სმარტფონის დახმარებით ანემიის დიაგნოსტირებაა შესაძლებელი - რა ინფორმაცია გახდა ცნობილი ახალი კვლევის შედეგებით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სმარტფონის დახმარებით ანემიის დიაგნოსტირებაა შესაძლებელი - რა ინფორმაცია გახდა ცნობილი ახალი კვლევის შედეგებით

დაავადების სიმპტომებია: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, სუნთქვისა და კონცენტრაციის გაძნელება. ეს ყველაფერი კი სისხლში ჰემოგლობინის კონცენტრაციის დაბალ მაჩვენებელს უკავშირდება.

მწვავე ანემია ხშირად არასათანადო კვების, პარაზიტული ინფექციებისა და სხვა თანხმლები დაავადებების შედეგია.

ანემია განსაკუთრებით სახიფათოა ბავშვებისათვის, უფროსი ასაკის მქონე პირთათვის და მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ.

ბოლო კვლევებით დადგინდა, რომ სმარტფონის ფოტო კამერის ობიექტივში ქვედა ქუთუთოს ჩვენებით, 72% სიზუსტით არის შესაძლებელი ანემიის პროგნოზირება.

მართალია, დაავადების დასადგენად ლაბორატორიული სისხლის კვლევა არის საჭირო, თუმცა ბევრ რეგიონსა, თუ რაიონში არ არის შესაბამისი სამედიცინო მომსახურება და აღჭურვილობა, რაც აღნიშნულ „გამოგონებას“ ფასეულს ხდის.

კვლევის ავტორთა თქმით, იდენტიფიკაციის ეს მეთოდი მარტივი და ხელმისაწვდომია.

კვლევა ორ ფაზას მოიცავდა.

საწყის ეტაპზე 142 პაციენტის ქვედა ქუთუთოს ფოტო შეისწავლეს, რომლებიც სმარტფონით იყო გადაღებული.

თვალის ამ ნაწილს პალპებრული კონიუნქტივა ეწოდება და მას აქვს შემდეგი უნიკალური თვისებები:

• მარტივია მისი ფოტო ობიექტივში მოხვედრა;

• არ არსებობს კონკურენტული ფერები სისხლძარღვებსა და კონიუნქტივის ზედაპირს შორის;

• მანძილი ზედაპირსა და სისხლძარღვებს შორის მცირეა;

• ამ მიდამოში არსებულ სისხლძარღვებზე ტემპერატურა და სხვა გარემო ფაქტორები მნიშვნელოვნად არ მოქმედებს.

ალგორითმი ისეა შემუშავებული, რომ კანისა და თვალის ირგვლივ არსებულ სითეთრეს ადარებს ერთმანეთს, რაც ჰემოგლობინის დონის განსაზღვრაში ეხმარება მას.

კვლევის დასკვნით ნაწილში გაირკვა, რომ სმარტფონმა 72.6%-ით ზუსტად დასვა დიაგნოზი, ხოლო მწვავე ანემიის შემთხვევაში 86%-დან 94.4%-მდე სიზუსტით.

ეს შედეგები ქმნის იმის საფუძველს, რომ შემუშავდეს შესაბამისი აპლიკაცია, რომელიც უფრო მეტად იქნება დახვეწილი.

ბევრი პოზიტიურად უყურებს აღნიშნულ კვლევას, ვინაიდან სკრინინგისათვის ის შესაძლებელია მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი აღმოჩნდეს,  განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ჯანდაცვის შესაბამის მომსახურებასთან არ მიუწვდებათ ხელი, თუმცა ტექნოლოგიურად აქტიურები არიან.

ეს მეთოდი ბევრ განვითარებად ქვეყანას დაეხმარება.