სამედიცინო აპარატურის ინჟინერია - წამყვანი მიმართულება თბილისი მედიკში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამედიცინო აპარატურის ინჟინერია - წამყვანი მიმართულება თბილისი მედიკში

ტექნოლოგიური განვითარების მხრივ, აუცილებლად ხაზი უნდა გავუსვათ სამედიცინო აპარატურის გამართულობის მნიშვნელობას, რაც პირდაპირ კავშირშია დაავადებების უკეთ შესწავლასთან, მკურნალობის ეფექტური მეთოდების დანერგვასა და ადამიანების ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფასთან.

სამედიცინო აპარატურის ინჟინერია სწორედ ის დარგია, რომელიც სფეროს წარმომადგენლებს დაავადებების უკეთ შესწავლაში და ეფექტური მკურნალობის მეთოდების დანერგვის უზრუნველყოფაში ეხმარება. ის მიმართულია სამედიცინო აპარატურის გამართული ფუნქციონირებისკენ და ამ გზით,ადამიანების ჯანმრთელობის დაცვის პრაქტიკას აუმჯობესებს.

mkurnali.ge

სფეროს გასავითარებლად მრავალი შესაძლებლობა და გადაწყვეტა არსებობს ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, თუმცა, წინ ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა. მაღალგანვითარებული ქვეყნები აქტიურად მუშაობენ სამედიცინო ინჟინერიის მიმართულებით და მათ შორის საქართველოც.

ქვეყანაში, აღნიშნული სფეროს დაწინაურებაზე, აქტიურად მუშაობს რამდენიმე კომპანია. მათ შორის, თბილისი მედიკი, რომელიც უკვე 10 წელია, ჩართულია სამედიცინო აპარატურის ინჟინერიის განვითარების პროცესში.

თბილისი მედიკს ჰყავს სპეციალურად გადამზადებული, სერტიფიცირებულიინჟინრები რადიოლოგიის, ლაბორატორიის და სხვა სამედიცინო მიმართულებებით.

mkurnali.ge

ინჟინრები  სამედიცინო აპარატურის სპეციფიკის, ინსტრუქციებისა და მოვლის წესების დეტალურად შესწავლას, აპარატურის შეძენის შემდეგ, მასთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირებას, აპარატურის შეკეთებასა და მოვლას უზრუნველყოფენ.

თბილისი მედიკი უწყვეტად განაგრძობს სამედიცინო სფეროში არსებულ გამოწვევებთან შეჭიდებას, მისი ინჟინრები კი მუდმივად ვითარდებიან, რათა მიღებული ცოდნა და უნარები ჯანმრთელობის სისტემის გაუმჯობესებას მოახმარონ.

კლინიკური ინჟინერიის განვითარების ხელშეწყობით, თბილისი მედიკი კვლავ ამართლებს თავის მისიას – გაუმარტივოს ადამიანებს ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

R