონაცემები შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ყავის მოყვარულ მამაკაცებს კიბოს აგრესიული და ლეტალური ფორმები ორჯერ იშვიათად ემართებოდათ, წინამდებარე ჯირკვლის კიბოს განვითარების ყველაზე ნაკლები ალბათობა კი არამწეველ ყავის მოყვარულებს აღმოაჩნდათ. "მართალია, ამ გამოკვლევის საფუძველზე ვერ მოვუწოდებთ მამაკაცებს, მეტი ყავა სვან, მაგრამ თამამად შეგვიძლია ვურჩიოთ, ყავის სმაზე უარი არ თქვან", - განაცხადა დოქტორმა უილსონმა.

ექიმებმა ბრიტანეთის მკვიდრს ღეროვანი უჯრედების დახმარებით მხედველობა დაუბრუნეს

38 წლის რასელ ტერნბულმა ჩხუბში ცალი თვალი დაიზიანა - ერთ-ერთმა მოჩხუბარმა ამიაკის ხსნარი შეასხა. შედეგად ტერნბულმა მიიღო რქოვანა გარსის დამწვრობა, რომელმაც ნაწიბურები დაუტოვა და ცალმხრივი სიბრმავე გამოიწვია. ქირურგებმა პაციენტს ჯანმრთელი თვალიდან ამოუღეს 1 კვ. მმ ფართობის რქოვანა, რომელიც ღეროვან უჯრედებს შეიცავდა და ლაბორატორიულ პირობებში გამოზარდეს, ხოლო როდესაც ქსოვილი 400-ჯერ გაიზარდა, პაციენტს თვალის დაზიანებული რქოვანა ჯანსაღი ქსოვილის ფრაგმენტით შეუცვალეს. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, პაციენტს მხედველობა დაუბრუნდა. ეს მეთოდი, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთ ინგლისის ღეროვანი უჯრედების შემსწავლელი ინსტიტუტის (North East England Stem Cell Institute, NESCI) სპეციალისტებმა შეიმუშავეს, უკვე 8 პაციენტისთვის გამოიყენეს. ოპერაციის შემდეგ მხედველობა 5 მათგანს გაუუმჯობესდა. NESCI-ს ქირურგის ფრანცისკო ფიგეირედოს თქმით, ღეროვანი უჯრედებით მკურნალობის უპირატესობა ის არის, რომ არ მოითხოვს მედიკამენტების ხანგრძლივ მიღებას და პაციენტის სწრაფ სოციალურ ადაპტაციასაც უწყობს ხელს.

ორაგულის კერძი D ვიტამინის დეფიციტს შეგივსებთ

D ვიტამინის მთავარი წყარო მზის სხივებია, ამიტომ ზამთრობით მისი დეფიციტი ჩვეული მოვლენაა. D ვიტამინი აუცილებელია კალციუმისა და ფოსფორის შეწოვისთვის. მისი დეფიციტი მრავალ პრობლემას იწვევს. კერძოდ, ირღვევა ძვლოვანი ქსოვილის მინერალიზაციის პროცესები (ოსტეომალაცია), ფსიქომოტორული განვითარება, ვითარდება კრუნჩხვები. დ ვიტამინის დონის დაქვეითება გარკვეულწილად იმუნიტეტის შესუსტებასაც განაპირობებს. Alaska Seafood Marketing Institute-ის (აშშ) სპეციალისტები გვირჩევენ, ზამთრობით "მზის ვიტამინის" დეფიციტის შესავსებად ყოველდღე თითო ნაჭერი ორაგული მივირთვათ. ეს თევზი მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით. ექიმები მას განსაკუთრებით ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავას შემცველობის გამო აფასებენ. ეს ცხიმოვანი მჟავა ხელს უწყობს გულის სიჯანსაღის შენარჩუნებას, აფერხებს ანთებას და ორგანიზმს ზოგიერთი სახის კიბოსგანაც კი იცავს.

სიბერის შეჩერება შესაძლებელია

ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შავი შოკოლადის ზომიერი მოხმარება აფერხებს დაბერების პროცესს. ეს კაკაოს დამსახურებაა, რომელსაც განსაკუთრებით უხვად სწორედ შავი შოკოლადი შეიცავს. მკვლევარები ირწმუნებიან, რომ დაბერების პროცესის შესანელებლად საკმარისია დღეში სულ რამდენიმე ნატეხი შავი მწარე შოკოლადი მივირთვათ. ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობის წყალობით ეს შოკოლადი აფერხებს ნაოჭების გაჩენას და ამცირებს კანის კიბოს განვითარების რისკს. რაც შეეხება შავი შოკოლადის სხვა ღირსებებს, დიდი ხანია დადგენილია, რომ მისი ყოველდღიური მიღება ქრონიკული დაღლილობის სინდრომთან ბრძოლის ეფექტური საშუალებაა. ისიც ცნობილია, რომ შოკოლადი შესამჩნევად აუმჯობესებს მეხსიერებას, აქრობს ანთებით პროცესებს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

სილამაზის ორი ფაქტორი

ტორონტოს უნივერსიტეტში მეცნიერთა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ ქალის სახის სილამაზის განმსაზღვრელი ძირითადი ფაქტორებია მანძილი გუგებს შორის და მანძილი თვალსა და პირს შორის. გამოკვლევის მონაწილე ქალებს ფოტოსურათები გადაუღეს და კომპიუტერულად დაამუშავეს. უფრო ლამაზად იქნა მიჩნეული დამუშავებული ფოტოსურათები, რომლებზეც გუგებს შორის მანძილი ყურიდან ყურამდე სახის სიგანის 46-50%-ს შეადგენდა, ხოლო მანძილი ტუჩებსა და თვალებს შორის - თმის ზრდის ხაზსა და ნიკაპს შორის მანძილის 33-36%-ს. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ქალების უმრავლესობას მსგავსი პარამეტრები აქვს. ამ სტანდარტს შეესაბამება მრავალი ცნობილი ქალის სახეც, მაგრამ არა ყველასი. მაგალითად, ანჯელინა ჯოლი ამ პარამეტრებს არ აკმაყოფილებს, მაგრამ ეს ხელს არ უშლის, ყოველწლიურად მოხვდეს მსოფლიოში ყველაზე მიმზიდველი ქალების რეიტინგში.