ქრონიკული ვენური უკმარისობა - როგორ მოვემზადოთ ცხელი სოზონისათვის? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქრონიკული ვენური უკმარისობა - როგორ მოვემზადოთ ცხელი სოზონისათვის?

ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით ვენური უკმარისობა ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 70-80%-ს აწუხებს. მართალია დაავადება ცხელ სეზონთან ერთად განსაკუთრებით მძაფრდება, მაგრამ ეს საყურადღებო, პროგრესირებადი მდგომარეობაა და მკურნალობის დაგვიანებამ სერიოზული გართულებები შეიძლება გამოიწვიოს (როგორიც არის წყლული ან თრომბოზი). ამიტომ დაავადების დროული და სწორი მართვა ძალიან მნიშვნელოვანია!

სწორედ ამ პრობლემასთან დაკავშირებით უფრო დეტალურად სისხლძარღვთა წამყვანი სპეციალისტი, ნ.ბოხუას სახ. კარდიოვასკულარული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პროფესორი მამუკა ბოკუჩავა გვესაუბრება.

ბატონო მამუკა, პირველ რიგში, გთხოვთ განუმარტოთ მკითხველს რა არის ქრონიკული ვენური დაავადება და რატომ მწვავდება ცხელ სეზონზე?

ქრონიკული ვენური დაავადება მდგომარეობაა, რომელიც ქვედა კიდურებში სისხლის უკუადინების დარღვევით ხასიათდება დაქვეითებული ვენური ტონუსის და ვენური სარქვლების უკმარისობის გამო. შედეგად ქვედა კიდურებში სისხლის შეგუბება და ქრონიკული ვენური დაავადებისათვის დამახასიათებელი სიმპტომების განვითარება ხდება. საწყის ეტაპზე დაავადება გარეგნული ცვლილებების გარეშე, მხოლოდ სიმპტომებით მიმდინარეობს: სიმძიმე, ტკივილი, შეშუპების შეგრძნება, წვა, სიმხურვალე, ქავილი, ღამის კრუნჩხვები ქვედა კიდურებში. მოგვიანებით კი ქვედა კიდურებზე ვენების დაზიანების გარეგნული ნიშნებიც ჩნდება: ობობის ქსელისებური ან ბადისებური ვენური ქსელი, ვარიკოზული ვენები, შეშუპება კოჭ-წვივის არეში, კანის სიწითლე, პიგმენტაცია, სტრუქტურული ცვლილებები, შორსწასულ ეტაპზე კი - ვენური წყლული.

ცხელი გარემო პირობები ისედაც დაქვეითებული ვენური ტონუსის კიდევ უფრო მეტად დაქვეითებას იწვევს, შედეგად კი სისხლის შეგუბებას კიდევ უფრო აძლიერებს ქვედა კიდურებში. სწორედ ამიტომ არის, რომ ზაფხულის პერიოდში შეგუბებით გამოწვეული სიმპტომები ქვედა კიდურებში კიდევ უფრო მძიმდება.

როგორ უნდა მოხდეს ქრონიკული ვენური დაავადების სიმპტომების ამოცნობა?

როდესაც ქვედა კიდურებზე გარეგნული ნიშნებია გამოხატული, დაავადების ამოცნობა გაცილებით მარტივია. გარეგნნული ნიშნების არარსებობის შემთხვევაში კი (რაც ადრეულ სტადიაზე ხდება) მისი დაკავშირება ქონიკულ ვენურ დაავადებასთან შედარებით რთულია, განსაკუთრებით, პაციენტისთვის. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია სიმპტომების მახასიათებლები და რისკ-ფაქოტრების არსებობა.

ქრონიკული ვენური დააავადებით გამოწვეული სიმპტომები, როგორც წესი, დღის მეორე ნახევარში, ხანგრძლივი დგომის ან ჯდომის შემდეგ, ღამით და ცხელ გარემო პირობებში მძიმდება. ისეთი რისკ-ფაქტორები,როგორიც გენეტიკური წინასწარგნაწყობა, ორსულობა, ჭარბი წონა, არააქტიური, უძრავი ცხოვრების წესია, დაავადების ალბათობას ზრდის.

როგორ უნდა იმოქმედოს ადამიანმა, რომელსაც ქრონიკული ვენური დაავადება აქვს?

მდგომარეობის მართვა აუცილებელია დაიწყოს პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე და პირველ რიგში, აუცილებლად მოიაზრებს ცხოვრების წესის შეცვლას, ანუ იმ რისკ-ფაქტორების მოცილებას, რომელიც დაავადების პროგრესირებს უწყობს ხელს. უფრო კონკრეტულად, იგულისხმება რეგულარული ფიზიკური აქტივობა (სასურველია, ფეხით სიარული, ველოსიპედით სეირნობა, ცურვა), საჭიროების შემთხვევაში, წონის კორექცია, სითხის საკმარისი რაოდენობით მიღება, განსაკუთრებით ზაფხულში, მოხერხებული ფეხსაცმლის (საშუალოდ 4-5 სმ ზომის ქუსლით) და ნაკლებად ვიწრო, შედარებით თავისუფალი ტანსაცმლის ტარება, ცხელი აბაზანებისა, მზეზე გადახურებისა და საუნის თავიდან აცილება და ა.შ.

მედიკამენტური მკურნალობა მართვის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა დაავადების ნებისმიერ ეტაპზე. ის სიმპტომების მოხსნას და პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება. ჩვენს პრაქტიკაში ქრონიკული ვენური დაავადების ნებისმიერ სტადიაზე ფართოდ ვიყენებთ ფრანგულ ვენოტონურ მედიკამენტს - დეტრალექსი 1000 მგ-ს, რომელიც სიმპტომების ეფექტურ მოხსნასთან და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად დაავადების პროგრესირებასაც უშლის ხელს. დეტრალექსი 1000 მგ-ის ეფექტურობა და უსაფრთხოება მაღალსარწმუნო კლინიკური კვლევებით არის დადასტურებული და სწორედ ამიტომ საერთაშორისო ექსპერტების მხრიდან უმაღლესი რეკომენდაცია აქვს მიღებული. ელასტიური კომპრესია, სკლეროთერაპია, ლაზერული აბლაცია, ქირურგიული ოპერაცია - ეს ქრონიკული ვენური დაავადების ის მეთოდებია, რომელსაც ექიმი ინდივიდუალურად ურჩევს თითოეულ პაციენტს მისი მდგომაროებისა და დაავადების სტადიის გათვალისწინებით. თუმცა ქირურგიული ჩარევა შემთხვევათა მხოლოდ მცირე ნაწილში ხდება საჭირო. მედიკამენტური მკურნალობა (დეტრალექსით) კი გამოიყენება დაავადების ნებისმიერ სტადიაზე ცალკე ან სხვა მეთოდებთან ერთად კომპლექსურად. გაითვალისწინეთ, ქრონიკული ვენური დაავადება ქრონიკული, სისტემური და პროგრესირებადი მდგომარეობაა, ამიტომაც რეგულარული მკურნალობა აუცილებელია ისე, როგორც ნებისმიერი ქრონიკული დაავადების შემთხვევაში.

R