ნეიროდეგენერაცია და ქოლესტერინი - რა კავშირი არსებობს მათ შორის? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნეიროდეგენერაცია და ქოლესტერინი - რა კავშირი არსებობს მათ შორის?

რომელიც უჯრედის მემბრანის მთლიანობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

ის ასევე ხელს უწყობს ჰორმონების, D ვიტამინის და სხვა მნიშვნელოვანი უჯრედული ნივთიერებების სინთეზს.

ორგანიზმში არსებული ქოლესტერინის 23-25% თავის ტვინის უჯრედებშია, სადაც ის მიელინის გარსზეა პასუხისმგებელი, რომელიც ნერვულ უჯრედებს ფარავს და მნიშვნელოვანია ნერვული სიგნალების გადაცემა/გადატანის პროცესში.

აღნიშნული ნერვული იმპულსების გადაცემა აუცილებელია კოორდინაციისთვის, მათი მეშვეობით დავდივართ და ვსაუბრობთ.

მიელინის დაზიანება ნევროლოგიურ პრობლემებს იწვევს.

ცოტა ხნის წინ, მკვლევარებმა დაიწყეს იმის შესწავლა, თუ რატომ იწვევს ქოლესტერინით მდიდარი მიელინის გარსის დაკარგვა ნეიროდეგენერაციულ დაავადებებს.

სინგაპურის მედიცინის სკოლის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ცილა TDP-43-ის არარსებობის შემთხვევაში ტვინის უჯრედებს არ შეუძლიათ მიელინის დამცავი გარსის შენარჩუნება.

კვლევა ცხადჰყოფს, რომ ცილა TDP-43, რომელიც ჩართულია ამიოტროფიული გვერდითი სკლეროზის და ფრონტოტემპორალური დემენციის განვითარებაში, ასევე ზეგავლენას ახდენს ქოლესტერინის მეტაბოლიზმზე ტვინში.

ქოლესტერინის სინთეზი და შეწოვა კი მნიშვნელოვან როლს თამაშობს მიელინის გარსის ფორმირებაში.

სწორედ ქოლესტერინის რეგულირების დისბალანსი არის საერთო მახასიათებელი ისეთი ნეიროდეგენრაციული დაავადებებისა, როგორებიცაა: ალცჰაიმერის და პარკინსოსნის დაავადება.

მათ, ვისაც ნეიროდეგენრაციული დაავადება აქვთ, ასევე დარღვეული აქვთ ქოლესტერინის მეტაბოლიზმი.

მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ქოლესტერინის დონის რეგულირება შესაძლებელია ნეიროდეგენერაციული დაავადებების მკურნალობის ახალი სტრატეგიის საფუძველი გახდეს.