მხოლოდ ერთი რეცეპტორის დათრგუნვა ჭარბ წონას მოუღებს ბოლოს - ახალი წამლის კვლევის შედეგები დამაიმედებელია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მხოლოდ ერთი რეცეპტორის დათრგუნვა ჭარბ წონას მოუღებს ბოლოს - ახალი წამლის კვლევის შედეგები დამაიმედებელია

1975 წლიდან სიმსუქნის შემთხვევები 3-ჯერ გაიზარდა.

ჯანმოს შეფასებით, 2016 წელს მსოფლიოში ახალგაზრდების 39%-ს ჭარბი წონა აწუხებდა, ხოლო 13%-ს სიმსუქნე.

აღნიშნული მდგომარეობა ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემასთან ასოცირდება, მათ შორის დიაბეტთან, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან და სხვ.

წლების განმავლობაში არაერთი წამალი შეიქმნა, რომელიც ნერვულ სისტემაზე ზეგავლენის გზით მადას აქვეითებს  და წონის კლებას უწყობს ხელს. თუმცა, ყველა მათგანის გაყიდვა აიკრძალა (დაახლოებით, 80%-ის), ვინაიდან მათ გვერდითი მოვლენები ახასიათებს, როგორიცაა გულის პრობლემები, განწყობის ცვალებადობა და სხვ.

ცნობილი გახდა ავსტრალიაში, სიდნეიში ნეიროენდოკრინოლოგების ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები.

ისინი იკვლევენ ახალ პრეპარატს. მათი მიზანია წონის დასაკლები ისეთი მედიკამენტის შექმნა, რომელიც მადის დაქვეითებას ნერვულ სისტემაზე ზეგავლენის გზით არ მოახდენს.

პრეპარატი, რომელიც ნეიროენდოკრინოლოგთა ჯგუფმა შექმნა ნერვის სასიგნალო მოლეკულაზე (ნეიროპეპტიდ Y-ზე) ზემოქმედებს. სწორედ ამ მოლეკულის დახმარებით აქვს ცოცხალ არსებას უნარი საკვების დეფციტს გაუმკლავდეს.

მედიკამენტი ნეიროპეპტიდ Y - ის რეცეპტორებს თრგუნავს. შედეგად, ცხიმი, რომელიც ორგანიზმს მარაგის სახით აქვს შენახული, იწვება, რაც წონის კლებას უწყობს ხელს.

თაგვებზე ჩატარებული კვლევის მიხედვით, წამალი არ მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, არ იწვევს განწყობის ცვალებადობას და 40%-ით ამცირებს წონას.

როგორც აღმოჩნდა, წამლის შედეგად გლუკოზის მეტაბოლიზმი უმჯობესდება.

ის ასევე დადებითად მოქმედებს ჰიპერტენზიაზე, ვინაიდან რეცეპტორის დაბლოკვა ვაზოდილატაციას, ანუ სისხლძარღვების გაფართოებას იწვევს.

წამალი ძვლის უჯრედების ზრდას უწყობს ხელს, რაც ძვლებს სიმკვრივის შენარჩუნებაში ეხმარება.

ამრიგად, ის მოცხუც ადამიანებს ოსტეოპოროზისგან თავდაცვაში შეიძლება დაემხაროს.

შედეგები დამაიმედებელია და კვლევები გრძელდება .