გულის იშემიური დაავადება - რა უნდა გავითვალისწინოთ - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2021

კითხვა-პასუხი

გულის იშემიური დაავადება - რა უნდა გავითვალისწინოთ

გულის იშემიური დაავადება - რა უნდა გავითვალისწინოთ
გვესაუბრება ნ. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრის გულისა და ფილტვის დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფ. ზურაბ ფაღავა. ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც გარკვეული ფიზიკური ან ემოციური დატვირთვის ფონზე ვითარდება, „სტაბილური სტენოკარდიის“ სახელწოდებით არის ცნობილი და ის გულის იშემიური დაავადების ერთ-ერთი გამოვლინებაა. გულის იშემიური დაავადება გულის კუნთის ჟანგბადზე მოთხოვნილებასა და მიწოდებას შო­რის შეუსაბამობის შედეგია. გულის იშემიური დაავადება კომპლექსური პათოლოგიაა, რომლის მიზეზი, გარდა გულის მკვებავი სისხლძარღვების ათეროსკლეროზული შევიწროებისა, შეიძლება იყოს: ანთება, თრომბოზი, კორონარული ვაზოსპაზმი, მიკ­როვასკულური დარღვევები და ენდოთელიუმის დისფუნქცია. იშემიის დროს, მიუხედავად პათოგენეზური ფაქტორების მრავალფეროვნებისა, კარდიომიოციტების
(გულის უჯრედების) დაზიანების ძირითადი მექანიზმი ენერგეტიკული კრიზისია. გულის კუნთისკენ ჟანგბადის მიწოდების სრული შეწყვეტის შემთხვევაში გულის კუნთი კვდება და ამას უკვე მიოკარდიუმის ინფარქტი ჰქვია.

გულის იშემიური დაავადება საკმაოდ გავრცელებული და სერიოზული პრობლემაა. სამწუხაროდ, ის სიკვდილობისა და
გულის უკმარისობის ერთ-ერთი უხშირესი მიზეზია. ამასთან, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გულის იშემიური დაავადება გაახალგაზრდავების ტენდენციას ავლენს და ადრეულ ასაკში შრომისუნარიანობის დაკარგვისა და უეცარი სიკვდილის მიზეზიც შეიძლება გახდეს. ამიტომაც მის ადრეულ გამოვლინებასა და მკურნალობას უდავოდ დიდი მნიშვნელობა აქვს.

- რა ზრდის გულის იშემიური დაავადების განვითარების რისკს?


- რისკფაქტორები საკმაოდ მრავალფეროვანია, თუმცა მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე, ჭარბი წონა, უმოძრაო ცხოვრების წესი, არაჯანსაღი კვება, თამბაქოსა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, გენეტიკური წინასწარგანწყობა და ხანდაზმული ასაკი.

- რა სიმპტომებით ხასიათდება გულის იშემიური დაავადება და როგორ ისმება დიაგნოზი?

- როგორც უკვე აღინიშნა, გულის იშემიური დაავადება გულმკერდის არეში ტკივილით (შეიძლება იყოს წვა, დაწოლა, შებოჭვა, დისკომფორტი ან ქოშინი) ვლინდება, რასაც სტენოკარდიულ ტკივილს უწოდებენ. ის სხვადასხვა ინტენსივობის შეიძლება იყოს. როგორც წესი, ტკივილი ფიზიკური დატვირთვის დროს უფრო ინტენსიური ხდება, მოსვენების დროს კი იკლებს. ტკივილი, შესაძლოა, გულმკერდის არიდან მხრისა და მკლავის ან ზურგის არეშიც გადაეცემოდეს. არსებობს გულის იშემიური დაავადების სხვა სცენარიც: მაგ.: არსებობს ცვლილებები მოსვენების და/ან დატვირთვის ელექტროკარდიოგრამაზე, რასაც არ ახლავს თან ჩივილები, ამ მდგომარეობას „მუნჯი იშემია“ ეწოდება. ის ხშირია ხანდაზმულ და შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებთან.

გულის იშემიური დაავადება მნიშვნელოვნად ზღუდავს ადამიანთა ჩვეულ ცხოვრების წესს. მცირდება ფიზიკური აქტივობის უნარი, ხანგრძლივად მოძრაობა, აღმართზე სიარული, კიბეზე ასვლა. ხშირია სუნთქვის გაძნელება, სისუსტე, თავბრუხვევა, გამოხატული შფოთვა, შიში და დეპრესიული გუნება-განწყობა.

ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან დროული მიმართვა. დიაგნოზის დასასმელად, გასინჯვასთან ერთად, ხშირ შემთხვევაში საჭიროა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების ჩატარება.

- რას ისახავს მიზნად გულის იშემიური დაავადების მკურნალობა?


- მკურნალობის მედიკამენტური და ქირურგიული მეთოდები არსებობს და ის 2 ძირითად მიზანს ემსახურება. 1) გართულებებისა და სიკვდილობის თავიდან აცილებას; 2) სიმპტომების შემცირებასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. თუმცა აუცილებელია იმის ცოდნა, რომ მედიკამენტური მკურნალობა ხანგრძლივად, ზოგჯერ მთელი სიცოცხლის განმავლობაშია აუცილებელი და ქირურგიული ჩარევა ან სტენტირება მედიკამენტური მკურნალობის საჭიროებას არ ხსნის. მედიკამენტური მკურნალობისათვის გამოიყენება პრეპარატები, რომლებიც მოქმედებს სისხლის შედედების სისტემაზე - ანტიაგრეგანტები. ქოლესტერინის დონეზე - სტატინები, პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ წნევას და აუმჯობესებენ სისხლძარღვების ელასტიკურობას - აგფ-ინჰიბიტორები და პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ სტენოკარდიულ ტკივილს, ესენია: ნიტროგლიცერინი, კალციუმის ანტაგონისტები, ბეტა-ბლოკერები და მეტაბოლური პრეპარატები. ამ უკანასკნელს მიეკუთვნება ტრიმეტაზიდინი (ფრანგული ორიგინალი პრეპარატის ახალი ერთჯერადი ფორმა პრედუქტალი OD 80 მგ). მეტაბოლური თერაპიის უმთავრესი მიზანია გულის კუნთის მიერ ჟანგბადის მოხმარების ოპტიმიზაცია, ანუ ხდება ენერგიის წარმოქმნის უფრო ეკონომიური გზის აქტივაცია და, შესაბამისად, ნაკლები ჟანგბადისას მეტი ენერგიის გამომუშავება. კლინიკურად ეს აისახება ტკივილის შემცირებით და ფიზიკური დატვირთვის შესაძლებლობების მატებით. ამიტომაც პრედუქტალი OD 80 მგ-ით მკურნალობის ფონზე სტენოკარდიული ტკივილის ინტენსივობა და სიხშირე მკვეთრად მცირდება. ფიზიკური დატვირთვის შესაძლებლობა იმატებს და ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება შეინიშნება. საერთაშორისო რეკომენდაციებში პრედუქტალი OD 80 მგ მოწოდებულია როგორც გულის იშემიური დაავადების მკურნალობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. პრედუქტალი OD 80 მგ მიიღება მხოლოდ 1 კაფსულა დღეში საუზმის დროს. იქიდან გამომდინარე, რომ სტენოკარდია ქრონიკული დაავადებაა, პრეპარატის მიღება რეკომენდებულია ხანგრძლივი დროის განმავლობაში და არა კურსობრივად. ამასთან, დაუშვებელია ექიმის დანიშნულების თვითნებური შეცვლა ან შეწყვეტა მასთან კონსულტაციის გარეშე.

R
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ჭარბი წონის მიზეზებსა და პრობლემის გადაჭრის მეთოდებზე გვესაუბრება კლინიკა "ენმედიცის" წამყვანი ენდოკრინოლოგი, პროფესორი მაია ჩიქობავა.
კატეგორიის სხვა სტატიები
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი განახლდა.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჰიგიენისა და ჯანდაცვის საკითხების სახელმწიფო კომიტეტის ცნობით,
ცნო­ბი­ლი პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი, და­ვით ცი­ციშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას კლი­ნი­კა "ქალი და ჯან­მრთე­ლო­ბა" აქ­ვეყ­ნებს.
როდის აღმოცენდება დაბუჟება და ტკივილი კეფის მიდამოში
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად