რამდენად მნიშვნელოვანია თუთია მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რამდენად მნიშვნელოვანია თუთია მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ?

ექიმები არტერიული ჰიპერტენზიის სამართავად სხვადასხვა მიდგომას იყენებენ.

პაციენტები დიეტისა და ვარჯიშის კომბინაციასთან ერთად სხვადასხვა მედიკამენტს ღებულობენ. მათ დღიურ რაციონში მარილის რაოდენობა მცირდება, ხოლო კალიუმის შემცველობა იზრდება.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი არტერიებისა და არტერიოლების კედლის შემადგენლობაში შემავალი გლუვი კუნთების მოდუნებაა - ეს სისხლის თავისუფალ დინებას ეხმარება.

60 წელზე მეტი ხნის წინ ჩატარებული ფუნდამენტური კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ კალციუმისა და კალიუმის დონე სისხლში აკონტროლებს სისხლძარღვთა გლუვი კუნთების გაფართოება- შეკუმშვას.

ახალი კვლევისას მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ კალიუმისა და კალციუმის გარდა, სისხლძარღვთა ტონუსის შენარჩუნებაში თუთიის მეტალიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

mkurnali.ge

კვლევის ავტორის განცხადებით, თუთია ბიოლოგიაში მნიშვნელოვანი მეტალის იონია და იმის გათვალისწინებით, რომ კალციუმი და კალიუმი განთქმულია სისხლის მიმოქცევისა და წნევის კონტროლის პროცესში, გასაკვირია, რომ თუთიის როლი ადრე არ იყო შეფასებული.

მას სისხლის მიმოქცევასა და წნევაზე კალციუმის საპირისპირო ეფექტი აქვს.

აღმოჩენა განსაკუთრებულია, ვინაიდან ავტორები თავის ტვინს იკვლევდნენ და არა არტერიულ წნევას.

კერძოდ, ისინი თავის ტვინის ფუნქციონირებაზე ალცჰაიმერის დაავადების დროს თუთიაზე დაფუძვნებული მედიკამენტების ზეგავლენას სწავლობდნენ. უეცრად კი ამ მედიკამენტის გამოყენების შედეგად არტერიული წნევის შემცირება შენიშნეს (ვირთხებში).

აღმოჩენა შეიძლება რამდენიმე ფაქტით აიხსნას:

პირველ ყოვილსა, ექსპერტებისთვის ცნობილია, რომ თუთიის დეფიციტი ცხოველებში ჰიპერტენზიასთან ასოცირდება. ამასთანავე, გენი, რომელიც უჯრედებში თუთიის დონის შენარჩუნებაზეა პასუხისმგებელი, ასევე ჰიპერტენზიასა და სხვა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს უკავშირდება.

თუმცა, ადამიანებში ადრინდელმა კვლევამ არ დაადასტურა თუთიასა და ჰიპერტენზიას შორის კავშირი.

თუ შემდგომმა გამოკვლევამ საბოლოოდ დაადასტურა თუთიის მნიშვნელობა არტერიული წნევის მართვაში, შეიძლება ჰიპერტენზიის მკურნალობის ახალი ვარტიანი გაჩნდეს.

შესაძლოა, ახალმა მედიკამენტებმა, რომლებიც თუთიაზე იქნება დაფუძნებული, ბევრ ადამიანს მდგომარეობა შეუმსუბუქოს.