შესაძლოა, მალე სისხლში შაქრის დონის განსაზღვრისთვის ოფლი გამოიყენონ- ახალი ტექნოლოგიის მოლოდინში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შესაძლოა, მალე სისხლში შაქრის დონის განსაზღვრისთვის ოფლი გამოიყენონ- ახალი ტექნოლოგიის მოლოდინში

დიაბეტით დაავადებული ადამიანებისათვის, რომლებსაც უწევთ სისხლში შაქრის დონის კონტროლი, „თითში ჩხვლეტა“ არასასიამოვნო პროცესია.

სამედიცინო სფეროში აქტიურად მიმდინარეობს ალტერნატიული მეთოდების ძიება.

სულ ახლახანს, ცნობილი გახდა ახალი ტესტის შესახებ, რომელიც სისხლში შაქრის დონის განსაზღვრისთვის ადამიანის ოფლს იყენებს, ნაცვლად სისხლისა.

სწრაფი და უმტკივნეულო სენსორის დახმარებით შესაძლებელი იქნება სისხლში შაქრის დონის განსაზღვრა.

ახალი სენსორული მოწყობილობა პოლივინილის სპირტის ჰიდროგელს შეიცავს.

თითს სენსორზე ერთი წუთით ათავსებთ, ჰიდროგელი კი ოფლს შთანთქავს.

მოხალისეებს ტრადიციული გზით გაუზმომეს სისხლში შაქრის დონე და სპეციალური მათემატიკური ფორმულა შექმნეს, რომლის დახმარებითაც „ოფლის გლუკოზის“ მაჩვენებელი გადაითარგმნება „სისხლის გლუკოზის“ მაჩვენებლად.

ტესტი ჯერ მზად არ არის, შექმნილია მხოლოდ ალგორითმი. ვინაიდან, კვლავ საჭიროა მასშტაბური კვლევები.

„გარკვეულწილად, ეს ტექნოლოგია ინოვაციური და იმედისმომცემია“- ასე შეაფასეს ახალი კვლევა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა.

თუ ალგორითმი იქნება ზუსტი და მასშტაბური, შესაძლებელი იქნება გლუკოზის მონიტორინგის პროცესში მისი აქტიური გამოყენება.

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ თითები მრავალ საოფლე ჯირკვალს შეიცავს, თუმცა მასში გლუკოზის დონე მეტად დაბალია, ვიდრე სისხლში.