აშშ-ში ალცჰაიმერის სამკურნალო წამალი დაამტკიცეს - რა არის ცნობილი პრეპარატის შესახებ და რამდენად ეფექტიანია ის
სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) ალცჰაიმერის სამკურნალო პრეპარატი დაამტკიცა. წამალი სახელად Aducanumab აფერხებს ალცჰაიმერის პროგრესირებას
FDA-ში აცხადებენ, რომ არსებობს მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რომელიც აჩვენებს, რომ აღნიშნული პრეპარატი ამცირებს ტვინში ამილოიდურ ბეტა ფირფიტებს, რაც იძლევა იმის პროგნოზირების შესაძლებლობას, რომ წამალს პაციენტებისთვის მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა შეუძლია.
ამერიკულმა მწარმოებელმა, Biogen-მა შეისწავლა წამლის მოქმედება და შესაბამისი კვლევის შედეგად დაასკვნეს, რომ წამალი მნიშვნელოვნად აფერხებს ადამიანის შემეცნების უნარის შემცირებას.
წამლის სამიზნეა ამილოიდი, პროტეინი, რომელიც ტვინში პათოლოგიებს იწვევს და რომელსაც შეუძლია დააზიანოს უჯრედები, გამოიწვიოს დემენცია - მეხსიერებისა და ფიქრის პრობლემები, კომუნიკაციის პრობლემები და ასევე დაბნეულობა.
ამასთანავე, მეცნიერები ამბობენ, რომ ეს წამალი არ განკურნავს ალჰეიმერისგან პაციენტს, ის შეაფერხებს დაავადების სწრაფად განვითარებას და ეფექტიანი იქნება ადრეულ სტადიაზევე მიღებისას.