დიდი რაოდენობით კოფეინი გლაუკომის განვითარების რისკს ზრდის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დიდი რაოდენობით კოფეინი გლაუკომის განვითარების რისკს ზრდის

მკვლევარების თქმით, იმ ადამიანებს, რომლებიც დიდი რაოდენობით კოფეინს ღებულობენ, გლაუკომის განვითარების მაღალი რისკი აქვთ, იმ შემთხვევაში, თუ მათი გენები უკვე მიდრეკილია თვალის დაავადების მიმართ.

ადამიანები, რომელთა მშობლებსაც ან და-ძმას გლაუკომის დიაგნოზი დაუსვეს, ფრთხილად უნდა იყვნენ და დღეში 2 ფინჯან ყავაზე მეტი არ უნდა დალიონ.

წინა კვლევებით დასტურდება, რომ დიდი დოზით კოფეინის მიღება თვალის წნევას ზრდის. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ თვალის მომატებული წნევა ყოველთვის არ გულისხმობს გლაუკომის განვითარებას, თუმცა საყურადღებოა.

მკვლევარებმა 100 000 ადამიანის მონაცემი შეაგროვეს, რომელშიც მათი გენების, თვალის წნევისა და დაავადების შესახებ იყო ინფორმაცია თავმოყრილი. ასევე, რამდენად ხშირად სვამდნენ ისინი ჩაისა და ყავას.

როგორც აღმოჩნდა, არანაირი კავშირი არ არსებობდა კოფეინსა და გლაუკომის განვითარებას შორის.

თუმცა, აღნიშნული შედეგი განსხვავებულია იმ ადამიანების შემთხვევაში, რომელთა გენებიც გლაუკომასთანაა დაკავშირებული.

მათზე კოფეინი ნეგატიურად მოქმედებს, ვინაიდან ის თვალის წნევისა და დაავადების განვითარების რისკს ზრდის.

მონაცემების მიხედვით, მათ, ვინც დღეში 3 ფინჯან ყავას მიირთმევდნენ 4-ჯერ მეტად უვლინდებოდათ თვალის დაავადება, ვიდრე მათ, ვინც კოფეინს ნაკლები დოზით ღებულობდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მეორე კატეგორიის ადამიანებს დაავადებასთან დაკავშირებული გენები ჰქონდათ და 25%-ით იყვნენ რისკის ქვეშ.

შესაბამისად, აღნიშნული გენებისა და კოფეინის კომბინაცია გაცილებით სახიფათოა, ვიდრე ცალკეულად დაავადების მომტანი გენები.

რა თქმა უნდა, საჭიროა დამატებითი კვლევები.