შესაძლოა, მალე სისხლში შაქრის დონის განსაზღვრისთვის ოფლი გამოიყენონ- ახალი ტექნოლოგიის მოლოდინში - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი

კითხვა-პასუხი

შესაძლოა, მალე სისხლში შაქრის დონის განსაზღვრისთვის ოფლი გამოიყენონ- ახალი ტექნოლოგიის მოლოდინში

შესაძლოა, მალე სისხლში შაქრის დონის განსაზღვრისთვის ოფლი გამოიყენონ- ახალი ტექნოლოგიის მოლოდინში
რას გვპირდება ახალი კვლევა? დიაბეტით დაავადებული ადამიანებისათვის, რომლებსაც უწევთ სისხლში შაქრის დონის კონტროლი, „თითში ჩხვლეტა“ არასასიამოვნო პროცესია.


სამედიცინო სფეროში აქტიურად მიმდინარეობს ალტერნატიული მეთოდების ძიება.


სულ ახლახანს, ცნობილი გახდა ახალი ტესტის შესახებ, რომელიც სისხლში შაქრის დონის განსაზღვრისთვის ადამიანის ოფლს იყენებს, ნაცვლად სისხლისა.


სწრაფი და უმტკივნეულო სენსორის დახმარებით შესაძლებელი იქნება სისხლში შაქრის დონის განსაზღვრა.


ახალი სენსორული მოწყობილობა პოლივინილის სპირტის ჰიდროგელს შეიცავს.

თითს სენსორზე ერთი წუთით ათავსებთ, ჰიდროგელი კი ოფლს შთანთქავს.


მოხალისეებს ტრადიციული გზით გაუზმომეს სისხლში შაქრის დონე და სპეციალური მათემატიკური ფორმულა შექმნეს, რომლის დახმარებითაც
„ოფლის გლუკოზის“ მაჩვენებელი გადაითარგმნება „სისხლის გლუკოზის“ მაჩვენებლად.


ტესტი ჯერ მზად არ არის, შექმნილია მხოლოდ ალგორითმი. ვინაიდან, კვლავ საჭიროა მასშტაბური კვლევები.


„გარკვეულწილად, ეს ტექნოლოგია ინოვაციური და იმედისმომცემია“- ასე შეაფასეს ახალი კვლევა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა.


თუ ალგორითმი იქნება ზუსტი და მასშტაბური, შესაძლებელი იქნება გლუკოზის მონიტორინგის პროცესში მისი
აქტიური გამოყენება.


გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ თითები მრავალ საოფლე ჯირკვალს შეიცავს, თუმცა მასში გლუკოზის დონე მეტად დაბალია, ვიდრე სისხლში.

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
კატეგორიის სხვა სტატიები
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
საკვების მონელების პროცესის ამა თუ იმ რგოლის მოშლისას,
არსებობს უამრავი კოსმეტიკური პროდუქტი, რომლებიც მსხლის ინგრედიენტებსაც შეიცავს.
მზის მცხუნვარე სხივები უარყოფითად მოქმედებს თმის სიჯანსაღესა და შესახედაობაზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად