კოლაჟი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კოლაჟი

 კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ კუჭი გაურკვეველი წარმოშობის მკვრივ მასას ეკავა. უცხო სხეულის საყლაპავიდან ამოღება შეუძლებელი აღმოჩნდა. ექიმებმა სცადეს, წარმონაქმნი ენდოსკოპიური ინსტრუმენტით ამოეღოთ, მაგრამ იძულებულნი გახდნენ, მუცლის წინა კედელი მაინც გაეკვეთათ და... ხელში თმის გორგალი შერჩათ.

აღმოჩნდა, რომ გოგონა რამდენიმე წლის განმავლობაში იკვნეტდა თმას. ასეთი ქცევა ფსიქიკური დარღვევის მქონე ადამიანებს ახასიათებთ. პათოლოგიას ტრიქოფაგია ეწოდება.

საავადმყოფოდან გამოწერილ ქალიშვილს ფსიქიატრი მიუჩინეს. ერთი წლის განმავლობაში მან 9 კგ მოიმატა და თმის კვნეტასაც დაანება თავი.

 

როხის ცოფის ჰონკონგური ისტორია

ბრიტანელი ტურისტი ჰონკონგის საავადმყოფოში მოხვდა - მას ძროხის ცოფის სიმპტომები გამოაჩნდა.

23 წლის ლონდონელი მამაკაცი ჰონკონგს ოჯახთან ერთად ესტუმრა. ერთ დღეს მან თავი შეუძლოდ იგრძნო. ყლაპვის გაძნელების, წყლის აუტანლობის, თავბრუხვევისა და ფსიქიკური დარღვევების გამო ტურისტი საავადმყოფოში მოათავსეს. რამდენიმე ხნის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა გაუარესდა და იძულებულნი გახდნენ, მისთვის ნაწლავის ოპერაცია გაეკეთებინათ. ლონდონელს ძროხის ცოფი აღმოაჩნდა. ინფიცირება, სავარაუდოდ, ავადმყოფი ცხოველის ხორცის ჭამამ გამოიწვია. კრეიცფელდ-იაკობის დაავადება, იგივე ძროხის ცოფი, იშვიათი, მაგრამ უკურნებელი სნეულებაა. მას იწვევს განსაკუთრებული ცილები - პრიონები, რომლებიც ტვინში მოხვედრისას მის ფუნქციას არღვევს. კრეიცფელდ-იაკობის დაავადება ვლინდება პროგრესული ჭკუასუსტობით და სწრაფად კლავს ადამიანს.

დიდ ბრიტანეთში დაავადების 161 შემთხვევაა რეგისტრირებული, საფრანგეთში - 18, ხოლო სხვა ქვეყნებში - 12.

 

გლუვი და ახალგაზრდა კანის ნაცვლად - ბოტულიზმი

დოქტორ ბეჩ მაკკომბის, რომლის გამოც ოთხ ადამიანს მძიმე დროებითი დამბლა განუვითარდა, სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. დამბლა ბოტოქსის ყალბმა პრეპარატმა გამოიწვია. ბოტოქსი, რომელსაც კოსმეტოლოგიაში ნაოჭების გასასწორებლად იყენებენ, შეიცავს ბოტულოტოქსინს - ერთ-ერთ ყველაზე ტოქსიკურ შხამს. პრეპარატის მცირე დოზები შეჰყავთ სახის კანის კუნთების განსაზღვრულ უბნებში, რაც დროებით ასწორებს ნაოჭებს.

48 წლის ექიმმა ყალბი მედიკამენტის ინექციები ჯერ თვითონ გაიკეთა, შემდეგ კი თავის შეყვარებულს და ორ მეგობარს შესთავაზა. შედეგად ბოტულინური ტოქსინით მოწამლული სილამაზის ოთხივე მოტრფიალე საავადმყოფოში მოხვდა. მათ რამდენიმე თვე არ შეეძლოთ დამოუკიდებლად სუნთქვა და ყლაპვა.

აღიძრა საქმე. ექიმები, რომლებიც ბოტოქსის ყალბ პარტიას აწარმოებდნენ და ავრცელებდნენ, დააპატიმრეს. სპეციალისტების შეფასებით, ყალბი ბოტოქსის შემადგენლობაში შემავალი ბოტულოტოქსინის კონცენტრაცია ათჯერ აღემატებოდა დასაშვებს.

მოწამვლიდან ერთი წლის შემდეგ მაკკომბიმ აღიარა, რომ არალიცენზირებულ პრეპარატს იყენებდა, თუმცა მას სახელი მანამდე გაუტყდა - ამ ინციდენტამდე მცირე ხნით ადრე ფლორიდის შტატმა მას ლინცენზია შეუწყვიტა, რადგან მისი ორი პაციენტი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების დოზის გადაჭარბების გამო გარდაიცვალა.


 

 

თრობის სიჩქარე კიბოს ალბათობის მარკერია

გენს, რომელზეც არის დამოკიდებული ალკოჰოლით თრობის სიჩქარე, უშუალოდ უკავშირდება პირის ღრუს, ხორხისა და ხახის კიბოს განვითარების რისკი. კავშირს საფუძვლად უდევს იმ გენის ფუნქცია, რომელიც ალკოჰოლის გამხლეჩი ფერმენტის ალკოჰოლდეჰიდროგენაზის გამომუშავებასა და მოქმედებას განაგებს. ამ გენის სხვადასხვა ვარიანტი ალკოჰოლის სხვადასხვა სიჩქარით ათვისებას განაპირობებს. იმაზე, რომელი გენი აქვს ადამიანს, დამოკიდებულია მისი თრობის სისწრაფე. ადამიანები, რომლებსაც ეს გენი საერთოდ არ გააჩნიათ, ძალიან სწრაფად თვრებიან და მძიმე სიმთვრალე აქვთ. შეიძლება ითქვას, რომ ისინი პრაქტიკულად ვერ იტანენ ალკოჰოლიან სასმელს.

მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა ჩაატარა გამოკვლევა, რომლის დროსაც პირის ღრუს, ხახისა და ხორხის კიბოთი დაავადებული 4 000-მდე ავადმყოფის მონაცემები შეისწავლეს (შეგახსენებთ: ამ პათოლოგიების ერთ-ერთი ძირითადი სიმპტომი ყლაპვის გაძნელებაა). გარად ამისა, კვლევებში ჩართული იყო 5000 ჯანმრთელი ევროპელი და ლათინოამერიკელი. გამოკვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებსაც გენის შედარებით სწრაფი ვარიანტი აქვთ, ხსენებული დაავადებები გაცილებით იშვიათად ემართებათ. ბრიტანელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ამის მიზეზია ალკოჰოლის შედარებით ხანმოკლე ზემოქმედება პირის ღრუს, ხახისა და ხორხის ლორწოვანზე. შედარებით შენელებული მოქმედების გენის მფლობელებს ამ ორგანოების სიმსივნე განსაკუთრებით ხშირად აღენიშნებათ. დაბოლოს, მათ, ვისაც ამ გენის ორივე ვარიანტი აქვს, ყველაზე მეტად შესწევთ პირის ღრუს, ხახისა და ხორხის კიბოსთან ბრძოლის უნარი. საზოგადოდ, მათ თითქმის ორჯერ ნაკლები აქვთ საჭმლის მომნელებელი სისტემის ზედა ნაწილების დაავადებათა განვითარების რისკი.

გაირკვა ისიც, რომ პირის ღრუს, ხახისა და ხორხის კიბოთი ავადობის რისკი განსაკუთრებით მაღალია, როდესაც ალკოჰოლისკენ სწრაფვას თამბაქოს წევაც ერთვის.

 

რა კავშირია ყლაპვის გაძნელებასა და სიგიჟეს შორის

ანგინას ანუ ტონზილიტს ყველაზე ხშირად სტრეპტოკოკი იწვევს. ნუშურა ჯირკვლების ანთებისას პატარებს ყელი სტკივათ და ყლაპვა უჭირთ. ახლახან როჩესტერის სამედიცინო უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ სტრეპტოკოკი ბავშვების ნერვულ სისტემაზეც ახდენს გავლენას.

ბავშვები, რომელთა ავადმყოფობის სიმპტომებიც ექიმმა მაიკლ პიჩიჩერომ აღწერა, საავადმყოფოში ფსიქიკური დარღვევების სიმპტომებით მოხვდნენ. მათ გამუდმებით აწუხებდათ უსიამოვნო აზრები და სურვილები,  ჰქონდათ სტერეოტიპულად განმეორებადი მოქმედებები, არაკონტროლირებადი გრიმასები და მოძრაობები. ამასთანავე, ყოველ მათგანს აღმოაჩნდა ქრონიკული ტონზილიტი, ხოლო ხახის ნაცხის ანალიზმა A ჯგუფის ბეტა ჰემოლიზური სტრეპტოკოკი გამოავლინა. ბავშვებს, რომლებსაც პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკებითა და ცეფალოსპორინებით უმკურნალეს, მდგომარეობა გაუუმჯობესდათ. ფსიქიკური დარღვევების სიმპტომები გაქრა. ექვს პაციენტს მოგვიანებით დაავადების რეციდივი განუვითარდა, მაგრამ ანტიბიოტიკის განმეორებითი თერაპია მათ ამ გამომწვევისგან საბოლოოდ განთავისუფლებაში დაეხმარა.

 

დისფაგიის გენეტიკური საწყისები

სტრეპტოკოკი ერთ-ერთი ყველაზე საშიში მიკრობია. ანგინა, ქუნთრუშა, სეფსისი, რევმატიზმი, გლომერულონეფრიტი - აი იმ დაავადებათა არასრული სია, რომლებსაც ეს ბაქტერია იწვევს.

სტრეპტოკოკის გენეტიკური კოდის გაშიფვრის მიზნით ამერიკელმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს ამ მიკროორგანიზმის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობა - Streptococcus pyogenes. ის მიიღეს მძიმე ავადმყოფის ორგანიზმიდან და საკვებ ნიადაგზე გამოზარდეს, მიღებული ბაქტერიისგან კი გამოყვეს დნმ, რომელიც კომპიუტერის საშუალებით გაიშიფრა. სტრეპტოკის გენომის გაშიფვრას ხუთი წელი დასჭირდა.

გამოკვლევის ავტორის, ოკლაჰომის უნივერსიტეტის თანამშრომლის, მიკრობიოლოგ ჯოზეფ ფერეტის აზრით, პენიცილინი სტრეპტოკოკის საწინააღმდეგო საკმაოდ ძლიერი პრეპარატია, მაგრამ დღეს, როდესაც მეცნიერები უკვე იცნობენ ამ მიკრობის გენეტიკურ კოდს, სავსებით შესაძლებელია, შეიქმნას ახალი ტიპის, უფრო ეფექტური ანტიბიოტიკები და ვაქცინები. შეგახსენებთ: სტრეპტოკოკის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერჯერობით არ არსებობს. ოკლაჰომელ მკვლევარებს იმედი აქვთ, რომ მათი აღმოჩენა მეცნიერებს ამ ხარვეზის აღმოფხვრაში დაეხმარება.