ერთი და იმავე ბრენდის მიერ წარმოებული წყლის დალევის შემდეგ, 5 ადამიანს არავირუსული ჰეპატიტი განუვითარდა- FDA გამოძიებას ატარებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ერთი და იმავე ბრენდის მიერ წარმოებული წყლის დალევის შემდეგ, 5 ადამიანს არავირუსული ჰეპატიტი განუვითარდა- FDA გამოძიებას ატარებს

თავი შეიკავონ „REAL WATER” -ის წყლის დალევისაგან, ასევე არ გამოიყენონ აღნიშნული ბრენდი საკვების მოსამზადებლად.

ვინაიდან, „REAL WATER”-ის გამოყენების შემდეგ რამდენიმე ადამიანს განუვითარდა მწვავე არავირუსული ჰეპატიტი და საბოლოოდ, ღვიძლის მწვავე უკმარისობა.

ახლა FDA-ის ოფიციალური წარმომადგენლები იკვლევენ ნამდვილად წყალმა გამოიწვია თუ არა ჰეპატიტი და ღვიძლის მწვავე უკმარისობა.

მათი განცხადებით, აღნიშნულ შემთხვევათა ერთადერთი საერთო რგოლი სწორედ „REAL WATER”-ის წყალია და ისინი გამოძიებას განაგრძობენ.

არავირუსული ჰეპატიტი არის ღვიძლის ანთება, რამაც შეიძლება ნაწიბური გამოიწვიოს(ციროზი), ღვიძლის კიბო, ღვიძლის უკმარისობა, ან სიკვდილი.

არსებობს სამი სახის არავირუსული ჰეპატიტი, ესენია: ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღების შედეგად განვითარებული, აუტოიმუნური ჰეპატიტი, რომელიც იმუნური სისტემის შეტევით არის გამოუწვეული და ტოქსიკური ჰეპატიტი - გამოწვეული ქიმიკატებით, კვებითი დანამატებითა და მედიკამენტებით.

რაც შეეხება ღვიძლის მწავევ უკმარისობას, დაავადება ორგანოს ფუნქციის მოშლას/დაკარგვას იწვევს. ეს ყველაფერი კი სწრაფად ვითარდება, რამდენიმე დღეში, ან კვირაში.

წყლის მიღების შემდეგ მოზარდებს, ბავშვებსა და ახლშობილებსაც კი განუვითარდათ რიგი უკუჩვენება, ისინი თავს ცუდად გრძნობდნენ.

FDA-ს განცხადების შემდეგ სასამართლოში სამი სარჩელი შეიტანეს ბრენდის წინააღმდეგ.

ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე 5 ადამიანი უჩიოდა „REAL WATER”-ს, მათ თქმით, ჯერ კიდევ 2018 წელს დაავადნენ წყლის მიღების შედეგად.

მათგან ორს ღვიძლის უკმარისობა განუვითარდა, ერთ-ერთს კი ღვიძლის გადანერგვაც კი დასჭირდა.

mkurnali.ge

კომპანიის საიტზე აღნიშნულია, რომ ბრენდი პრემიუმ ხარისხის არის. „REAL WATER” ტუტე წყალია, რომელიც PH-ს ანეიტრალებს და ორგანიზმს ბალანსის აღდგენაში ეხმარება.

აღნიშნული შემთხვევები ნევადაში მოხდა, თუმცა კომპანიამ მთლიანად აშშ-ს ბაზრიდან გამოითხოვა პროდუქცია. მათ თქმით, ბრენდის მიზანი უსაფრთხოებაა და ისინი პასუხისმგებლობით ეკიდებიან საზოგადოების ჯანმრთელობას.

კომპანია FDA-სთან თანამშრომლობაზე მზადყოფნას გამოთქვამს.

აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია მოუწოდებს მათ, ვისაც არავირუსული ჰეპატიტის ნიშნები აქვთ, მიმართონ ექიმს.

ჰეპატიტის სიმპტომებია:

ცხელება;

დაღლილობა;

მადის დაკარგვა;

გულისრევა; ღებინება;

მუცლის ტკივილი;

მუქი შარდი;

სახსრების ტკივილი;

სიყვითლე და ყვითელი თვალები.