როცა ხმამაღლა ღეჭვისა და სუნთქვის ხმა ზედმეტად გაღიზიანებთ - რა არის მიზოფონია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როცა ხმამაღლა ღეჭვისა და სუნთქვის ხმა ზედმეტად გაღიზიანებთ - რა არის მიზოფონია

რომლებიც განსაკუთრებით რეაგირებენ გარკვეულ ხმებზე, განსაკუთრებით ხმამაღლა ღეჭვასა და სუნთქვაზე. ამ მოშლილობას უწოდებენ მიზოფონიას. ამჟამად ყველანაირი საფუძველი არსებობს, რომ აღნიშნული გადახრისას აღინიშნება სახესთან, პირთან და ყელთან დაკავშირებულ ზედმეტი აქტივობა სმენის ქერქსა და მოტორიკის კონტროლის ზონებს შორის.

არსით, ეს ბგერის წარმოებაში მონაწილე მამოძრავებელი სისტემის გამოვლენილი აქტივობაა. სხვათაშორის მიზოფონია, დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა ბგერის დამუშავების დარღვევად. მწვავე რეაქცია აღინიშნება თავის ტვინში სმენის ცენტრს, სმენის ქერქსა და ვენტრალურ პრემოტორულ უბნებს შორის არანორმალური ტიპის კავშირის გამო, რომელიც პასუხისმგებელია სახის, პირისა და ყელის მოძრაობაზე.

ადამიანების ტვინის (მიზოფონიის შემთხვევაში და მის გარეშე) სკანირებამ აჩვენა: სმენის ცენტრი რეაგირებს ხმაზე ისევე, როგორც ის ადამიანები, ვისაც ეს დარღვევა არ აღენიშნება. თუმცა მიზოფონიის მქონე ადამიანებში ძლიერდებოდა კავშირი სმენის ქერქსა და სახის, პირისა და ყელთან დაკავშირებული მოტორიკის კონტროლის ზონებს შორის.

მოტორული კონტროლის აღნიშნული მიდამოები მიზოფონიის მქონე ადამიანებში აქტიურდებოდა მხოლოდ ტრიგერული ბგერებით. ნევროლოგებმა, ასევე აღმოაჩინეს მხედველობით და მამოძრავებელ მიდამოებს შორის კომუნიკაციის მსგავსი მოდელი, რაც იმას ასახავს, რომ მიზოფონია შეიძლება აღმოცენდეს ვიზუალური ტრიგერების შედეგადაც.