კურკუმა ღვიძლის უჯრედებისთვის ნამდვილი ხსნის საშუალება აღმოჩნდა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კურკუმა ღვიძლის უჯრედებისთვის ნამდვილი ხსნის საშუალება აღმოჩნდა

როგორც წესი, ჯანსაღი დაბალანსებული დიეტა ყოველდღიურად უნდა მოიცავდეს სხვადასხვა სახეობის ხილისა და ბოსტნეულის არანაკლებ ხუთ ულუფას. რეკომენდებულია ფიზიკური ვარჯიშიც (კვირაში არანაკლებ 150 წუთისა). ამასთან, წლის ცივ პერიოდში შეიძლება რაციონში ჩავრთოთ ცხელი სასმელები.

დიეტოლოგები გვირჩევენ ყურადღება გავამახვილოთ ლატეზე კურკუმით. ამ სასმელს გააჩნია ანთებისა და კიბოს საწინააღმდეგო თვისებები. კურკუმას სასმელი ძალიან პოპულარულია ოკინავის მცხოვრებლებში, რომელთა შორისაც ბევრია დღეგრძელი ადამიანი.

აქამდე ცნობილი იყო, რომ კურკუმა ამცირებდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის ანომალიის, კიბოს და ტიპი 2 დიაბეტის რისკს. ამერიკელმა მკვლევრებმა კი გააანალიზეს კურკუმას ექსტრაქტი და მისი აქტიური ნაერთი კურკუმინი. მათ აინტერესებდათ ღვიძლზე ამ ნაერთის მოქმედება და რამდენად ჰქონდა კურკუმინს აღნიშნული ორგანოს დაზიანების პირობებში მისი აღდგენის უნარი.

მეცნიერების აზრით, კურკუმინი იცავს ღვიძლს, ამცირებს ჟანგვით სტრესს და თრგუნავს ლიპიდების ჟანგვას, ამასთანავე, კურკუმინი აძლიერებს ნაღვლის გამომუშავებას და ამავდროულად იცავს ღვიძლის უჯრედებს ნაღველთან დაკავშირებული ქიმიური ნივთიერებებისაგან მიღებული დაზიანებისაგან.