თვალის რქოვანას ცვლილებები შესაძლებელია „ხანგრლივ კოვიდზე“ მიგვანიშნებდეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თვალის რქოვანას ცვლილებები შესაძლებელია „ხანგრლივ კოვიდზე“ მიგვანიშნებდეს

მსუბუქ ან საშუალო ფორმებში მიმდინარეობს. თუმცა, ადამიანთა გარკვეულ კატეგორიაზე ის ნეგატიურად ზემოქმედებს.

მათ განკურნებას რამდენიმე კვირა ან თვე სჭირდება. პაციენტებს დიდი ხნის განმავლობაში აღენიშნებათ სხვადასხვა სიმპტომი, რასაც „ხანგრძლივ კოვიდს“ უწოდებენ.

ყოველი 10 დაინფიცირებულიდან 1 ადამიანი „ხანგრძლივი კოვიდის“ სიმპტომებით იტანჯება, რომელიც 4 კვირაზე მეტხანს გრძელდება.

მეცნიერების მიერ ჩატარებული ახალი კვლევის შედეგად, „ხანგრძლივი კოვიდის“ ამოცნობა შესაძლოა თვალის მეშვეობით გახდეს შესაძლებელი.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ნერვული ბოჭკოების დაკარგვა და რქოვანაზე დენდრიტული ან ძირითადი იმუნური უჯრედების ზრდა „ხანგრძლივი კოვიდის“ იდენტიფიცრებაში გვეხმარება.

კვლევის ავტორების თქმით, 40 პაციენტის შემთხვევაში კავშირი თვალის ცვლილებებსა და პოსტკოვიდურ სინდრომებს შორის ძალიან მჭიდრო და ძლიერია.

აღნიშნულ პაციენტებს კოვიდ 19-ით დაინფიცირების შემდეგ ყნოსვის და გემოს დაკარგვა, თავბრუსხვევა, დაბუჟება ან ნეიროპათიული ტკივილი აწუხებდათ.

თვალის კვლევა ლაზერული ტექნიკით არის შესაძლებელი, რომელიც ცნობილია, როგორც რქოვანას კონფოკალური მიკროსკოპია (CCM), რომელიც რქოვანაში ნერვის დაზიანებას და დენდრიტული უჯრედების სიმკვრივეს ამოწმებს.

აღნიშნულ უჯრედებს პირველადი იმუნური სისტემის რეაქციაში მნიშვნელოვანი როლი აქვთ.

მიკროსკოპიას დიაბეტური ნეიროპათიის,პარკინსონის დაავადების, დემენციი, გაფანტული სკლეროზის და ფიბრომიალგიის დროსაც მიმართავენ.

აშშ-ს წამყვანი ოფთამოლოგი აცხადებს, რომ კოვიდ19 უამრავ ორგანოს აზიანებს და გასაკვირი არ არის, რომ ის თვალის სტრუქტურაზეც ზემოქმედებს.

რა თქმა უნდა, ნერვის დაზიანება სხვა დაავადებებმაც შეიძლება გამოიწვიოს, თუმცა თუ ისინი გამოირიცხა, მაშინ დაზიანება „ხანგრლივ კოვიდზე“ მეტყველებს.

CCM კვლევა სასარგებლოა ხანგრლივი პოსტკოვიდური სინდრომის მქონე პაციენტებში, ეს მათ დაეხმარება მდგომარეობის შეფასებაში.

თუ ნერვი არ არის დაზიანებული, ეს საშუალებას გვაძლევს, დავამშვიდოთ ისინი, რომ სერიოზული არაფერია.

კრიტიკოსების შეფასებით, საჭიროა პაციენტთა უფრო დიდი ჯგუფების შემდგომი კვლევები, რათა დადასტურდეს ლაზერული ტექნიკით კვლევის სარგებლიანობა.