2 მედიკამენტის კომბინაცია, რომელიც ძილის აპნოეს მინიმუმ 30%-ით ამცირებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

2 მედიკამენტის კომბინაცია, რომელიც ძილის აპნოეს მინიმუმ 30%-ით ამცირებს

დახარჯული ენერგიისა და ძალების აღდგენისათვის სრულყოფილი ძილი უმნიშვნელოვანესია.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის(CDC) განცხადებით, არასაკმარისი ძილი შარქიანი დიაბეტი ტიპი 2-ის, სიმსუქნის, კარდიოვასკულარული დაავადებებისა და დეპრესიის განვითარების რისკს ზრდის.

ობსტრუქციული აპნოეს (OSA) მქონე პაციენტებისათვის მშვიდი ძილი რთული წარმოსადგენია, ვინაიდან აპნოეს დროს მათ პერიოდულად ეღვიძებათ. დილით გაღვიძებისას თავს შეიძლება დაღლილადაც კი გრძნობდნენ.

ამ ეტაპისთვის არ არსებობს მედიკამენტი, რომელიც უშუალოდ ძილის აპნოეს სამკურნალოდ გამოიყენება.

ახალი კვლევის თანახმად, რომელიც სამხრეთ ავსტრალიის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ჩატარდა, 2 მედიკამენტის კომბინაციას შეუძლია ძილის ობსტრუქციული აპნოეს მინიმუმ 30%-ით შემცირება.

ამ დრომდე დაავადების მკურნალობა რამდენიმე თერაპიას მოიცავდა.

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია წნევის თერაპია, რომელიც ძილის დროს სპეციალური ნიღბის ტარებას გულისხმობს.

mkurnali.ge

ნიღაბი უზრუნველყოფს წნევის მიწოდებას, რაც სასუნთქ გზებს ხსნის. თუმცა, ბევრი პაციენტისათვის ეს არაკომფორტული პროცესია.

არსებობს ძილის ობსტუქციული აპნოეს ოპერაციული მკურნალობაც, რომლის დროსაც იმ ქსოვილების მოცილება ხდება, რომელებიც სუნთქვის პროცესს აბრკოლებენ.

კიდევ ერთი ხერხი არის ქვედა ყბის აპარატი, რომელსაც სტომატოლოგები უკეთებენ ძილის აპნოეს მქონე პაციენტებს. ეს საკმაოდ „ძვირი სიამოვნებაა“, ამასთანავე მან შეიძლება კბილებისა და ყბის ტკივილი გამოიწვიოს.

mkurnali.ge

ახალი კვლევის თანახმად, რებოქსეტინისა და ბუტილბრომიდის კლასის მედიკამენტების კომბინაცია ძილის დროს კუნთების აქტიურობას უწყობს ხელს, რაც რეგულარული და სტაბილური სუნთქვისათვის აუცილებელია.

რებოქსეტინი გამოიყენება როგორც ანტიდეპრესანტი, ხოლო ბუტილბრომიდი - როგორც სპაზმოლიზური საშუალება.

კვლევის ავტორების განცხადებით, ყველა მონაწილე, რომელიც ჩართული იყო კვლევის პროცესში, თავს უკეთ გრძნობდა ძილის დროს, ჟანგბადის მიწოდება გაუმჯობესდა და „სუნთქვის გაჩერებების“ რაოდენობაც , რაც აპნოესთვისაა დამახასიათებელი, საგრძნობლად შემცირდა.

კვლევის ავტორები აგრძელებენ დაკვირვებას, ისინი აპირებენ, შეისწავლონ აღნიშნული მედიკამენტების დამოუკიდებელი ეფექტი, ასევე მათი სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება.