ადრე ჩატარებულ კვლევათა მიხედვით, ორგანიზმში ანტიპირენების მაღალი დონე განაპირობებს სიმსუქნეს, სწავლის გაძნელებას, ნერვული, რეპროდუქციული და ენდოკრინული სისტემების პრობლემებს.
თუმცა, ამ ნაერთების ადამიანზე ზეგავლენის შესახებ, ბევრი რამ ჯერ კიდევ უცნობია.
ანტიპირენების დონის განსაზღვრისთვის აქამდე იყენებდნენ რძის, სისხლისა და შარდის ნიმუშებს. მათზე
ექსპერტებმა ანტიპირენების რაოდენობა სხვადასხვა ნიმუშის მიხედვით შეაფასეს და შედეგები ერთმანეთს შეადარეს. მათ მონაწილეთა სისხლში, თმასა და ფრჩხილებში არსებული ანტიპირენების კონცენტრაციებს შორის მჭიდრო კავშირი დაადგინეს.