დიდი რაოდენობით კოფეინი გლაუკომის განვითარების რისკს ზრდის - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი

კითხვა-პასუხი

დიდი რაოდენობით კოფეინი გლაუკომის განვითარების რისკს ზრდის

დიდი რაოდენობით კოფეინი გლაუკომის განვითარების რისკს ზრდის
რა უნდა ვიცოდეთ? - ახალი კვლევის შედეგები მკვლევარების თქმით, იმ ადამიანებს, რომლებიც დიდი რაოდენობით კოფეინს ღებულობენ, გლაუკომის განვითარების მაღალი რისკი აქვთ, იმ შემთხვევაში, თუ მათი გენები უკვე მიდრეკილია თვალის დაავადების მიმართ.


ადამიანები, რომელთა მშობლებსაც ან და-ძმას გლაუკომის დიაგნოზი დაუსვეს, ფრთხილად უნდა იყვნენ და დღეში 2 ფინჯან ყავაზე მეტი არ უნდა დალიონ.


წინა კვლევებით დასტურდება, რომ დიდი დოზით კოფეინის მიღება თვალის წნევას ზრდის. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ თვალის მომატებული წნევა ყოველთვის არ გულისხმობს გლაუკომის განვითარებას, თუმცა საყურადღებოა.


მკვლევარებმა 100 000 ადამიანის მონაცემი
შეაგროვეს, რომელშიც მათი გენების, თვალის წნევისა და დაავადების შესახებ იყო ინფორმაცია თავმოყრილი. ასევე, რამდენად ხშირად სვამდნენ ისინი ჩაისა და ყავას.


როგორც აღმოჩნდა, არანაირი კავშირი არ არსებობდა კოფეინსა და გლაუკომის განვითარებას შორის.


თუმცა, აღნიშნული შედეგი განსხვავებულია იმ ადამიანების შემთხვევაში, რომელთა გენებიც გლაუკომასთანაა დაკავშირებული.


მათზე კოფეინი ნეგატიურად
მოქმედებს, ვინაიდან ის თვალის წნევისა და დაავადების განვითარების რისკს ზრდის.


მონაცემების მიხედვით, მათ, ვინც დღეში 3 ფინჯან ყავას მიირთმევდნენ 4-ჯერ მეტად უვლინდებოდათ თვალის დაავადება, ვიდრე მათ, ვინც კოფეინს ნაკლები დოზით ღებულობდა.


აღსანიშნავია ისიც, რომ მეორე კატეგორიის ადამიანებს დაავადებასთან დაკავშირებული გენები ჰქონდათ და 25%-ით იყვნენ რისკის ქვეშ.


შესაბამისად, აღნიშნული გენებისა და კოფეინის კომბინაცია გაცილებით სახიფათოა, ვიდრე ცალკეულად დაავადების მომტანი გენები.


რა თქმა უნდა, საჭიროა დამატებითი კვლევები.

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
კატეგორიის სხვა სტატიები
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
საკვების მონელების პროცესის ამა თუ იმ რგოლის მოშლისას,
არსებობს უამრავი კოსმეტიკური პროდუქტი, რომლებიც მსხლის ინგრედიენტებსაც შეიცავს.
მზის მცხუნვარე სხივები უარყოფითად მოქმედებს თმის სიჯანსაღესა და შესახედაობაზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად