კოლაჟი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

კოლაჟი

კოლაჟი

 

 

თრობის სიჩქარე კიბოს ალბათობის მარკერია

გენს, რომელზეც არის დამოკიდებული ალკოჰოლით თრობის სიჩქარე, უშუალოდ უკავშირდება პირის ღრუს, ხორხისა და ხახის კიბოს განვითარების რისკი. კავშირს საფუძვლად უდევს იმ გენის ფუნქცია, რომელიც ალკოჰოლის გამხლეჩი ფერმენტის ალკოჰოლდეჰიდროგენაზის გამომუშავებასა და მოქმედებას განაგებს. ამ გენის სხვადასხვა ვარიანტი ალკოჰოლის სხვადასხვა სიჩქარით ათვისებას განაპირობებს. იმაზე, რომელი გენი აქვს ადამიანს, დამოკიდებულია მისი თრობის სისწრაფე. ადამიანები, რომლებსაც ეს გენი საერთოდ არ გააჩნიათ, ძალიან სწრაფად თვრებიან და მძიმე სიმთვრალე აქვთ. შეიძლება ითქვას, რომ ისინი პრაქტიკულად ვერ იტანენ ალკოჰოლიან სასმელს.
მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა ჩაატარა გამოკვლევა, რომლის დროსაც პირის ღრუს, ხახისა და ხორხის კიბოთი დაავადებული 4 000-მდე ავადმყოფის მონაცემები შეისწავლეს (შეგახსენებთ: ამ პათოლოგიების ერთ-ერთი ძირითადი სიმპტომი ყლაპვის გაძნელებაა). გარად ამისა, კვლევებში ჩართული იყო 5000 ჯანმრთელი ევროპელი და ლათინოამერიკელი. გამოკვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებსაც გენის შედარებით სწრაფი ვარიანტი აქვთ, ხსენებული დაავადებები გაცილებით იშვიათად ემართებათ. ბრიტანელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ამის მიზეზია ალკოჰოლის შედარებით ხანმოკლე ზემოქმედება პირის ღრუს, ხახისა და ხორხის ლორწოვანზე. შედარებით შენელებული მოქმედების გენის მფლობელებს ამ ორგანოების სიმსივნე განსაკუთრებით ხშირად აღენიშნებათ. დაბოლოს, მათ, ვისაც ამ გენის ორივე ვარიანტი აქვს, ყველაზე მეტად შესწევთ პირის ღრუს, ხახისა და ხორხის კიბოსთან ბრძოლის უნარი. საზოგადოდ, მათ თითქმის ორჯერ ნაკლები აქვთ საჭმლის მომნელებელი სისტემის ზედა ნაწილების დაავადებათა განვითარების რისკი.
გაირკვა ისიც, რომ პირის ღრუს, ხახისა და ხორხის კიბოთი ავადობის რისკი განსაკუთრებით მაღალია, როდესაც ალკოჰოლისკენ სწრაფვას თამბაქოს წევაც ერთვის.

 

რა კავშირია ყლაპვის გაძნელებასა და სიგიჟეს შორის

ანგინას ანუ ტონზილიტს ყველაზე ხშირად სტრეპტოკოკი იწვევს. ნუშურა ჯირკვლების ანთებისას პატარებს ყელი სტკივათ და ყლაპვა უჭირთ. ახლახან როჩესტერის სამედიცინო უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ სტრეპტოკოკი ბავშვების ნერვულ სისტემაზეც ახდენს გავლენას.
ბავშვები, რომელთა ავადმყოფობის სიმპტომებიც ექიმმა მაიკლ პიჩიჩერომ აღწერა, საავადმყოფოში ფსიქიკური დარღვევების სიმპტომებით მოხვდნენ. მათ გამუდმებით აწუხებდათ უსიამოვნო აზრები და სურვილები,  ჰქონდათ სტერეოტიპულად განმეორებადი მოქმედებები, არაკონტროლირებადი გრიმასები და მოძრაობები. ამასთანავე, ყოველ მათგანს აღმოაჩნდა ქრონიკული ტონზილიტი, ხოლო ხახის ნაცხის ანალიზმა A ჯგუფის ბეტა ჰემოლიზური სტრეპტოკოკი გამოავლინა. ბავშვებს, რომლებსაც პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკებითა და ცეფალოსპორინებით უმკურნალეს, მდგომარეობა გაუუმჯობესდათ. ფსიქიკური დარღვევების სიმპტომები გაქრა. ექვს პაციენტს მოგვიანებით დაავადების რეციდივი განუვითარდა, მაგრამ ანტიბიოტიკის განმეორებითი თერაპია მათ ამ გამომწვევისგან საბოლოოდ განთავისუფლებაში დაეხმარა.

 

დისფაგიის გენეტიკური საწყისები

სტრეპტოკოკი ერთ-ერთი ყველაზე საშიში მიკრობია. ანგინა, ქუნთრუშა, სეფსისი, რევმატიზმი, გლომერულონეფრიტი - აი იმ დაავადებათა არასრული სია, რომლებსაც ეს ბაქტერია იწვევს.
სტრეპტოკოკის გენეტიკური კოდის გაშიფვრის მიზნით ამერიკელმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს ამ მიკროორგანიზმის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობა - Streptococcus pyogenes. ის მიიღეს მძიმე ავადმყოფის ორგანიზმიდან და საკვებ ნიადაგზე გამოზარდეს, მიღებული ბაქტერიისგან კი გამოყვეს დნმ, რომელიც კომპიუტერის საშუალებით გაიშიფრა. სტრეპტოკის გენომის გაშიფვრას ხუთი წელი დასჭირდა.
გამოკვლევის ავტორის, ოკლაჰომის უნივერსიტეტის თანამშრომლის, მიკრობიოლოგ ჯოზეფ ფერეტის აზრით, პენიცილინი სტრეპტოკოკის საწინააღმდეგო საკმაოდ ძლიერი პრეპარატია, მაგრამ დღეს, როდესაც მეცნიერები უკვე იცნობენ ამ მიკრობის გენეტიკურ კოდს, სავსებით შესაძლებელია, შეიქმნას ახალი ტიპის, უფრო ეფექტური ანტიბიოტიკები და ვაქცინები. შეგახსენებთ: სტრეპტოკოკის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერჯერობით არ არსებობს. ოკლაჰომელ მკვლევარებს იმედი აქვთ, რომ მათი აღმოჩენა მეცნიერებს ამ ხარვეზის აღმოფხვრაში დაეხმარება.


 



გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
მოსკოვის ზოოპარკი იუწყება, რომ დაიღუპა მისი კოლექციის ყველაზე ხანდაზმული და დამსახურებული ალიგატორი,
სწორი კვების ორგანიზება, ორგანიზმისთვის საჭირო პროდუქტების მიღება, ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის, ასევე სხვადასხვა დაავადებებისაგან
ყურძნისა და ყურძნის წიპწის ზეთის სასარგებლო თვისებები შუა საუკუნეებიდანაა
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად