სამედიცინო აპარატურის ინჟინერია - წამყვანი მიმართულება თბილისი მედიკში - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2021

კითხვა-პასუხი

სამედიცინო აპარატურის ინჟინერია - წამყვანი მიმართულება თბილისი მედიკში

სამედიცინო აპარატურის ინჟინერია - წამყვანი მიმართულება თბილისი მედიკში
სამედიცინო სფერო მრავალმხრივია, შესაბამისად,მის განვითარებაში განსაკუთრებული როლი აქვს როგორც ადამიანურ რესურსს, ისე ტექნოლოგიას. ტექნოლოგიური განვითარების მხრივ, აუცილებლად ხაზი უნდა გავუსვათ სამედიცინო აპარატურის გამართულობის მნიშვნელობას, რაც პირდაპირ კავშირშია დაავადებების უკეთ შესწავლასთან, მკურნალობის ეფექტური მეთოდების დანერგვასა და ადამიანების ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფასთან.

სამედიცინო აპარატურის ინჟინერია სწორედ ის დარგია, რომელიც სფეროს წარმომადგენლებს დაავადებების უკეთ შესწავლაში და ეფექტური მკურნალობის მეთოდების დანერგვის უზრუნველყოფაში ეხმარება. ის მიმართულია სამედიცინო აპარატურის გამართული ფუნქციონირებისკენ და ამ გზით,ადამიანების ჯანმრთელობის დაცვის პრაქტიკას აუმჯობესებს.

mkurnali.ge

სფეროს გასავითარებლად მრავალი შესაძლებლობა და გადაწყვეტა არსებობს ევროკავშირისა და აღმოსავლეთ
პარტნიორობის ქვეყნებში, თუმცა, წინ ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა. მაღალგანვითარებული ქვეყნები აქტიურად მუშაობენ სამედიცინო ინჟინერიის მიმართულებით და მათ შორის საქართველოც.

ქვეყანაში, აღნიშნული სფეროს დაწინაურებაზე, აქტიურად მუშაობს რამდენიმე კომპანია. მათ შორის, თბილისი მედიკი, რომელიც უკვე 10 წელია, ჩართულია სამედიცინო აპარატურის ინჟინერიის განვითარების პროცესში.

თბილისი მედიკს ჰყავს სპეციალურად
გადამზადებული, სერტიფიცირებულიინჟინრები რადიოლოგიის, ლაბორატორიის და სხვა სამედიცინო მიმართულებებით.

mkurnali.ge

ინჟინრები  სამედიცინო აპარატურის სპეციფიკის, ინსტრუქციებისა და მოვლის წესების დეტალურად შესწავლას, აპარატურის შეძენის შემდეგ, მასთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირებას, აპარატურის შეკეთებასა და მოვლას უზრუნველყოფენ.

თბილისი მედიკი უწყვეტად განაგრძობს სამედიცინო სფეროში არსებულ გამოწვევებთან შეჭიდებას, მისი ინჟინრები კი მუდმივად ვითარდებიან, რათა მიღებული ცოდნა და უნარები ჯანმრთელობის სისტემის გაუმჯობესებას მოახმარონ.

კლინიკური ინჟინერიის განვითარების ხელშეწყობით, თბილისი მედიკი კვლავ ამართლებს თავის მისიას – გაუმარტივოს ადამიანებს ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

R
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ჭარბი წონის მიზეზებსა და პრობლემის გადაჭრის მეთოდებზე გვესაუბრება კლინიკა "ენმედიცის" წამყვანი ენდოკრინოლოგი, პროფესორი მაია ჩიქობავა.
კატეგორიის სხვა სტატიები
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი განახლდა.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჰიგიენისა და ჯანდაცვის საკითხების სახელმწიფო კომიტეტის ცნობით,
ცნო­ბი­ლი პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი, და­ვით ცი­ციშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას კლი­ნი­კა "ქალი და ჯან­მრთე­ლო­ბა" აქ­ვეყ­ნებს.
როდის აღმოცენდება დაბუჟება და ტკივილი კეფის მიდამოში
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად