იგორ დოლიძის ხსოვნას! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

იგორ დოლიძის ხსოვნას!

მეცნიერი და პედაგოგი- იგორ დოლიძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, შინაგან სნეულებათა პროფესორი, საქართველოს დარგობრივ მეცნიერებათა აკადემიების ნამდვილი წევრი, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, თბილისის სახელმწიფო სპორტის უნივერსიტეტში ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ასოცირებული პროფესორი და უნივერსიტეტ "გეომედის" ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის დეპარტამენტის პროფესორი.

ბატონი იგორი გახლდათ მრავალი თეორიული (პათოფიზიოლოგია, ვალეოლოგია, სამედიცინო კიბერნეტიკა) და პრაქტიკული (შინაგანი დაავადებები, ინფექციური სნეულებანი, სპორტული მედიცინა, სამკურნალო ფიზკულტურა და რეაბილიტაცია) მედიცინის ღირსეული წარმომადგენელი, 169 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 6 მონოგრაფიის ავტორი.

1997 წელს იგი აირჩიეს ენერგოინფორმაციულ მეცნიერებათა საერთაშორისო აკადემიის ნამდვილ წევრად (ქ. მოსკოვი), 2004 წელს საქართველოს ჰუმანიტარულ და სახელოვნებო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად (ქ. თბილისი).

პროფესორმა იგორ დოლიძემ თავისი ნახევარსაუკუნოვანი შემოქმედებითი მოღვაწეობის (სამეცნიერო, საექიმო, პედაგოგიური) ნახევარი სპორტული მედიცინის, რეაბილიტაციის, სამკურნალო ფიზკულტურისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდების ფსიქო-ფიზიკური აღზრდის პრობლემურ საკითხებს მიუძღვნა.

იგი მთლიანად იზიარებდა გერმანელი ექიმის, უ. ზუნდერის (1975 წ.) მიერ შემოღებული ცნების, "ჯანმრთელი ინვალიდის", კლინიკურ და სოციალურ მნიშვნელობას, როგორც პირად, ისე საზოგადოებრივი ცხოვრების პირობებში. არაერთი საინტერესო ნაშრომი მიუძღვნა ამ საკითხს.

ბატონო იგორი იყო სტუდენტების გამორჩეულად საყვარელი პედაგოგი, ყოველთვის ყველას მიმართ კეთილგანწყობილი, საოცარი სითბოთი მოუბარი და მოღიმარი, ყველასთვის საყვარელი პროფესორი!

"ოჯახის მკურნალის" რედაქცია იზიარებს ამ უდიდესი სპეციალისტისა და ღვაწლმოსილი მეცნიერის გარდაცვალებით გამოწვეულ დიდ მწუხარებას!