ევექსი კლინიკებმა კოვიდ გადატანილი პაციენტებისთვის პოსტ-კოვიდ მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021

ევექსი კლინიკებმა კოვიდ გადატანილი პაციენტებისთვის პოსტ-კოვიდ მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო

ევექსი კლინიკებმა კოვიდ გადატანილი პაციენტებისთვის პოსტ-კოვიდ მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო
ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადებისაგან გამოჯანმრთელების შემდეგ თავს იჩენს სხვადასხვა ჩივილი. სიმპტომების სპექტრი ფართოა და შესაძლოა მოიცავდეს როგორც ახალ, ასევე უკვე არსებულ, COVID-19-ის გახანგრძლივებულ სიმპტომებს.

ევექსი კლინიკების კლინიკურმა გუნდმა, პანდემიის ფარგლებში, შეისწავლა მსოფლიოში პოსტ-კოვიდ სინდრომის ამ მომენტისთვის არსებული გამოცდილება, რეკომენდაციები და კოვიდ გადატანილი პაციენტებისთვის შექმნა პოსტ-კოვიდ პროგრამა და რეკომენდებული გამოკვლევების ჯგუფები.

პოსტ-კოვიდ პროგრამის ფარგლებში ევექსი კლინიკების კლინიკური გუნდის მიერ სპეციალური ტრენინგები გაიარა 2000-მდე ოჯახის ექიმმა და სპეციალისტმა. ასევე, ექიმებმა გაიარეს დამატებითი გადამზადება ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში მოღვაწე ექიმი-ინფექციონისტის, ასისტანს-პროგრამის დირექტორის, მამუკა მაჩაიძის, ჰოლანდიაში
მოღვაწე ოჯახის ექიმის, ნინა ბაკაშვილის და საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის კლინიკური დირექტორის მიერ.

პროგრამის ფარგლებში კოვიდ გადატანილი პაციენტები შეძლებენ გამოიკვლიონ ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ თავიდან აირიდონ COVID-19-ის გადატანის შემდგომი გართულებები.

პოსტ-კოვიდ პროგრამაში ჩართვა მომხმარებელს, დაზღვევის პირობის მიუხედავად, 62 ლარიდან შეუძლია. კვლევები მოიცავს 30-მდე ლაბორატორიულ, ექოსკოპიურ გამოკვლევებს და
ექიმების კონსულტაციებს. დამატებითი შეღავათები ვრცელდება ევექსი კლინიკებში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით რეგისტრირებულ ბენეფიციარებზე.

პოსტ-კოვიდ პროგრამის ფარგლებში შეიქმნა ვებგვერდი www.postcovid.ge სადაც მომხმარებელი მიიღებს ამომწურავ ინფორმაციას პოსტ-კოვიდ სინდრომის, გამოკვლევების და მათი მნიშვნელობის შესახებ. ვებგვერდზე არსებული ქვიზი მომხმარებლებს მისცემს ინფორმაციას ექიმთან კონსულტაციამდე, საორიენტაციოდ, რომელი პოსტ-კოვიდ გამოკვლევებია მათთვის რეკომენდებული.

პროგრამის ფარგლებში შექმნილი კვლევები დაყოფილია ჯგუფებად იმის მიხედვით, თუ როგორი სიმძიმით გადაიტანა პაციენტმა კოვიდ-19-ის ვირუსი.

გამოკვლევები A - თანმხლები დაავადების არმქონე პაციენტი COVID-19-ის უსიმპტომო მიმდინარეობით
გამოკვლევები B - თანმხლები დაავადების არმქონე პაციენტი COVID-19-ის მსუბუქი, სიმპტომური მიმდინარეობით
გამოკვლევები C - ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტი COVID-19-ის მსუბუქი/საშუალო მიმდინარეობით
გამოკვლევები D - პაციენტი COVID-19-ის მძიმე მიმდინარეობით

გამოკვლევების შერჩევა მოხდება ევექსი კლინიკების ოჯახის ექიმის მიერ პაციენტის ანამნეზის და ფიზიკური გასინჯვის შესაბამისად.

პოსტ-კოვიდ პროგრამაში ჩართვა საქართველოს მასშტაბით 6 რეგიონში, ევექსი კლინიკების 33 კლინიკაშია შესაძლებელი. გამოკვლევების ჩასატარებლად აუცილებელია პაციენტი ჩაეწეროს მისთვის სასურველ ევექსი კლინიკების ოჯახის ექიმთან ქოლცენტრის მეშვეობით 032 2 55 05 05.


ევექსი კლინიკების შესახებ


„ევექსი კლინიკები" ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ფართო კლინიკების ქსელია, რომელიც საქართველოს 6 რეგიონში აერთიანებს 33 კლინიკას, საიდანაც 14 პოლიკლინიკა, ხოლო 19 მცირე ზომის კლინიკაა. ორივე ერთეული პირველად ამბულატორიულ მომსახურებას ახორციელებს. კლინიკების მიმართულებით მომსახურებების სპექტრი უფრო მაღალია და ტარდება მცირე ოპერაციები. პოლიკლინიკებში კი პაციენტებს სრული გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მიღება შეუძლიათ.

R

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
ბრიტანელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს ყნოსვის ტესტი, რომლითაც შესაძლებელი იქნება ნევროლოგიური მდგომარეობების,
მკურნალის რედაქცია გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, გისურვებთ ჯანმრთელობას, სიხარულს და ბედნიერებას!
პენსილვანიის უნივერსიტეტმა, 17 კვლევის შედეგების ანალიზით დაამტკიცა,
სოციალური პასუხისმგებლობა “ავერსისთვის” პრიორიტეტული მიმართულებაა, ამიტომ, დღიდან დაარსებისა,
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად