უნდა მივირთვათ თუ არა ყავა არითმიის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

უნდა მივირთვათ თუ არა ყავა არითმიის დროს

ათწლეულების განმავლობაში ექიმები აფრთხილებდნენ პაციენტებს, რომლებსაც გულის რითმის პრობლემები ჰქონდათ, უარი ეთქვათ ყავაზე. ვინაიდან, კოფეინს აჩქარებული გულისცემა შეუძლია გამოიწვიოს.

ახალი კვლევის თანახმად, კოფეინი პაციენტთა საკმაოდ დიდი ნაწილისთვის არითმიის რისკს არ წარმოადგენს.

შედეგები იმასაც მოწმობს, რომ ყოველდღიურად თითო ფინჯანი ყავა არითმიის რისკს 3%-ით ამცირებს.

აღნიშნულ კვლევაში 386,000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

მკვლევარებმა გაითვალისწინეს მონაწილეთა გენეტიკური განწყობაც ყავის მეტაბოლიზმზე. შედეგების თანახმად, კოფეინისა და გულის რითმის დარღვევას შორის კავშირი არ დადგინდა.

კვლევის ავტორთა განცხადებით, მათ ვერანაირი მტკიცებულება ვერ იპოვეს და ეს ერთგვარი დოგმა, რომ თითქოს ყავა არითმიას იწვევს, დაუსაბუთებელი მოსაზრებაა.

რა თქმა უნდა, ის არ გვიცავს დაავადებისგან, თუმცა არც გამომწვევ მიზეზად არ შეგვიძლია მოვიაზროთ.

ზოგიერთ ადამიანს ყავა ფიზიკური აქტიობის შენარჩუნებაში ეხმარება და შესაძლებელია გულის არითმიის განვითარებისგანაც იცავდეს, ვინაიდან მას ანთების საწინააღმდეგო ეფექტი გააჩნია, ხოლო ანთებითი პროცესები არითმიის განვითარებას უწყობს ხელს.

საჭიროა დამატებითი კვლევის ჩატარება იმისათვის, რომ დადგინდეს, უშუალოდ რა კავშირი არსებობს ჯანმრთელ გულსა და კოფეინს შორის.