გაამდიდრეთ კვების რაციონი კაკალით - ის LDL ქოლესტერინის დონეს შეგიმცირებთ და ათეროსკლეროზისგან დაგიცავთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გაამდიდრეთ კვების რაციონი კაკალით - ის LDL ქოლესტერინის დონეს შეგიმცირებთ და ათეროსკლეროზისგან დაგიცავთ

წლების განმავლობაში უამრავი მკვლევარი დაინტერესდა, შეეძლო თუ არა კაკალს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკის შემცირება.

მაგალითად, 2019 წლის ერთ-ერთი კვლევის მეტა-ანალიზით ირკვევა, რომ დიდი რაოდენობით კაკლის მოხმარება კარდიოვასკულარული დაავადებების ნაკლებ სიხშირესთან ასოცირდება, ასევე დაბალია გულის კორონარული დაავადების, წინაგულების ფიბრილაციისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობის რისკიც.

ახალი კვლევა, რომელიც ამერიკის გულის ასოციაციის ჟურნალ „Circulation”-ში გამოქვეყნდა, ეხება კაკლის ზეგავლენას ქოლესტერინის დონეზე.

მაგალითად,თუ გამოიწვევს 2 წლის განმავლობაში კვებითი რაციონის გამდიდრება თხილეულით, „ცუდი“ ქოლესტერინის დონის შემცირებას.

კვლევა ორიენტირებულია ხანდაზმულებზე.

მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ თხილეულს შეუძლია საერთო ქოლესტერინის და მათ შორის LDL, ანუ „ცუდი“ ქოლესტერინის დონის შემცირებაც.

სწორედ LDL-ის ნაწილაკები იწვევენ ათეროსკლეროზს.

ცხიმოვანი დეპოები(ფოლაქები) არტერიებში გროვდება, რაც სიცოცხლისთვის საშიშია.

ყოველდღიურად კაკლის მიღება LDL ნაწილაკებს ამცირებს.

როგორც კვლევის ერთ-ერთი ავტორი ამბობს, ისინი მუდმივად კარგ შედეგებს ღებულობდნენ და ეს გამოიხატებოდა შემდეგში: ქოლესტერინის შემცირება, ენდოტელიალური ფუნქციის გაუმჯობესება, არტერიული წნევის რეგულირება და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.

კაკალი მდიდარია საკვები ნივთიერებებით, მასში ბიოაქტივების ოპტიმალური შემადგენლობაა. ის დიდი რაოდენობით ალფა-ლინოლენის და მცენარეული ომეგა3-ის ცხიმოვან მჟავას შეიცავს.

კაკალი თხილეულიდან პოლიფენოლის ყველაზე მაღალი შემცველობით გამოირჩევა. მის შემადგენლობაში შედის ფიტომელატონინიც.

ის LDL ქოლესტერინის შემცირებასთან ერთად, მათ ნაკლებად ათეროგენულს ხდის, ანუ ისინი ნაკლებად არიან არტერიის კედელებში მოხვედრისკენ მიდრეკილები, შესაბამისად ათეროსკლეროზის განვითარების რისკიც მცირდება.

ბოლომდე კვლევაში მონაწილეობას 636 მონაწილე ღებულობდა, რომელთაგან 67% მდედრობითი სქესის წარმომადგენელი იყო. მათი ასაკი 63-79 წელი.

მონაწილეებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი პრობლემა არ ჰქონიათ და ფსიქიკურადაც ჯანმრთელები იყვნენ.

მათი ნახევარი წნევის მედიკამენტებს, ან ჰიპერქოლესტერინემიისთვის განკუთვნილ პეპარატებს ღებულობდა, ხოლო მონაწილეთა 32% სტატინებს.

მათ წინასწარ შეუმოწმდათ ქოლესტერინის დონე, ასევე ლიპოპროტეინების კონცენტრაცია და სიმკვრივე.

როგორც კვლევის ბოლო აღმოჩნდა, მონაწილეთა ჯგუფს, რომელებიც კაკალს რეგულარულად ღებულობდნენ, 4.3%-ით შეუმცირდათ საერთო LDL ნაწილაკების რაოდენობა, ხოლო მცირე LDL ნაწილაკების 6.1%-ით.

აღსანიშნავია ისიც, რომ მამაკაცებში მეტად შეამცირა კაკლის მოხმარებამ ქოლესტერინის დონე, ვიდრე ქალბატონებში.