ერთი „ჩხვლეტა“, რომელმაც შესაძლოა 30,000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს - ქოლესტერინის დონის შესამცირებელი ახალი მედიკამენტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ერთი „ჩხვლეტა“, რომელმაც შესაძლოა 30,000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს - ქოლესტერინის დონის შესამცირებელი ახალი მედიკამენტი

დაახლოებით ნახევარს მომატებული ქოლესტერინის დონე აქვს და თითქმის 8 მილიონი ადამიანი ღებულობს ლიპიდების შესამცირებელ მედიკამენტს.

დიდ ბრიტანეთში გამოჩნდა ახალი წამალი, რომელსაც შეუძლია ინფარქტისა და ინსულტის 55,000 შემთხვევის თავიდან აცილება. პრეპარატის დახმარებით შესაძლებელი იქნება მომდევნო ათწლეულის განმავლობაში 30,000-ზე მეტი სიცოცხლის გადარჩენა.

მედიკამენტის სახელწოდებაა „Inclisiran”, ის ინექციის სახით ინიშნება.

პრეპარატი აძლიერებს ღვიძლის უნარს, შეამციროს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (LDL ქოლესტერინის) დონე.

ჭარბი „ცუდი“ ქოლესტერინი (LDL) სისხლძარღვებში ცხიმოვანი ფოლაქების სახით გროვდება, ის ჟანგბადით მდიდარი სისხლის ნაკადის გულისკენ მოძრაობას ზღუდავს, რამაც შეიძლება გულის შეტევა გამოიწვიოს, თუ თავისკენ მიმავალ არტერიაში მოხდა ჟანგბადის შემცირება, მაშინ ინსულტი ვითარდება.

LDL ქოლესტერინის ზეგავლენით არტერიების მოქნილობა მცირდება, შეიძლება სისხლძარღვი სრულიად დაიბლოკოს/დაიხშოს.

1 სექტემბერს გამოქვეყნდა განცხადება, რომ ინგლისსა და უელსში „Inclisiran” ნებადართულია. მოლაპრაკებები მიმდინარეობდა ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (NHS) და შვეიცარიულ ფარმაცევტულ კომპანია „Novartis” შორის.

გასაჯაროვდა გლობალური კვლევის შედეგებიც, რომელსაც ლონდონის საიმპერატორო კოლეჯი ხელმძღვანელობდა. კვლევა ცხადჰყოფს, რომ პრეპარატი ძალიან ეფექტურია.

მე-3 ფაზის კვლევამ აჩვენა, რომ მედიკამენტის მიღებიდან 6 თვის ინტერვალით ქოლესტერინის დონე 50%-ით შემცირდა.

რაც შეეხება მედიკამენტის ფასს, მისი დარეგულირება იგეგმება, თუმცა ამ ეტაპზე „Novartis” 284 მილიგრამიან დოზას 2,000 ფუნტად ყიდის.

„Inclisiran” რნმ-ის ჩარევით ახერხებს სისხლიდან მავნე ქოლესტერინის გამოდევნას. პრეპარატი PGSK9 გენს ახშობს, რომლის მეშვეობითაც ორგანიზმში გამომუშავდება ცილა, რომელიც ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის რაოდენობის რეგულირებას.

გენის „გამორთვით“ „Inclisiran” ღვიძლს ეხმარება, რომ სისხლიდან უფრო მეტი „ცუდი“ ქოლესტერინი შეიწოვოს და დაშალოს.

მედიკამენტი ეფექტურია მათთვის, ვისთვისაც სტატინებით მკურნალობა შედეგიანი არ არის, ან მათ არ შეუძლიათ გარკვეული მიზეზებით ქოლესტერინის დონის შესამცირებელი პრეპარატების მიღება.

მკვლევარები ვარაუდობენ, რომ „Inclisiran”-ით და სტატინებით კომბინირებული მკურნალობა ქოლესტერინის დონის 75-80%-ით შემცირებას გამოიწვევს.

ინექციას წელიწადში ორჯერ ექთანი ჩაატარებს.

NHS აცხადებს, რომ მედიკამენტს თავდაპირველად შესთავაზებენ მათ, ვინც ინსულტი, ან გულის შეტევა გადაიტანა.

ასევე, მათ, ვისაც ძალიან მაღალი ქოლესტერინის დონე აქვთ, ან გენეტიკური აშლილობა, რომელსაც შერეული დისლიპიდემია ეწოდება, რაც ქოლესტერინის დონის მომატებას იწვევს.