ქარვაში აღმოაჩინეს ანტიბიოტიკების ახალი წყარო
მინესოტის უნივერსიტეტში გამოავლინეს ქარვის ანთებისა და ინფექციის საწინააღმდეგო თვისებები. გაკეთდა ქარვის პუდრის ექსტრაქტის ქიმიური შემადგენლობის ანალიზი ქრომატო-მას-სპექტრომეტრიის მეთოდის საშუალებით. სხვა მრავალ ორგანულ ნაერთს შორის გამოვლინდა სამი უნიკალური ნივთიერება. ეს იყო აბიეტინის, დეჰიდროაბიეტინის და დექსტროპიმარიკის მჟავები. აღნიშნული ნაერთები მიეკუთვნება ფისის მჟავებს და გამომუშავდება წიწვოვანი ოჯახის ხეების მიერ. მათი მოქმედება შეამოწმეს 9 ტიპის პათოგენური ბაქტერიების მიმართ. აღმოჩნდა, რომ ფისის მჟავები ხოცავდნენ გრამდადებით ბაქტერიებს, მათ შორის ოქროსფერი სტაფილოკოკის ზოგიერთ შტამს.
მკვლევრების თქმით, აბიეტინის მჟავამ და მისმა წარმოებულებმა შეიძლება პერსპექტივაში ახალ ანტიბიოტიკებს დაუდონ სათავე. საქმე ისაა, რომ პათოგენები ძველი ანტიბიოტიკების მიმართ აქტიურად გამოიმუშავებენ რეზისტენტობას. ეს განსაკუთრებით გრამდადებით ბაქტერიებს ეხება.