სმარტფონის დახმარებით ანემიის დიაგნოსტირებაა შესაძლებელი - რა ინფორმაცია გახდა ცნობილი ახალი კვლევის შედეგებით - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი

კითხვა-პასუხი

სმარტფონის დახმარებით ანემიის დიაგნოსტირებაა შესაძლებელი - რა ინფორმაცია გახდა ცნობილი ახალი კვლევის შედეგებით

სმარტფონის დახმარებით ანემიის დიაგნოსტირებაა შესაძლებელი - რა ინფორმაცია გახდა ცნობილი ახალი კვლევის შედეგებით
მსოფლიო მოსახლეობის 25% ანემიას განიცდის. დაავადების სიმპტომებია: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, სუნთქვისა და კონცენტრაციის გაძნელება. ეს ყველაფერი კი სისხლში ჰემოგლობინის კონცენტრაციის დაბალ მაჩვენებელს უკავშირდება.


მწვავე ანემია ხშირად არასათანადო კვების, პარაზიტული ინფექციებისა და სხვა თანხმლები დაავადებების შედეგია.


ანემია განსაკუთრებით სახიფათოა ბავშვებისათვის, უფროსი ასაკის მქონე პირთათვის და მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ.


ბოლო კვლევებით დადგინდა, რომ სმარტფონის ფოტო კამერის ობიექტივში ქვედა ქუთუთოს ჩვენებით, 72% სიზუსტით არის შესაძლებელი ანემიის პროგნოზირება.


მართალია, დაავადების დასადგენად ლაბორატორიული სისხლის კვლევა არის საჭირო, თუმცა ბევრ რეგიონსა, თუ რაიონში არ არის
შესაბამისი სამედიცინო მომსახურება და აღჭურვილობა, რაც აღნიშნულ „გამოგონებას“ ფასეულს ხდის.


კვლევის ავტორთა თქმით, იდენტიფიკაციის ეს მეთოდი მარტივი და ხელმისაწვდომია.


კვლევა ორ ფაზას მოიცავდა.


საწყის ეტაპზე 142 პაციენტის ქვედა ქუთუთოს ფოტო შეისწავლეს, რომლებიც სმარტფონით იყო გადაღებული.


თვალის ამ ნაწილს პალპებრული კონიუნქტივა ეწოდება და მას აქვს შემდეგი
უნიკალური თვისებები:


• მარტივია მისი ფოტო ობიექტივში მოხვედრა;


• არ არსებობს კონკურენტული ფერები სისხლძარღვებსა და კონიუნქტივის ზედაპირს შორის;


• მანძილი ზედაპირსა და სისხლძარღვებს შორის მცირეა;


• ამ მიდამოში არსებულ სისხლძარღვებზე ტემპერატურა და სხვა გარემო ფაქტორები მნიშვნელოვნად არ მოქმედებს.


ალგორითმი ისეა შემუშავებული, რომ კანისა და თვალის ირგვლივ არსებულ სითეთრეს ადარებს ერთმანეთს, რაც ჰემოგლობინის დონის განსაზღვრაში ეხმარება მას.

კვლევის დასკვნით ნაწილში გაირკვა, რომ სმარტფონმა 72.6%-ით ზუსტად დასვა დიაგნოზი, ხოლო მწვავე ანემიის შემთხვევაში 86%-დან 94.4%-მდე სიზუსტით.


ეს შედეგები ქმნის იმის საფუძველს, რომ შემუშავდეს შესაბამისი აპლიკაცია, რომელიც უფრო მეტად იქნება დახვეწილი.


ბევრი პოზიტიურად უყურებს აღნიშნულ კვლევას, ვინაიდან სკრინინგისათვის ის შესაძლებელია მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი აღმოჩნდეს,  განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ჯანდაცვის შესაბამის მომსახურებასთან არ მიუწვდებათ ხელი, თუმცა ტექნოლოგიურად აქტიურები არიან.

ეს მეთოდი ბევრ განვითარებად ქვეყანას დაეხმარება.

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
კატეგორიის სხვა სტატიები
24 მოხალისის მონაწილოებით მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა. შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული მათი ნახევარი,
ლოზანის ფედერალური პოლიტექნიკური სკოლის თანამშრომლებმა შეიმუშავეს სილიკონის აორტა,
იელის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა წარადგინეს კანის კიბოს თერაპიის ახალი მიდგომა,
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
საკვების მონელების პროცესის ამა თუ იმ რგოლის მოშლისას,
არსებობს უამრავი კოსმეტიკური პროდუქტი, რომლებიც მსხლის ინგრედიენტებსაც შეიცავს.
მზის მცხუნვარე სხივები უარყოფითად მოქმედებს თმის სიჯანსაღესა და შესახედაობაზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად