ნელი როჭიკაშვილის ხსოვნას! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნელი როჭიკაშვილის ხსოვნას!

ულამაზესი ქალბატონი 2021 წლის 7 აპრილს, ხარებას, გარდაიცვალა.

ნელი როჭიკაშვილმა 1976 წელს დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

ინსტიტუტის დასრულებისთანავე, მუშაობა დაიწყო რ. ღვამიჩავას სახ. საქართველოს ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრში, განაწილებით. თავდაპირველად, ექიმ-ენდოსკოპისტად, ხოლო 1978 წლიდან გადაყვანილ იქნა იმავე კლინიკის ენდოსკოპიური განყოფილების გამგედ და მუშაობდა ონკოლოგიის ცენტრის დახურვამდე (2020 წლის ივნისი). პარალელურად, გახლდათ ზოგადი ონკოლოგიც.

ქალბატონი ნელის მიერ საქართველოს არაერთი მაღალკვალიფიციური ენდოსკოპისტი აღიზარდა, რომელთაგან დღეს ბევრი ცნობილი ექიმია.

ნელი როჭიკაშვილი ითვლება დრეკადი ენდოსკოპიური კვლევების დამნერგავად საქართველოში. მას გამოქვეყნებული აქვს არაერთი მონოგრაფია ენდოსკოპიური კვლევების საკითხზე.

mkurnali.geნელი როჭიკაშვილი სიცოცხლის ბოლომდე გახლდათ საქართველოს ენდოსკოპისტთა ასოციციის საპატიო წევრი, დღიდან ამ ასოციაციის დაარსებისა, ასევე იყო საქართველოს ონკოლოგთა ასოციაციისა და საქართველოს რესპირაციული საზოგადოების წევრი.

რ. ღვამიჩავას სახ. საქართველოს ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის დახურვის შემდეგ (2020 წლის ივნისი), ქალბატონი ნელი, გარდაცვალებამდე, მუშაობდა დ. ტატიშვილის სახ. კლინიკაში, ენდოსკოპიური განყოფილების ხელმძღვანელად.

გულისტკივილს გამოხატავენ კოლეგები, მეგობრები, პაციენტები, ყველა, ვისაც კი ერთხელ მაინც ჰქონია შეხება ამ საოცრად გულისხმიერ და პროფესიონალ ექიმთან!

"ოჯახის მკურნალის" რედაქცია იზიარებს ამ უდიდესი სპეციალისტისა და ღვაწლმოსილი ექიმის გარდაცვალებით გამოწვეულ დიდ მწუხარებას!