შესაძლებელია თუ არა კორონავირუსმა თვალის პრობლემები გამოიწვიოს - ნიშნები, რომლებიც კოვიდ19-ის გადატანაზე მიუთითებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შესაძლებელია თუ არა კორონავირუსმა თვალის პრობლემები გამოიწვიოს - ნიშნები, რომლებიც კოვიდ19-ის გადატანაზე მიუთითებს

თუმცა, არსებობს ადამიანთა ის კატეგორიაც, რომლებსაც არ ჩაუტარებიათ ტესტირება და გადაიტანეს ვირუსი უსიმპტომოდ.

ასევე, არის შემთხვევები, როდესაც ანტისხეულების ტესტი ცრუ დადებითს აჩვენებს, ან „ოქროს სტანდარტად“ აღიარებული PCR ტესტი ცდება.

ნიშნები, რომლებიც გადატანილ კოვიდზე მიუთითებს:

• ვარდისფერი თვალები;

• ყნოსვის და გემოს დაკარგვა;

• ქრონიკული დაღლილობა.

• ვარდისფერი თვალები

შესაძლებელია კოვიდ19-ის გადატანის შემდეგ თვალის გარსი მოვარდისფრო გახდეს, ან მხედველობის ორგანოსთან დაკავშირებით სხვა პრობლემამ იჩინოს თავი.

კოვიდ19-ის ვირუსი ორგანიზმში რეცეპტორების გავლით აღწევს. ერთ-ერთი ასეთი რეცეპტორია - ანგიოტენზინ გარდამქმნელ ფერმენტ 2 ( ACE2).

ვირუსზე არსებული ცილები რეცეპტორს ეკვრის, ორგანიზმი კი ტყუვდება და მას აღიქვამს, როგორც რეცეპტორ ACE2-ს.

აღნიშნული რეცეპტორები თვალის სხვადასხვა ნაწილში გვხვდება. ისინი არის ბადურაში, ასევე ეპითელურ უჯრედში, რომელიც თვალის თეთრ ნაწილსა და ქუთუთოშია.

შესაბამისად, შესაძლებელია თვალთან დაკავშირებით შემდეგი პოსტკოვიდური სიმპტომების განვითარება:

• თვალის სიმშრალე;

• შეშუპება;

• მომატებული ცრემლიანობა-გადაჭარბებული თვალის სეკრეცია;

• თვალის სიწითლე, ან ვარდისფერი შეფერილობა.

რა თქმა უნდა, აღნიშნული სიმპტომები შესაძლებელია ადამიანს კოვიდ19-ისგან დამოუკიდებლადაც აწუხებდეს, ვინაიდან მხედველობის ორგანო განსაკუთრებით იტვირთება გაჯეტების აქტიური მოხმარების შედეგად.

• გემოს და სუნის დაკარგვა

კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ მსუბუქ ფორმებში გადატანილი კოვიდის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომი გემოს და სუნის დაკარგვაა, რომელიც მოსახლეობის 47%-ს დაუფიქსირდა.

რაც შეეხება სიცხეს, თქვენ შეიძლება არ გქონიათ სიცხე, თუმცა ეს არ გამორიცხავს კოვიდ19-ით ინფიცირებას.

თუმცა, კორონავირუსის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომი ნამდვილად სხეულის ტემპერატურლი ცვლილებაა.

2020 წლის სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, კოვიდ19-ით ინფიცირების საწყისი სიმპტომი ცხელებაა, ხოლო გრიპის შემთხვევაში- ხველა.

მკვლევარებმა 55,000 კოვიდინფიცირებული პირის მონაცემები შეადარეს 2000 გრიპით ინცირებული პაციენტის მონაცემს.

კორონავირუსული ინფექციის შედეგად განვითარებული ანთება და ქსოვილების ხანგრძლივი დაზიანება ისეთ პოსტკოვიდურ სიმპტომებს იწვევს, როგორებიცაა:

• ქრონიკული დაღლილობა;

• ხშირი, გაძნელებული სუნთქვა;

• მეხსიერების დაქვეითება;

• გულმკერდის, ან სახსრების ტკივილი;

• გახანგრძლივებული თავის ტკივილი;

• გახანგრძლივებული ხველა;

• გულისცემის გახშირება;

• კუნთების ტკივილი;

• ყნოსვის, ან გემოს დაკარგვა;

• კუჭ-ნაწლავის პრობლემები;

• გულთან დაკავშირებული პრობლემები.

როგორც ხედავთ, პოსტკოვიდური სიმპტომების სია გრძელია. ჩამოთვლილთაგან შესაძლებელია ერთი, ან რამდენიმე სიმპტომი რამდენიმე კვირის განმავლობაში გაწუხებდეთ.