მსხვილი ნაწლავის კიბო და ანტიბიოტიკები - კიდევ ერთი კვლევის შედეგები, რომლებიც ანტიბიოტიკების საშიშროებაზე მიუთითებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მსხვილი ნაწლავის კიბო და ანტიბიოტიკები - კიდევ ერთი კვლევის შედეგები, რომლებიც ანტიბიოტიკების საშიშროებაზე მიუთითებს

ანტიბიოტიკების ხშირი მოხმარება მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს ზრდის, განსაკუთრებით 50 წლამდე ასაკის ადამიანებში.

ბოლო წლების განმავლობაში ანტიბიოტიკების მოხმარება გაიზარდა.

ისინი ინფექციის სამკურნალოდ ეფექტურია, თუმცა მეცნიერები დღემდე სწავლობენ მათ ზეგავლენას ორგანიზმზე, თუ რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს მათმა ხშირმა და ზედმეტმა მოხმარებამ.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) რეკომენდაციით, ანტიბიოტიკები ეფექტურია იმ ინფექციებთან საბრძოლველად, რომლებიც ბაქტერიებითაა გამოწვეული, ხოლო ვირუსებით გამოწვეული ანთებითი პროცესების სამკურნალოდ ისინი გამოუსადეგარია.

უფრო მეტიც, ანტიბიოტიკები ყოველთვის არ არის საჭირო, ვინაიდან სხეულს თავად შეუძლია რიგ ინფექციებს გაუმკლავდეს.

ადამიანები, რომლებიც ანტიბიოტიკებს ღებულობენ, კლოსტრიდიუმ დიფიცილე (C. difficile) ბაქტერიით გამოწვეული ინფექციის საშიშროების წინაშე არიან.

აღნიშნული ბაქტერიებით გამოწვეული ინფექცია დიარეას, მუცლის არეში სპაზმებსა და გულისრევის შეგრძნებას იწვევს. შესაძლოა, განვითარდეს სხვა ტიპის ინფექციებიც, რომლებიც მდგრადია ანტიბიოტიკების მიმართ.

ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (NIH) წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ანტიბიოტიკებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სასარგებლო ბაქტერიების განადგურება შეუძლიათ.

ამერიკის კიბოს საზოგადეობის მონაცემებით, აშშ-ში მსხვილი ნაწლავის კიბო გავრცელების თვალსაზრისით მესამე ადგილზეა.

ბოლო წლებში დიაგნოსტირებული შემთხვევები შემცირდა, თუმცა გაიზარდა 64 წლამდე ასაკის პირების რაოდენობა, რომლებიც მსხვილი ნაწლავის კიბოთი არიან დაავადებულები.

მკვლევარების თქმით, ანტიბიოტიკების გამოყენება კიბოს განვითარების რისკს 9%-ით ზრდის, ხოლო თუ დაავადება საწყის ეტაპზეა, მისი განვითარების პროცენტულობა 50%-ია.

ახალგაზრდებში რისკის შემცველია ქინოლონების, სულფონამიდების/ტრიმეტროპრიმის ანტიობიოტიკების გამოყენება.

საჭიროა დამატებითი კვლევები, თუმცა ყველა თანხმდება, რომ ანტიბიოტიკების დანიშვნა/გამოყენება მეტი სიფრთხილით უნდა მოხდეს და ისიც განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში.