მეცნიერებმა მოიფიქრეს, როგორ მიაწოდონ წამლები ტვინს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მეცნიერებმა მოიფიქრეს, როგორ მიაწოდონ წამლები ტვინს

გართულდა უშუალოდ ტვინისთვის წამლების მოწოდება. საქმე იმაშია, რომ თავის ტვინს უცხო სუბსტანციების შეღწევისაგან იცავს ჰემატოენცეფალური ბარიერი. თუმცა "Brigham and Women's" ჰოსპიტალმა და ბოსტონის ბავშვთა საავადმყოფომ ნანონაწილაკების საფუძველზე შექმნეს პლატფორმა, რომელიც ჰემატოენცეფალური ბარიერის საშუალებით უზრუნვეყოფს ინკაფსულირებული აგენტების მიწოდებას. პალტფორმის ეფექტურობა დაამტკიცა მღრღნელებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა.

მეცნიერებმა შეამოწმეს აღნიშნული პლატფორმა ცხოველურ მოდელზე ქალა-ტვინის ტრავმით. მიწოდების ახალი სისტემა სამკურნალო აგენტის ტვინში დაგროვების 3-ჯერ მეტ საშუალებას იძლეოდა, ვიდრე მიწოდების ჩვეულებრივი მეთოდები. მანამდე მეცნიერები ჰემატოენცეფალური ბარიერის გადალახვას "ფანჯრის" (თავის ფიზიკური ტრავმის შემდეგ, დროის მოკლე შუალედი, როდესაც ჰემატოენცეფალური ბარიერის მთლიანობა დროებით ირღვევა) საშუალებით ცდილობდნენ.

ახალი მიდგომა გულისხმობს თერაპიული აგენტების ინკაფსულირებას ბიოთავსებად ნანონაწილაკებში, რომელთაც გააჩნია ზუსტად შერჩეული ზედაპირული თვისებები, რაც ტვინში ეფექტური ტრანსპორტის გარანტიას იძლევა, ჰემატოენცეფალური ბარიერის მდგომარეობის მიუხედავად. მკვლევარებმა გამოიყენეს რნმ-ის მოკელკულა, რომელიც თრგუნავს ტაუ-ცილის ექსპრესიას. აღნიშნულ ცილას უკავშირდება ნეიროდეგენერაციული დაავადებების განვითარება.

ნანონაწილაკები დამზადებულია ბიოდაშლადი და ბიოთავსებადი PLGA პოლიმერისგან. მათ გააჩნიათ უნიკალური კონსტრუქცია, ამარტივებს ნანონაწილაკების ბარიერში გავლას და ტვინის უჯრედების მიერ მიტაცებას. როგორც ტესტებმა აჩვენა, მიწოდების ამგვარი მეთოდის გამოყენებით, ტაუ-ცილის მოცულობა, თაგვებში ტვინის ტრავმით, შემცირდა 50%-ით. ნაწილაკების შეყვანის დრო არ მოქმედებდა თერაპიის შედეგზე.