News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

მაიამის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა ამ ჰიპოთეზის სისწორის შემოწმება სცადა. ინფარქტიდან 12 კვირის შემდეგ დედალ ღორებს კათეტერის დახმარებით ტრანსენდოკარდიულად შეუყვანეს მამალი ღორების ძვლის ტვინის მეზენქიმური ჰალოგენური  ღეროვანი უჯრედები და პლაცებო. მაგნიტურ-რეზონანსულმა ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ ტრანსპლანტირებული უჯრედების შთამომავლობამ სისხლძარღვთა ენდოთელიუმისთვის, სისხლძარღვთა გლუვი მუსკულატურისა და კარდიომიოციტებისთვის დამახასიათებელი მარკერების ექსპრესირება მოახდინა (ეს უჯრედები უმთავრესად ინფარქტის უბანზე და მის ირგვლივ იყვნენ განლაგებულნი). მარტივად რომ ვთქვათ, ტრანსპლანტირებული ღეროვანი უჯრედების შთამომავლობამ მონაწილეობა მიიღო გულის კუნთის რეპოპულაციაში და მსხვილი და წვრილი სისხლძარღვების ფორმირებაში. 12 კვირის შემდეგ მღუ-თი ნამკურნალევ ცხოველებს ინფარქტით დაზიანებული უბნის ზომა შეუმცირდათ, ამასთანავე, მოიმატა ლოკალურმა კუმშვადობამ და გაძლიერდა სისხლის მიოკარდიული მიმოქცევა, განსაკუთრებით - ინფარქტის უბნის მიდამოში. პლაცებო-ჯგუფის ცხოველებისთვის ასეთი ცვლილებები არ შეუმჩნევიათ.

ამრიგად, კვლევამ დაადასტურა, რომ გულის იშემიით დაზიანებულ უბანში ტრანსპლანტირებული ჰალოგენური მღუ-ს ჩაშენება ეფექტს მოკლებული არ არის - გულის ქსოვილში ეს უჯრედები დიდხანს ცოცხლობენ, დიფერენცირდებიან სამი ტიპის უჯრედებად და საგრძნობლად უწყობენ ხელს გულის ფუნქციის აღდგენას.

 

ვირუსს შეუძლია, პროსტატის კიბო გამოიწვიოს

ადამიანის პროსტატის სიმსივნეში მეცნიერებმა ცხოველთა ლეიკემიისა და სიმსივნის გამომწვევი ვირუსი აღმოაჩინეს. ვარაუდობენ, რომ სწორედ ის იწვევს წინამდებარე ჯირკვლის კიბოს. იუტისა და კოლუმბიის უნივერსიტეტების მეცნიერთა ჯგუფმა პროსტატის 233 ავთვისებიანი და 101 კეთილთვისებიანი სიმსივნე შეისწავლა. ვირუსი უმეტესად ავთვისებიან სიმსივნეებში აღმოჩნდა.

უცნობია, რა მექანიზმით იწვევს XMRV (თაგვის ლეიკოზის ქსენოტროპული ვირუსი) წინამდებარე ჯირკვლის კიბოს. ის ჩვეულებრივი რეტროვირუსია, რომელიც უჯრედში საკუთარ გენეტიკურ კოდს ნერგავს და ამით ავთვისებიანი სიმსივნის ზრდის პროვოცირებას ახდენს. ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარებაში ბრალი ვირუსებს რომ მიუძღოდათ, ახლო წარსულში გაირკვა. ერთ-ერთი ასეთი ვირუსია ადამიანის პაპილომავირუსი, რომელსაც საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარება ედება ბრალად. პროსტატის კიბო მამაკაცთა შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა (მეორეა ფილტვის კიბოს შემდეგ) და ყოველწლიურად 254 000 მამაკაცის სიკვდილს იწვევს. მკვლევარებს იმედი აქვთ, რომ აღმოჩენა ხელს შეუწყობს პროსტატის კიბოს დროულ დიაგნოსტიკასა და დაავადების პროფილაქტიკასაც კი.

 

კეტამინი ეფექტურად ხსნის სუიციდურ გადახრას

ამერიკელ მეცნიერთა მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ვენის სანარკოზე საშუალება კეტამინი, რომელიც ამავე დროს ძლიერი დისსოციალური ჰალუცინოგენია, დეპრესიით დაავადებულებში სწრაფად და ეფექტურად ხსნის სუიციდურ გადახრას. ფსიქიატრიულ პრაქტიკაში ხშირია სიტუაცია, როდესაც დეპრესიაში მყოფ ადამიანს თავის მოკვლის სურვილი უჩნდება. ამჟამად არსებული ანტიდეპრესანტები მოქმედებას რამდენიმე კვირის შემდეგ იწყებენ, ასე რომ, ამ სიტუაციაში მათი გამოყენება ნაკლებად ეფექტურია - პაციენტმა შესაძლოა თერაპიული ეფექტის მიღწევამდე მოიკლას თავი. ნიუ-იორკში მდებარე მაუნთ-სინას სამედიცინო სკოლის მედიკოსებმა თვითმკვლელობისკენ მიდრეკილ დეპრესიით დაავადებულ პაციენტთა მცირე ჯგუფს კეტამინით მკურნალობა დაუნიშნეს. აღმოჩნდა, რომ ამ პრეპარატის ერთჯერადი შეყვანაც კი მკვეთრად, თუმცაღა მოკლე ხნით, თრგუნავდა თვითმკვლელობასთან დაკავშირებულ აზრებს, ორი კვირის შემდეგ კეტამინის განმეორებითი შეყვანის შემთხევვაში კი ეფექტი საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა. მკვლევართა აზრით, თუ კეტამინის ეფექტი ფართომასშტაბიანმა კვლევამაც დაადასტურა, ამგვარი მკურნალობა გაცილებით მისაღები გახდება იმ შემთხვევებში, როდესაც ტრადიციული ანტიდეპრესანტების ეფექტის მოლოდინი საფრთხეს უქადის პაციენტის სიცოცხლეს.


 

მულტივიტამინების ყიდვა ფულის ამაო ხარჯვაა

მულტივიტამინები და ბიოაქტიური დანამატები, გარდა იმისა, რომ ფულის ქარისთვის გატანებაა, ორგანიზმში ვიტამინების სახიფათო სიჭარბესაც კი იწვევსო, - განაცხადა ცნობილმა ბრიტანელმა დიეტოლოგმა ბრაიან რატკლიფმა და ვიტამინების მყიდველებს მოუწოდა, პრეპარატი ყურადღებით შეარჩიონ. ბრაიან რატკლიფი საკვები პროდუქტების სტანდარტის ნაციონალური სააგენტოს ექსპერტია. მისი აზრით, ყველა ადამიანს ვიტამინების განსხვავებული, ინდივიდუალური მოთხოვნა აქვს, ამიტომაც არ შეიძლება არსებობდეს მათი მოხმარების თაობაზე საყოველთაო რეკომენდაციები. ვიტამინები ყოველთვის თანაბრად სასარგებლო არ არის. ცნობილია, რომ მათი სიჭარბე არანაკლებ საშიშია, ვიდრე უკმარისობა. მაგალითად, A ჰიპერვიტამინოზი თავის ტკივილსა და გულისრევას იწვევს, ხოლო თუ დიდხანს გაგრძელდა, ოსტეოპოროზის განვითარების რისკსაც ზრდის. A ვიტამინის ჯანმრთელობისთვის საშიში დოზის მიღება შესაძლებელია, როდესაც ადამიანი ერთდროულად იღებს მულტივიტამინის კაფსულებს და თევზის ქონის საფუძველზე დამზადებულ ბად-ს. თუ ადამიანმა მიიღო ჩ ვიტამინის მეგადოზა (დაახლოებით 0,5 გრამი), მისი ნახევარი უბრალოდ გაივლის კუჭ-ნაწლავის ტრაქტს და კანალიზაციაში ჩაეშვება, თანაც კუჭში უსიამოვნო შეგრძნებას გამოიწვევს. რატკლიფმა ვიტამინების რეგულარული მიღების საწინააღმდეგო კიდევ ერთ არგუმენტად ორგანიზმის ინდივიდუალური თავისებურებები მოიყვანა. "ვერ ვიტყვი, რა ოდენობით სჭირდება ესა თუ ის ვიტამინი ჩემს ორგანიზმს. მხოლოდ ის შემიძლია, დაკვირვებების საფუძველზე შემჩნეულ ზოგად კანონზომიერებებზე ვისაუბრო", - განაცხადა მან და დასძინა, ხალხს ავიწყდება, რომ ვიტამინებზე მოთხოვნილება ყველას სხვადასხვა აქვს და რეკლამების გავლენით ვიტამინებს "ყოველი შემთხვევისთვის" მაინც იღებენო. "ადამიანები, რომლებიც გამუდმებით იღებენ მულტივიტამინებს, ტყუილად ყრიან ფულს და ვიტამინების მწარმოებელ კომპანიებს ამდიდრებენ, - დაასკვნა რატკლიფმა, - ექიმთან კონსულტაცია და სავსებით ჩვეულებრივი პროდუქტებისგან შედგენილი ინდივიდუალური დიეტა გაცილებით ეფექტიანი იქნება, ვიდრე მულტივიტამინების მუდმივი ყლაპვა".

 

ქუჩის ხმაური ხელს უწყობს ჰიპერტენზიის განვითარებას

შვედმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ხმაურიანი გზატკეცილის მახლობლად ცხოვრება ჰიპერტენზიის განვითარების ალბათობას ზრდის. ლუნდსკის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა შვედეთის ერთ-ერთი პროვინციის 27 963 მცხოვრებს ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებული კითხვარის შევსება შესთავაზა. მონაცემების გაანალიზებისას გაითვალისწინეს, რამდენად ახლოს ცხოვრობდა რესპონდენტი საავტომობილო გზასთან. აღმოჩნდა, რომ საშუალო სიმაღლის (60 დეციბელზე მაღალი) ხმაურის ზემოქმედება 25%-ით ზრდიდა არტერიული ჰიპერტენზიის განვითარების ალბათობას, უფრო ხმაურიანი რაიონების მცხოვრებთა შორის კი ჰიპერტენზიით ავადობა 90%-ზე მაღალი იყო. ამასთანავე, ასეთი ურთიერთკავშირი მხოლოდ ახალგაზრდებსა და შუახნის ადამიანებს შორის შეიმჩნეოდა. 60 წელს გადაცილებულებში არტერიული ჰიპერტენზიის განვითარება ხმაურის დონეზე არ აღმოჩნდა დამოკიდებული. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამის მიზეზი ან ხმაურისადმი მგრძნობელობის დაქვეითებაა, ან ის, რომ ხანდაზმულებს შორის ჰიპერტენზიით ავადობის მაჩვენებელი ისედაც მაღალია, რაც ხმაურთან კავშირს ნიღბავს. კვლევის ავტორთა აზრით, მუდმივი ხმაური ქრონიკული სტრესფაქტორია, მუდმივი სტრესი კი, თავის მხრივ, არტერიულ ჰიპერტენზიას იწვევს.

 

ხილი და ბოსტნეული შემეცნების უნარს ზრდის

მეცნიერებმა აღმოაჩინეს კავშირი ხილ-ბოსტნეულსა და შემეცნებით უნარს შორის: შუა ხნის და ხანდაზმულ ჯანმრთელ ადამიანებს, რომლებიც დღეში დაახლოებით 400 გ ხილსა და ბოსტნეულს მიირთმევდნენ, აღმოაჩნდათ ანტიოქსიდანტების უფრო მაღალი, თავისუფალი რადიკალების უფრო დაბალი და კოგნიტური უნარის უფრო მაღალი მაჩვენებლები, ვიდრე მათ, ვინც დღეში 100 გრამზე ნაკლებ ხილსა და ბოსტნეულს ჭამდა. მკვლევარები მიუთითებენ, რომ შედეგზე გავლენა არ მოუხდენია ასაკს, სქესს, სხეულის მასას, განათლების დონეს, ლიპიდურ პროფილს, ალბუმინის დონეს და არც ერთ სხვა ფაქტორს. ეს აღმოჩენა ამ დარგში პირველი არ არის - დიდი ხანია ცნობილია, რომ არასწორი კვებითი ჩვევები ზრდის კოგნიტური უნარის დემენციის თანხლებით ან მის გარეშე დაქვეითების რისკს. ამრიგად, ადამიანმა ღრმა სიბერემდე რომ შეინარჩუნოს საღი გონება, ამისთვის სწორად უნდა იკვებოს, კერძოდ, მთელი სიცოცხლე მიირთვას ხილი და ბოსტნეული.