სარძევე ჯირკვლის დაავადებების ზუსტი დიაგნოსტიკა და მკურნალობის სწორი სტრატეგიის შერჩევა დაავადებასთან წარმატებული ბრძოლის მნიშვნელოვანი ფაქტორია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სარძევე ჯირკვლის დაავადებების ზუსტი დიაგნოსტიკა და მკურნალობის სწორი სტრატეგიის შერჩევა დაავადებასთან წარმატებული ბრძოლის მნიშვნელოვანი ფაქტორია

ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობისას, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ექიმების პროფესიონალიზმს, გამოცდილებასა და თანამედროვე, მაღალკვალიფიკაციური დახმარების გაწევას. გვესაუბრება მედიცინის დოქტორი, პროფესორი, ონკოქირურგი, დავით აბულაძის ქართულ-იტალიური კლინიკის მამოლოგი და კლინიკა „ინოვას“ ონკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიხეილ ჯანჯალია.

ბატონო მიხეილ, რა არის მამოლოგია?

მამოლოგია მედიცინის დარგია, რომელიც სარძევე ჯირკვლის დაავადებებსა და მათ წარმომქმნელ მიზეზებს იკვლევს. მამოლოგია მოიცავს სარძევე ჯირკვლის პათოლოგიების დიაგნოსტიკას, პროფილაქტიკასა და მკურნალობას.

დღეს, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში, საგრძნობლად არის გაზრდილი ძუძუს დაავადებების რიცხვი და შეინიშნება გაახალგაზრდავების ტენდენციაც.

რამ შეიძლება გამოიწვიოს სარძევე ჯირკვლის დაავადებები?

სარძევე ჯირკვლის დაავადებების გამომწვევი რისკ ფაქტორები შეიძლება იყოს:

  • მემკვიდრეობა
  • ემოციური ფონი, სტრესი და გადაღლა
  • გენმოდიფიცირებული საკვები
  • არასწორი ცხოვრების რიტმი
  • რადიაცია

სარძევე ჯირკვლის დაავადებები კეთილთვისებიან და ავთვისებიან დაავადებებად იყოფა. მათგან ყველაზე მეტად გავრცელებულია:

  • ფიბროადენომა - მყარი კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც შეხებისას ადვილად მოძრაობს
  • კისტა - სითხოვანი კეთილთვისებიანი წარმონაქმნი
  • ლიპომა - ცხიმოვანი უჯრედების ჭარბი დაგროვებით გამოწვეული კეთილთვისებიანი სიმსივნე
  • მასტოპათია - დისტროფიკული პროცესი ჯირკვლის ქსოვილში (კეთილთვისებიანი პროცესი)
  • მასტიტი - ჯირკვლის ქსოვილების ბაქტერიებით გამოწვეული ანთებითი პროცესი (კეთილთვისებიანი პროცესი)
  • ლაქტოსტაზი - მეძუძურ დედებში რძის დაგროვების შედეგად ჯირკვლების მტკივნეული გადიდება (კეთილთვისებიანი პროცესი)
  • სარძევე ჯირკვლის კიბო (ავთვისებიანი პროცესი)
  • ძუძუს სარკომა (ავთვისებიანი პროცესი)

სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი პროცესის დროულ გამოვლინებას სიფხიზლე სჭირდება, როგორც პაციენტების, ისე ექიმების მხრიდან. რა სიხშირით არის საჭირო მამოლოგთან კონსულტაცია?

სარძევე ჯირკვლის დაავადების საუკეთესო პრევენცია არის რეგულარული თვითგასინჯვა და პერიოდულად მამოლოგთან ვიზიტი. თვითგასინჯვა ყველა ზრდასრულმა ქალმა უნდა ჩაიტაროს თვეში ერთხელ, მენსტრუაციიდან 7-10 დღის შემდეგ, ხოლო მენსტრუაციის შეწყვეტის შემდეგ კი - ყოველი თვის ერთსა და იმავე რიცხვში. რეგულარული თვითგასინჯვის ფონზე, წელიწადში ერთხელ, ხოლო 50 წლის ზემოთ წელიწადში ორჯერ საჭიროა მამოლოგთან ვიზიტი და სარძევე ჯირკვლის დიაგნოსტიკური კვლევის ჩატარება.

საქართველოში მოქმედებს ძუძუს კიბოს სახელმწიფო სკრინინგ პროგრამა 40-70 წლის ასაკის ქალებისთვის. სკრინინგ პროგრამა ითვალისწინებს მამოგრაფიულ გამოკვლევას (რენტგენოლოგიური მეთოდი), პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში კი მამოლოგის კონსულტაციას და ძუძუს ექოსკოპიას. საჭიროების შემთხვევაში, პროგრამის ფარგლებში შესაძლოა, გაკეთდეს ბიოფსია და ციტოლოგიური კვლევაც.

დღეს თანამედროვე, მაღალმგრძნობიარე აპარატურა იძლევა დაავადების ადრეული დიაგნოსტიკის საშუალებას, რაც მკურნალობის თანამედროვე მიდგომებთან ერთად შესაძლებელს ხდის სარძევე ჯირკვლის პრაქტიკულად ყველა პათოლოგიის, მათ შორის ძუძუს კიბოს განკურნებას.

mkurnali.ge

ბატონო მიხეილ, თქვენ 28 წელია უკვე მედიცინაში ბრძანდებით, საიდანაც 23 წელი ონკოლოგიის მიმართულებით კვლევასა და მუშაობას დაუთმეთ. გავლილი გაქვთ ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტის (NIH, აშშ) და კიბოს ნაციონალური ინსტიტუტის (NCI, აშშ) სპეციალური კურსი კიბოს პრევენციის დარგში, ასევე - ონკოლოგიის სპეციალური კურსი ქ. ვენის გენერალურ საავადმყოფოში (AKH, ავსტრია), არაერთი წელია ბრძანდებით საქართველოში სამეცნიერო კვლევების მთავარ მკვლევარი, გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO), ამერიკის სამედიცინო ონკოლოგთა ასოციაციის (ASCO), საქართველოს ონკოლოგთა და ონკოგინეკოლოგთა საზოგადოების წევრი და ონკოლოგიაში მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. თქვენს სახელთანაა დაკავშირებული საქართველოში ძუძუს კიბოს მკურნალობის და დიაგნოსტიკის არაერთი ინოვაციური მეთოდის შემოტანა. 2012 წლიდან საქართველოში, თქვენი ხელმძღვანელობით დაინერგა ინტრაოპერაციული სხივური თერაპიის მეთოდი. 2016 წლიდან იგი ყაზახეთშიც დანერგეთ. რას წარმოადგენს აღნიშნული მეთოდი?

ინტრაოპერაციული სხივური თერაპია (IORT) ინოვაციური მეთოდია, რომლის დროსაც, ქირურგიული ოპერაციისას, უშუალოდ სიმსივნის, ასევე რეციდივის განვითარების რისკის ადგილებში ხდება ერთჯერადი, მაღალი დოზის მაიონიზირებელი დასხივება.

ოპერაციის შემდგომ სხივური თერაპიის დანიშვნა ზოგადად, რეკომენდებულია ქირურგიული მკურნალობიდან 30 დღის შემდეგ, რამაც შეიძლება გაზარდოს რეციდივის რისკი. IORT კი უშუალოდ ქირურგიული ოპერაციის დროს გამოიყენება. ხდება ჭრილობაში სიმსივნურ უჯრედებზე პირდაპირი ზემოქმედება, შედეგად მცირდება რეციდივის განვითარების რისკი.

ინტრაოპერაციული სხივური თერაპია (IORT) მაქსიმალურად ზუსტად ზემოქმედებს ახალ წარმონაქმნზე, მინიმიზებულია მაიონიზირებელი გამოსხივების მოქმედება ირგვლივ მდებარე, ჯანმრთელ ქსოვილზე.

თქვენი ხელმძღვანელობით, 2016 წლიდან საქართველოში დაინერგა ჰიპერთერმიის მეთოდი სხივური- და ქიმიოთერაპიით მკურნალობის დროს. რა როლი ენიჭება ამ მეთოდს ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობაში?

ჰიპერთერმია დამატებითი მეთოდია ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობაში. მისი საშუალებით ფერხდება სამკურნალო თერაპიით დაზიანებული სიმსივნური უჯრედების აღდგენა. აღნიშნული მეთოდი განსაკუთრებით ფართოდ გამოიყენება მორეციდივე სიმსივნეების ან მეტასტაზების მკურნალობისას, რომლებიც როგორც წესი, მდგრადები არიან სიმსივნის საწინააღმდეგო თერაპიისადმი.

ბატონო მიხეილ, თქვენ აქტიურად მონაწილეობდით საქართველოში, მოდარაჯე ლიმფური კვანძების, ე.წ. „სენტინელის“ განსაზღვრის სხვადასხვა მეთოდის დანერგვაში.

განვითარებულ ქვეყნებში, მოდარაჯე ლიმფური კვანძების, ე.წ. „სენტინელის“ განსაზღვრა სარძევე ჯირკვლის, პროსტატის, საშვილოსნოს ყელის და ენდომეტრიუმის კიბოს, მელანომის მკურნალობის სტანდარტითაა გათვალისწინებული. მოდარაჯე ლიმფური კვანძი წარმოადგენს სიმსივნესთან ახლოს მდებარე ლიმფურ კვანძს, სადაც ყველაზე მაღალი ალბათობით შესაძლებელია მოველოდოთ პირველადი სიმსივნიდან კიბოს უჯრედების გამოჩენას. ასეთი კვანძი შეიძლება რამდენიმე იყოს. იგი სიმსივნური დაავადების განსაზღვრისა და სიმსივნური პროცესის სხეულის სხვა ნაწილებზე გავრცელების რისკების შეფასების საშუალებას გვაძლევს.

აღნიშნული მეთოდი „ოქროს სტანდარტია“ მელანომისა და სარძევე ჯირკვლის კიბოს ქირურგიაში. მისი საშუალებით მინიმუმამდეა დაყვანილი სიმსივნური პროცესის რეციდივისა და გავრცელების რისკი და ასევე შესაძლებელია თავიდან ავიცილოთ ლიმფურ სისტემაზე მოცულობითი, ტრავმული ჩარევა.

ბევრი ჩვენი თანამემამულე მიემგზავრება საზღვარგარეთ დიაგნოზის დასადგენად, სამკურნალოდ და სამედიცინო კუთხით დიდი თანხა გაედინება უცხოეთში, რაც ძალიან დასანანია. საქართველოს გარდა, თქვენ არაერთ ქვეყანაში გაქვთ განხორციელებული წარმატებული ოპერაციული მკურნალობები: ავსტრიაში, უკრაინაში, ბელორუსიაში, ყაზახეთში და აზერბაიჯანში.

საქართველოში დიაგნოზის დასმისა და ვერიფიკაციისთვის ყველა ტექნიკური საშუალება გვაქვს. დღეს არსებული სკრინინგული კვლევების, ახალი მეთოდებისა და ტექნოლოგიების, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების წყალობით შესაძლებელია ძუძუს კიბოს გამოვლენა ადრეულ სტადიებზე და წარმატებული მკურნალობა.

როგორ ჩავეწეროთ პროფესორ მიხეილ ჯანჯალიასთან?

ვიზიტი შესაძლებელია შემდეგ კლინიკებში:

  • კლინიკა "ინოვა"

ორშაბათი და ოთხშაბათი 13:00 - 16:00

სამშაბათი, ხუთშაბათი და პარასკევი 10:00 - 16:00

032 223 22 32

ზურაბ ანჯაფარიძის პირველი შესახვევი N6, სანდრო ეულის ქუჩა

  • დავით აბულაძის ქართულ-იტალიური კლინიკა

ორშაბათი და ოთხშაბათი 10:30 - 13:00

032 240 27 27; 032 240 28 28

ფალიაშვილის ქ. N39ა

R