ღვიძლის გაცხიმოვნება - შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარების რისკ-ფაქტორი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ღვიძლის გაცხიმოვნება - შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარების რისკ-ფაქტორი

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის დროს სისხლში შაქრის დონე მატულობს, რაც ინსულინისადმი რეზისტენტობით არის გამწვეული.

ჰორმონი ინსულინი შაქრის უჯრედებში მოხვედრას უზრუნველყოფს.

როდესაც უჯრედები არ რეაგირებენ ჰორმონზე, ეს ინსულინ-რეზისტენტობას იწვევს.

შედეგად, ორგანიზმში ინსულინის წარმოება გრძელდება, რაც მადის გაძლიერებას, წონის მატებასა და არტერიული წნევის გაზრდას აპროვოცირებს.

ჩატარებული კვლევებით დასტურდება, რომ ჭარბი წონა და ღვიძლის გაცხიმოვნება შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარების წამყვან რისკ-ფაქტორებს წარმოადგენენ.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის(CDC) მონაცემებით, დიაბეტით დაავადებულთა 89%-ს ჭარბი წონა აქვთ.

მეცნიერები დიდი ხანია ეჭვობენ, რომ ღვიძლის გაცხიმოვნება შესაძლებელია დიაბეტის განვითარებასა და პრევენციაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდეს, თუმცა გაურკვევლია თუ როგორი მექანიზმით ხორციელდება აღნიშნული პროცესი.

ცოტა ხნის წინ რამდენიმე ქვეყნის სამედიცინო უნივერსიტეტის მკვლევარებმა ორი კვლევა ჩაატარეს, რომლებიც სისხლში გლუკოზა/ინსულინის ბალანსსა და ღვიძლის გაცხიმოვნებას შორის კავშირს სწავლობდა.

მათ დაადგინეს, რომ ღვიძლის მიერ ნეირომედიატორ GABA-ს წარმოება თუ შემცირდება, რამდენიმე დღეში შესაძლებელი იქნება ინსულინის მგრძნობელობის აღდგენა. ხანგრძლივი მკურნალობის შედეგად კი - მადის დაქვეითება და წონის კლება.

ნეირომედიატორი ქიმიური ნივთიერება გახლავთ, რომელიც ნერვებში გამოიყოფა და ნერვული იმპულსების გადაცემაში მონაწილეობს.

ნეიროტრანსმიტერი GABA ერთგვარი ინჰიბიტორია, რომელიც ნერვულ სიგნალებს ამცირებს.

როდესაც, ცხიმიანი ღვიძლი მას აწარმოებს ღვიძლის ნერვული იმპულსების თავის ტვინში გაგზავნა მცირდება.

ეს კი გლუკოზის ჰომეოსტაზზე ზემოქმედებს.

აღნიშნული კვლევა მნიშვნელოვანია, თუმცა ის ჩატარდა თაგვებზე, რომლებსაც შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 და ჭარბი წონა აწუხებდათ.

ახლა საჭიროა დამატებით კვლევები, რათა შედეგები ადამიანებზეც განზოგადდეს.