შიდსის ეპიდემიის დასრულების ძირითადი გზები - ცნობიერების ამაღლება და ადრეული დიაგნოსტიკა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შიდსის ეპიდემიის დასრულების ძირითადი გზები - ცნობიერების ამაღლება და ადრეული დიაგნოსტიკა

რომელიც სრულად ანადგურებდა ადამიანის იმუნურ სისტემას, საზოგადოებამ პირველად შეიტყო შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომის (შიდსი) შესახებ. უცნობი, უკურნებელი დაავადება მალე გავრცელდა და სულ ცოტა ხანში, აივ ინფექცია და მისი ბოლო სტადიაშიდსი, გლობალურ ეპიდემიად იქცა და მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

წლების განმავლობაში, მომაკვდინებელი ვირუსის დასამარცხებლად არაერთი მეცნიერი და ექიმი, მსოფლიოს მასშტაბით, აქტიურად იბრძვის. მიუხედავად იმისა, რომ მედიცინა და სამედიცინო ტექნოლოგიებიმნიშვნელოვნადგანვითარდა, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ვერ ხერხდება აივ ინფექცია/შიდსისგან განკურნება, თუმცა თანამედროვე მედიკამენტების შედეგად, აივ ინფექცია/შიდსი უკვე ქრონიკულად მართვადი დაავადებაა.

mkurnali.ge

2015 წელს, მსოფლიომ აიღო ვალდებულება, რომ 2030 წლისთვის შიდსის ეპიდემია დასრულდება და ამისთვის ბევრი ქვეყანა, მათ შორის საქართველოც მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს.მას შემდეგ, რაც საქართველო შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში აქტიურად ჩაერთო, აივ ინფექცია/შიდსის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხით მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს.

1984 წელს,ჩვენ ქვეყანაში, შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები შიდსის ეროვნულმა ცენტრმა დაიწყო. 2004 წლიდან, აივ ინფექცია/შიდსის დასამარცხებლად ფართომასშტაბიანი, უფასო აივ მკურნალობის პროგრამა ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, მკურნალობის მხრივ საქართველოს აქვს უნივერსალური ხელმისაწვდომობა,რაც ნიშნავს, რომ ყველა პაციენტი, ვისაც სჭირდება მკურნალობა, იღებს შესაბამის მომსახურებას.

როგორც საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ნინო ხეთაგური აღნიშნავს, აივ ინფექცია/ შიდსის მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის კუთხით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის ლიდერია.

„საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვისშიდსის ტესტირება, დიაგნოსტიკა და მკურნალობა სრულად კონფიდენციალური და უფასოა. მიუხედავად იმისა, რომ შიდსთან ბრძოლის პოლიტიკას სახელმწიფო წარმართავს, მნიშვნელოვანი და პოზიტიური შედეგების მისაღწევადმნიშვნელოვანია ერთიანი ძალისხმევა, რომელიც მოიცავს როგორც სახელმწიფოს, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ისე საზოგადოების აქტიურ ჩართულობას. ერთიანობა და თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობა, ძალიან მნიშვნელოვანია შიდსთან ბრძოლის საქმეში.

უნდა გვახსოვდეს, რომ უმეტეს შემთხვევაში, ინფიცირებული პაციენტების სიკვდილიანობის მიზეზი, დაავადების დაგვიანებული გამოვლენა და მკურნალობაა. საწყის ეტაპზე, ინფიცირებულს დაავადების კლინიკური ნიშნები საერთოდ არ აღენიშნება. ხშირად, მან არც კი იცის, რომ ვირუსის მატარებელია, რაც თავისთავად, ხელს უწყობს დაავადების გავრცელებას. მკურნალობის გარეშე, დროთა განმავლობაში, ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმდება. კლინიკური ნიშნების გამოვლენის შემდეგ კი, მკურნალობის ეფექტიანობა მცირდება. გამომდინარე აქედან, დაავადების პრევენციას და ადრეულ გამოვლენას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს. დღეისათვის, თანამედროვე მედიკამენტების საშუალებით, აივ ინფექცია/შიდსის მართვა უკვე შესაძლებელია და მისი დროულად აღმოჩენის და მკურნალობის დაწყების შემთხვევაში, ხდება დაავადების პროგრესირების შეჩერება და ადამიანის სიცოცხლის მნიშვნელოვნად გახანგრძლივება. უწყვეტი მკურნალობის შემთხვევაში, აივ დადებითი ადამიანის სიცოცხლის ხარისხი ისეთივეა, როგორც ჯანმრთელის", - აღნიშნავს ნინო ხეთაგური.

mkurnali.ge

როგორც შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი აღნიშნავს, დაავადების პრევენციის უალტერნატივო გზა აივ ინფექციაზე ტესტირებაა.

„საქართველოში AHF-ის წარმომადგენლობის უფასო ტესტირების ცენტრი ნებისმიერ მოქალაქეს სთავაზობს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული ტესტებით სწრაფ, ანონიმურ და უფასო ტესტირებას აივ-ზე. ტესტის ჩატარებიდან 15 წუთში, ადამიანმა უკვე იცისსაკუთარი აივ სტატუსი, რაც ეხმარება საკუთარი ჯანმრთელობის დაცვაში და ხელს უწყობს დაავადების გავრცელების შეჩერებას. ამიტომ, მოვუწოდებ მოქალაქეებს, რომლებსაც ჰქონდათ სარისკო ქცევები, მათ შორის: ერთხელ მაინც ჰქონიათ დაუცველი სქესობრივი კონტაქტი, ჰყავთ აივ ინფიცირებულიპარტნიორი, მოიხმარს ან წარსულში მოიხმარდაინექციურ ნარკოტიკს, აქვს პირსინგი ან ტატუ, ხშირად იტარებს სამედიცინო მანიპულაციებს, მოგვმართონ მისამართზე: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ.#37დ და მარტივად, სრულიად ანონიმურად და რა თქმა უნდა, უფასოდ ჩაიტარონ ტესტირება“, - აღნიშნავს ნინო ხეთაგური.

მიუხედავად იმისა, რომ დაავადების აღმოჩენიდან რამდენიმე ათეული წელი გავიდა, საზოგადოებაც მიხვდა, რომ შიდსი არ არის მხოლოდ ნარკოტიკების ინექციით მომხმარებელთა და ჰომოსექსუალი პირების დაავადება და ის ყველას შეიძლება დაემართოს, ინფიცირებული ადამიანების დისკრიმინაცია და სტიგმა მაინც საკმაოდ დიდია, რაც გარკვეულწილად, ქმნის ბარიერს დაავადებისდროულად აღმოჩენისთვის და ხელს უწყობს მის უნებლიე გავრცელებას.

mkurnali.ge

„ჩვენი ფონდის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სტიგმასა და დისკრიმინაციასთან ბრძოლა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. შიდსთან ბრძოლის კუთხით მომუშავე ყველა ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს აივ ინფექცია/შიდსის შესახებ სწორი ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე. ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვატარებთ შეხვედრებს, ვებინარებს და სემინარებს, თუმცა, სამწუხაროდ, საზოგადოების მხრიდან ინტერესი საკმაოდ დაბალია. ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. მსოფლიოს მასშტაბით, თითქმის ყველა ქვეყანაში მსგავსი ვითარებაა, რაც ადასტურებს იმას, რომ აივინფექცია/შიდსის მიმართ სტიგმა საკმაოდ დიდია, ხოლო საზოგადოების ცნობიერება დაბალი. შესაბამისად, ამ მიმართულებით სამუშაო ჯერ კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს. ვფიქრობ, აივ ინფექცია/შიდსის შესახებ ინფორმაციას რაც უფრო ადრეული ასაკიდან მივაწვდით ადამიანებს, მით უფრო ადრეული პერიოდიდან გაფრთხილდებიან, ისწავლიან ზრუნვას, სოლიდარობას, პასუხისმგებლობას, რაც ხელს შეუწყობს მსოფლიოში დაავადების გავრცელების შეჩერებას და შიდსის პანდემიის დამარცხებას“,- აღნიშნავს ნინო ხეთაგური.

შიდსის ჯანდაცვის ფონდი (AHF) წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც აშშ-ში აივ/შიდსის მკურნალობის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელია. ფონდის სათაო ოფისი მდებარეობს აშშ-ში, კერძოდ, ლოს ანჯელესში. ორგანიზაციის წარმომადგენლობები განთავსებულია მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის, ევროპის და აზიის ქვეყნებში. ფონდიახორციელებს პროგრამებსაივ ინფექცია/შიდსის პრევენციისა და ჯანდაცვის მომსახურების გაფართოებისმიზნით, მეტი სიცოცხლის გადასარჩენად. მსოფლიოს მასშტაბით, ფონდის ბენეფიციარია 43 ქვეყნის 1 მლნ-ზე მეტი მოქალაქე.

ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს აივ ინფექციაზე უფასო და ანონიმური ტესტირების ჩასატარებლად და უფასო კონდომების მისაღებად, შეუძლია მიმართოს შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) საქართველოს წარმომადგენლობის ტესტირების ცენტრს, მისამართზე: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. #37დ. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ფონდის ფეისბუქის გვერდი https://www.facebook.com/ahfgeorgia ან ვებგვერდი https://freehivtest-ge.org/ge/

R