მსოფლიოში პირველად გამოვლინდა ფრინველის გრიპის H10N3 შტამით დასნებოვნების ფაქტი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი

კითხვა-პასუხი

მსოფლიოში პირველად გამოვლინდა ფრინველის გრიპის H10N3 შტამით დასნებოვნების ფაქტი

მსოფლიოში პირველად გამოვლინდა ფრინველის გრიპის H10N3 შტამით დასნებოვნების ფაქტი
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჰიგიენისა და ჯანდაცვის საკითხების სახელმწიფო კომიტეტის ცნობით, ჩინეთის აღმოსავლეთში, ცზიანსუს პროვინციაში გამოვლინდა მსოფლიოში პირველად, ფრინველის გრიპის H10N3 ვარიანტით ადამიანის დასნებოვნების ფაქტი. აქამდე აღნიშნული შტამით ავადდებოდნენ მხოლოდ ფრინველები. ჩინელი მედიკოსები ამტკიცებენ, რომ 41 წლის მამაკაცი, აპრილის ბოლოს, შეუძლოდ გახდა და აღენიშნა მაღალი ტემპერატურა. რამოდენიმე დღის შემდეგ, მდგომარეობის გაუარესების გამო, მან მიმართა ექიმს და ჰოსპიტალიზირებული იქნა. პაციენტმა წარმატებით გაიარა სტაციონარში მკურნალობის კურსი და ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია და პრაქტიკულად შეესაბამება გაწერის კრიტერიუმებს. ჩინეთის დაავადების კონტროლისა და პროფილაქტიკის ნაციონალურმა ცენტრმა, სამედიცინო
მასალების გაანალიზების შემდეგ, დაადგინა

H10N3-ით დასნებოვნება.

პაციენტთან კონტაქტში მყოფი ყველა ადამიანი ამჟამად იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. ჯერჯერობით არც ერთი მათგანი არ დასნებოვნებულა.

როგორც უწყება იტყობინება, H10N3 წარმოიშვა ფრინველებისგან. გენომის ანალიზმა აჩვენა, რომ ვირუსს არ გააჩნია ადამიანის დასნებოვნების ეფექტი. მსოფლიოში ჯერჯერობით არ დარეგისტრირებულა H10N3-ით ადამიანთა დასნებოვნების
არც ერთი ფაქტი, თუმცა ის გადაეცემა ფრინველებში და ახასიათებს დაბალი პათოგენობა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
კატეგორიის სხვა სტატიები
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
საკვების მონელების პროცესის ამა თუ იმ რგოლის მოშლისას,
არსებობს უამრავი კოსმეტიკური პროდუქტი, რომლებიც მსხლის ინგრედიენტებსაც შეიცავს.
მზის მცხუნვარე სხივები უარყოფითად მოქმედებს თმის სიჯანსაღესა და შესახედაობაზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად