ზედმეტად ყავის სისტემატური მიღებით შესაძლებელია ძვლებს საფრთხე შეექმნათ - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

ზედმეტად ყავის სისტემატური მიღებით შესაძლებელია ძვლებს საფრთხე შეექმნათ

ზედმეტად ყავის სისტემატური მიღებით შესაძლებელია ძვლებს საფრთხე შეექმნათ
24 მოხალისის მონაწილოებით მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა. შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული მათი ნახევარი, ექვსსაათიანი პერიოდის განმავლობაში სამჯერ, ხუთი წუთის განმავლობაში ღეჭავდა კოფეინის შემცველ საღეჭ რეზინას. შედეგად, მათმა ორგანიზმმა მოკლე პერიოდის მანძილზე მიიღო 800 მგ კოფეინი, რაც დაახლოებით 8 ფინჯან ყავას შეესაბამება. კვლევის დანარჩენი მონაწილეები ღებულობდნენ პლაცებოს.

კვლევის მიზანი იყო გაერკვიათ მკვლევარებს როგორ მოქმედებს კოფეინი თირკმლის კლირენსზე (სხვადასხვა ნივთიერებისგან გასუფთავება) და პირველ რიგში თიკრმელებით ორგანიზმიდან კალციუმის გამოყოფის დონეზე.

კოფეინის მაღალი დოზით მოხმარება, მოკლე პერიოდში იწვევს შარდში კალციუმის კონცენტრაციის 77%-ით გაზრდას. კვლევის ავტორების აზრით, თუ
ასეთი სიტუაცია რეგულარულად განმეორდება, ამან შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში კალციუმის დეფიციტი და ოსტეოპოროზი (ძვლის ქსოვილის სიმკვრივის დაქვეითება და მოტეხილობების რისკის გაზრდა).

კოფეინის მაღალი დონით მოხმარების გრძელვადიანი უარყოფითი შედეგების გააზრება განსაკუთრებით რისკის ჯგუფში შემავალი ადამიანებისთვისაა მნიშვნელოვანი.

მაგალითად, მოზარდებისთვის, რომლებიც ჭარბად მოიხმარენ ენერგეტიკულ სასმელებს (მათი ძვლის ქსოვილი ჯერ
კიდევ განვითარების სტადიაშია), პროფესიონალი სპორცმენებისთვის, რომლებიც კოფეინს იყენებენ გამძლეობისთვის, პოსტმენოპაუზის პერიოდის ქალებისათვის, რომლებსაც კალციუმის დეფიციტი ისედაც აღენიშნებათ, ასევე ღამის ცვლაში მომუშავე ადამიანებისათვის, რომლებიც გაუთავებლად სვამენ ყავას, რომ არ დაეძინოთ.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
დაბერების კვალად, ადამიანის ორგანიზმში საჭმლის მომნელებელი ჯირკვლებისა და ნაწლავების ფუნქცია თანდათანობით ქვეითდება.
აკნეს განვითარებაზე მოქმედებს: გენეტიკურ განწყობა, ჰორმონული ცვლილებები, ბაქტერიების ჭარბი ზრდა,
კატეგორიის სხვა სტატიები
კომპანიის Microsoft დამფუძნებელი, პლანეტის ერთერთი უმდიდრესი ადამიანი ბილ გეითსი თვლის, რომ მსოფლიოში ახალი პანდემიისთვის მოსამზადებელი ღონისძიებები
როგორც კვლევამ აჩვენა, CD 38 გენის გარკვეული ვარიანტი უფრო მეტად ავლენს გრძნობებს და ახდენს მადლიერების დემონსტრირებას.
ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მეცნიერებმა აღმოაჩინეს გენი, რომელიც, სავარაუდოდ, იწვევს გულის იშემიურ დაავადებას,
ცნობილია, რომ სტრესის ფონზე ადამიანს შეიძლება შეუმცირდეს თმის რაოდენობა.
ლევენის კათოლიკურმა უნივერსიტეტმა წარმოადგინა ახალი თაობის იმპლანტირებადი სმენის აპარატი.
ტეხასის უნივერსიტეტში დაადგინეს, რომ ციტიზინი (ხელს უწყობს მოწევისთვის თავის დანებებაში) ქალებთან ამცირებს დოფამინური
ცნობილია, რომ სტრესის ფონზე ადამიანს შეიძლება შეუმცირდეს თმის რაოდენობა.
იმპლანტებზე საუბრისას, პირველ რიგში, ესთეტიკური მოტივაცია რომ გვახსენდება, გასაკვირი არ არის.
ნებისმიერ ქალს უჭირს იმასთან შეგუება, რომ, ადრე თუ გვიან, მის მომხიბვლელობას ასაკი თავის კვალს დააჩნევს.
კვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც სიმსივნის აღმოცენების, ასევე მისი განვითარების პროფილაქტიკაში.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად