თვალის რქოვანას ცვლილებები შესაძლებელია „ხანგრლივ კოვიდზე“ მიგვანიშნებდეს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

თვალის რქოვანას ცვლილებები შესაძლებელია „ხანგრლივ კოვიდზე“ მიგვანიშნებდეს

თვალის რქოვანას ცვლილებები შესაძლებელია „ხანგრლივ კოვიდზე“ მიგვანიშნებდეს
როგორც ვიცით, კოვიდ19-ის ვირუსი მსუბუქ ან საშუალო ფორმებში მიმდინარეობს. თუმცა, ადამიანთა გარკვეულ კატეგორიაზე ის ნეგატიურად ზემოქმედებს.


მათ განკურნებას რამდენიმე კვირა ან თვე სჭირდება. პაციენტებს დიდი ხნის განმავლობაში აღენიშნებათ სხვადასხვა სიმპტომი, რასაც „ხანგრძლივ კოვიდს“ უწოდებენ.


ყოველი 10 დაინფიცირებულიდან 1 ადამიანი „ხანგრძლივი კოვიდის“ სიმპტომებით იტანჯება, რომელიც 4 კვირაზე მეტხანს გრძელდება.


მეცნიერების მიერ ჩატარებული ახალი კვლევის შედეგად, „ხანგრძლივი კოვიდის“ ამოცნობა შესაძლოა თვალის მეშვეობით გახდეს შესაძლებელი.


მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ნერვული ბოჭკოების დაკარგვა და რქოვანაზე დენდრიტული ან ძირითადი იმუნური უჯრედების ზრდა „ხანგრძლივი კოვიდის“ იდენტიფიცრებაში გვეხმარება.


კვლევის
ავტორების თქმით, 40 პაციენტის შემთხვევაში კავშირი თვალის ცვლილებებსა და პოსტკოვიდურ სინდრომებს შორის ძალიან მჭიდრო და ძლიერია.


აღნიშნულ პაციენტებს კოვიდ 19-ით დაინფიცირების შემდეგ ყნოსვის და გემოს დაკარგვა, თავბრუსხვევა, დაბუჟება ან ნეიროპათიული ტკივილი აწუხებდათ.


თვალის კვლევა ლაზერული ტექნიკით არის შესაძლებელი,
რომელიც ცნობილია, როგორც რქოვანას კონფოკალური მიკროსკოპია (CCM), რომელიც რქოვანაში ნერვის დაზიანებას და დენდრიტული უჯრედების სიმკვრივეს ამოწმებს.


აღნიშნულ უჯრედებს პირველადი იმუნური სისტემის რეაქციაში მნიშვნელოვანი როლი აქვთ.

მიკროსკოპიას დიაბეტური ნეიროპათიის,პარკინსონის დაავადების, დემენციი, გაფანტული სკლეროზის და ფიბრომიალგიის დროსაც მიმართავენ.

აშშ-ს წამყვანი ოფთამოლოგი აცხადებს, რომ კოვიდ19 უამრავ ორგანოს აზიანებს და გასაკვირი არ არის, რომ ის თვალის სტრუქტურაზეც ზემოქმედებს.


რა თქმა უნდა, ნერვის დაზიანება სხვა დაავადებებმაც შეიძლება გამოიწვიოს, თუმცა თუ ისინი გამოირიცხა, მაშინ დაზიანება „ხანგრლივ კოვიდზე“ მეტყველებს.


CCM კვლევა სასარგებლოა ხანგრლივი პოსტკოვიდური სინდრომის მქონე პაციენტებში, ეს მათ დაეხმარება მდგომარეობის შეფასებაში.

თუ ნერვი არ არის დაზიანებული, ეს საშუალებას გვაძლევს, დავამშვიდოთ ისინი, რომ სერიოზული არაფერია.

კრიტიკოსების შეფასებით, საჭიროა პაციენტთა უფრო დიდი ჯგუფების შემდგომი კვლევები, რათა დადასტურდეს ლაზერული ტექნიკით კვლევის სარგებლიანობა.

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
დაბერების კვალად, ადამიანის ორგანიზმში საჭმლის მომნელებელი ჯირკვლებისა და ნაწლავების ფუნქცია თანდათანობით ქვეითდება.
აკნეს განვითარებაზე მოქმედებს: გენეტიკურ განწყობა, ჰორმონული ცვლილებები, ბაქტერიების ჭარბი ზრდა,
კატეგორიის სხვა სტატიები
კომპანიის Microsoft დამფუძნებელი, პლანეტის ერთერთი უმდიდრესი ადამიანი ბილ გეითსი თვლის, რომ მსოფლიოში ახალი პანდემიისთვის მოსამზადებელი ღონისძიებები
როგორც კვლევამ აჩვენა, CD 38 გენის გარკვეული ვარიანტი უფრო მეტად ავლენს გრძნობებს და ახდენს მადლიერების დემონსტრირებას.
ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მეცნიერებმა აღმოაჩინეს გენი, რომელიც, სავარაუდოდ, იწვევს გულის იშემიურ დაავადებას,
ცნობილია, რომ სტრესის ფონზე ადამიანს შეიძლება შეუმცირდეს თმის რაოდენობა.
ლევენის კათოლიკურმა უნივერსიტეტმა წარმოადგინა ახალი თაობის იმპლანტირებადი სმენის აპარატი.
ტეხასის უნივერსიტეტში დაადგინეს, რომ ციტიზინი (ხელს უწყობს მოწევისთვის თავის დანებებაში) ქალებთან ამცირებს დოფამინური
ცნობილია, რომ სტრესის ფონზე ადამიანს შეიძლება შეუმცირდეს თმის რაოდენობა.
იმპლანტებზე საუბრისას, პირველ რიგში, ესთეტიკური მოტივაცია რომ გვახსენდება, გასაკვირი არ არის.
ნებისმიერ ქალს უჭირს იმასთან შეგუება, რომ, ადრე თუ გვიან, მის მომხიბვლელობას ასაკი თავის კვალს დააჩნევს.
კვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც სიმსივნის აღმოცენების, ასევე მისი განვითარების პროფილაქტიკაში.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად