კალიფორნიის შტატის ერთ-ერთ სკოლაში დაწყებითი კლასის მოსწავლეები კოვიდ19-ის დელტა შტამით მასწავლებისგან დაინფიცირდნენ, რომელიც არავაქცინირებული იყო და სასწავლო პროცესის განმავლობაში ნიღაბს არ იყენებდა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კალიფორნიის შტატის ერთ-ერთ სკოლაში დაწყებითი კლასის მოსწავლეები კოვიდ19-ის დელტა შტამით მასწავლებისგან დაინფიცირდნენ, რომელიც არავაქცინირებული იყო და სასწავლო პროცესის განმავლობაში ნიღაბს არ იყენებდა

პედაგოგს თავის ტკივილი, სიცხე და ხველა აწუხებდა, რაც ალერგიის სიმპტომებად ჩათვალა და ის მოსწავლეებთან მუშაობას განაგრძობდა.

მოგვიანებით, ტესტის ჩაბარების შემდეგ მას კოვიდ19 დაუდასტურდა.

სიმპტომების გამოვლენიდან 5 დღის შემდეგ მასწავლებელმა დააინფიცირა მოსწავლეები და მათი ოჯახის წევრები. ბავშვების ასაკიდან გამომდინარე, ისინი არავაქცინირებულები იყვნენ.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC-ის) მონაცემებით, მასწავლების ჩათვლით სულ 27 ადამიანი დაინფიცირდა, რომელთაგან 12 დაწყებითი სკოლის მოსწავლე იყო, 6 სხვა კლასის და 8 ბავშვების ოჯახის წევრები.

27 ინფიცირებულიდან 22 ადამიანს აღენიშნებოდა შემდეგი სიმპტომები: ცხელება, ხველა, თავისა და ყელის ტკივილი.

CDC-ის თანახმად, სკოლის წარმომადგენელთა უმეტესობა ვაქცინირებული იყო, გარდა აღნიშნული პედაგოგისა და სკოლის სხვა რამდენიმე წარმომადგენლისა.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ანგარიშში ხაზგასმულია განათლების სფეროში ჩართულ პირთა ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ.

მასწავლებლებს მჭირდო კავშირი აქვთ ბავშვებთან, ამიტომ აუცილებელია პედაგოგთა დიდი ნაწილი იყოს აცრილი, იმისათვის, რომ სკოლები გაიხსნას და სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდეს.

ჯანდაცვის ორგანიზაცია დასძენს, რომ არავაქცინირებულ პოპულაციაში განსაკუთრებული სისწრაფით ვითარდება კოვიდ19-ის დელტა ვარიანტი. შტამი, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით ბავშვებსა და ახალგაზრდებში გამოირჩევა.

CDC აღნიშნავს, რომ პანდემიის პარალელურად სწავლების პროცესი შემდეგი წესების დაცვით უნდა განხორციელდეს: სათანადო ნიღბების ტარება, გეგმიური ტესტირება, სკოლის ვენტილაცია და დეზინფექცია და სიმპტომების არსებობის შემთხვევაში სახლში დარჩენა.