მსოფლიოში პირველად გამოვლინდა ფრინველის გრიპის H10N3 შტამით დასნებოვნების ფაქტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მსოფლიოში პირველად გამოვლინდა ფრინველის გრიპის H10N3 შტამით დასნებოვნების ფაქტი

ჩინეთის აღმოსავლეთში, ცზიანსუს პროვინციაში გამოვლინდა მსოფლიოში პირველად, ფრინველის გრიპის H10N3 ვარიანტით ადამიანის დასნებოვნების ფაქტი. აქამდე აღნიშნული შტამით ავადდებოდნენ მხოლოდ ფრინველები. ჩინელი მედიკოსები ამტკიცებენ, რომ 41 წლის მამაკაცი, აპრილის ბოლოს, შეუძლოდ გახდა და აღენიშნა მაღალი ტემპერატურა. რამოდენიმე დღის შემდეგ, მდგომარეობის გაუარესების გამო, მან მიმართა ექიმს და ჰოსპიტალიზირებული იქნა. პაციენტმა წარმატებით გაიარა სტაციონარში მკურნალობის კურსი და ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია და პრაქტიკულად შეესაბამება გაწერის კრიტერიუმებს. ჩინეთის დაავადების კონტროლისა და პროფილაქტიკის ნაციონალურმა ცენტრმა, სამედიცინო მასალების გაანალიზების შემდეგ, დაადგინა

H10N3-ით დასნებოვნება.

პაციენტთან კონტაქტში მყოფი ყველა ადამიანი ამჟამად იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. ჯერჯერობით არც ერთი მათგანი არ დასნებოვნებულა.

როგორც უწყება იტყობინება, H10N3 წარმოიშვა ფრინველებისგან. გენომის ანალიზმა აჩვენა, რომ ვირუსს არ გააჩნია ადამიანის დასნებოვნების ეფექტი. მსოფლიოში ჯერჯერობით არ დარეგისტრირებულა H10N3-ით ადამიანთა დასნებოვნების არც ერთი ფაქტი, თუმცა ის გადაეცემა ფრინველებში და ახასიათებს დაბალი პათოგენობა.