არის თუ არა 5G ქსელი ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო? - მასშტაბური კვლევის შედეგები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

არის თუ არა 5G ქსელი ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო? - მასშტაბური კვლევის შედეგები

აღნიშნული მონაცემები მიიღეს ავსტრალიის რადიოაქტიური გამოსხივებისა და ბირთვული უსაფრთხოების სააგენტოს (ARPANSA) და სუინბერნის (ავსტრალია) ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სპეციალისტების მიერ ჩატარებული ორი მასშტაბური სამეცნიერო კვლევის შედეგად.

პირველი კვლევის მიმდინარეობისას გაანალიზდა 138 კვლევის შედეგად მიღებული მოცემები. მათგან 107 შეეხებოდა სხვადასხვა ბიოლოგიურ ეფექტებს, რომლებიც თეორიულად შესაძლებელია გამოიწვიოს ორგანიზმში 5G ქსელებში გამოყენებულმა 6 გჰც დიაპაზონის რადიოტალღებმა. საუბარია რამდენად შეუძლია ამ ტალღებს გამოიწვიოს გენეტიკური მუტაცია და ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარება, რამდენად მოქმედებს გენების აქტივობაზე, უჯრედული მემბრანისა და უჯრედული სიგნალის სისტემის ფუნქციაზე. 31 კვლევა მიეძღვნა ორგანიზმზე იმ სიგრძის ტალღების რადარის მოქმედებას, რომელიც გამოიყენება 5G ქსელში.

მკვლევარების განცხადებით, ვერანაირი დამადასტურებელი მონაცემი ვერ იქნა აღმოჩენილი, რომ დაბალი ინტენსივობის ელექტრომაგნიტურ ტალღებს ადამიანის ორგანიზმზე უარყოფითი ზემოქმედება შეუძლია (კიბოს, უშვილობის ან სხვა მძიმე დაავადებების განვითარება). აღნიშნული მოსაზრება ასევე დაადასტურა კიდევ 107 კვლევის შედეგად მიღებულმა მეტა-ანალიზის მონაცემებმა. აღნიშნული კვლევები ჩატარდა იმის დასადგენად, თუ რამდენად იყო კავშირი 6 გჰც დიაპაზონის ტალღის სიგრძის ელექტრომაგნიტურ გამოსხივებასა და ადამიანის ორგანიზმში სხვადასხვა ბიოლოგიურ ანომალიას შორის კავშირი, რომელსაც შეუძლია მძიმე დაავადების განვითარება.

მიმოხილვის ავტორები მოგვიწოდებენ, რომ მომავალში რეგულარულად ჩატარდეს კვლევები, რათა მოხდეს უკაბელო კავშირთან დაკავშირებული ჯანმრთელობის გრძელვადიანი ცვლილებების შეფასება.