პაროდონტის კომპლექსის დიაგნოსტირების თანამედროვე ტექნოლოგია
დაავადების გაახალგაზრდავებასთან, აგრესიული ფორმების გავრცელებასთან. კლინიკურ პაროდონტოლოგიაში დიაგნოსტირების თანამედროვე მეთოდზე და მკურნალობაზე გვესაუბრა სტომატოლოგიური კლინიკის „მედი-დენტ+“ ექიმი-სტომატოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ნინო წილოსანი.
ქალბატონო ნინო, რატომ გახშირდა პაროდონტის დაავადებები და რა გავლენას ახდენს ის ადამიანის ორგანიზმზე?
პაროდონტიტი ცივილიზაციის დაავადებაა. ჯანმო-ს მონაცემებით, ბავშვთა ასაკის მოსახლეობის ნახევარს, 15-19 ასაკის მოსახლეობის 89%-ს, ხოლო ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 98%-ს აღენიშნება პაროდონტის დაავადებები.
პრობლემის აქტუალობას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ პაროდონტიტის მიზეზით დაკარგულ კბილთა რაოდენობა 5-10ჯერ აღემატება კარიესის გართულებების გამო ამოღებული კბილების რაოდენობას. ყოველივე ეს იწვევს საღეჭ-სამეტყველო აპარატის მორფო-ფუნქციურ ცვლილებებს, ესთეტიკის მკვეთრ დარღვევას, ფსიქოლოგიურ პრობლემებს და ცხოვრების ხარისხის დაქვეითებას. ამის გამო პაროდონტის დაავადებები ცდება ვიწრო სამედიცინო პრობლემატიკას და ის სოციალურ ჭრილშიც უნდა განვიხილოთ. პრობლემა იმაშია, რომ, სამწუხაროდ, საწყის ეტაპზე პაროდონტის დაავადება, შესაძლოა, გამოხატული სიმპტომების გარეშე მიმდინარეობდეს, ამიტომ პაციენტი, ხშირად, გვაკითხავს დაგვიანებით, დაავადების მძიმე ფორმის დროს, როდესაც პროცესი სრულიად შეუქცევადია ჩვენი მცდელობის მიუხედავად.
პაციენტისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს, რომ პაროდონტის დაავადებები გავლენას ახდენს მთელს ორგანიზმზე, ცვლის რა მის რეაქტიულობას. პაროდონტული ჯიბეები ხშირად გვევლინება ქრონიკული ინფექციის კერად, რასაც მივყავართ სხვადასხვა სომატურ დაავადებამდე, როგორიცაა მიოკარდიუმის ინფარქტი, ფილტვის ინფექციები, შაქრიანი დიაბეტი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, ასევე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო - ორსულმა ქალბატონებმა უნდა გაითვალისწინონ , რომ პაროდონტიტს შეუძლია გამოიწვიოს ნაადრევი მშობიარობა, ახალშობილის წონის დეფიციტი და სიკვდილობაც კი.
ხშირად პაციენტებს ეშლებათ ღრძილების ანთება და პაროდონტიტი...
პაროდონტის კომპლექსი მოიცავს კბილს და მის ირგვლივ ქსოვილებს, რომელიც საყრდენს წარმოადგენს ჩვენი კბილებისთვის. პაროდონტის ანთებით დაავადებებს მიეკუთვნება გინგივიტები და პაროდონტიტი. გინგივიტი მხოლოდ ღრძილების ანთებაა, რომელიც ადექვატური მკურნალობის შედეგად აბსოლუტურად შექცევადი პათოლოგიაა. პაროდონტიტის შემთხვევაში კი, ანთებითი პროცესი ვრცელდება არა მარტო ღრძილზე, არამედ პაროდონტის კომპლექსის ყველა ქსოვილზე, მათ შორის -ძვალზე. ორივე შემთხვევაში დაავადების გამომწვევი უშუალო ფაქტორი არის ბიოაპკი ანუ კბილის სპეციფიკური მიკრობული ნადები, თუმცა დიდი მნიშვნელობა ენიჭება ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა გენეტიკა, სოციალური ფაქტორები და ფონური დაავადებები.

რა სიმპტომები ახასიათებს გინგივიტს და პაროდონტიტს და რა არ უნდა გამოგვრჩეს?
გინგივიტების ძირითადი კლინიკური გამოვლინებაა სისხლდენა ღრძილებიდან, ღრძილების შეშუპება, შესაძლოა ღრძილის ზომაში გადიდება, ჰალითოზი (უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან), ხოლო პაროდონტიტის შემთხვევაში ამას ემატება ღრძილის რეცესია ანუ განლევა, კბილის დაგრძელების ვიზუალი (განსაკუთრებით, ღრმა პაროდონტული ჯიბეების შემთხვევაში), კბილებს შორის ე.წ. „შავი სამკუთხედების“გაჩენა, კბილების მომატებული მგრძობელობა, ტკივილი საკვების მიღების დროს და კბილების მორყევა.
იმის გამო, რომ პაროდონტის ანთებითი დაავადებების კლინიკური მიმდინარეობა უმეტესწილად ქრონიკულია, ხშირად, ადამიანი ვერც კი ამჩნევს, რომ მას აქვს პრობლება. სწორედ ამიტომ, პაციენტს უნდა ჰქონდეს გააზრებული, რომ პაროდონტიტის დროული დიაგნოსტიკა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია მკუნალობის პროგნოზირების და წარმატებული გამოსავლის თვალსაზრისით.
როგორ ხდება პაროდონტიტის დიაგნოსტიკა?
პაროდონტიტის დიაგნოსტირება იწყება ანამნეზის შეკრებით, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც სტომატოლოგიური ანამნეზი, ისე პაციენტის ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა, განსაკუთრებით ყურადსაღებია გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი სისტემის, თირკმელების და ენდოკრინული სისტემების მდგომარეობა, რადგან პაროდონტოლოგის მიერ ჩატარებული მანიპულაცია, თავად შეიძლება მოგვევლინოს სხვადასხვა გართულების (მაგ. ინფექციური ენდოკარდიტის) ჩამოყალიბების მიზეზად.
ამავე ეტაპზე ჩვენი მოვალეობაა დავარწმუნოთ პაციენტი მკურნალობისა და პროფილაქტიკის აუცილებლობაში და მოვახერხოთ მისი მოტივირება, სრულფასოვნად დაიცვას პირის ღრუს ინდივიდუალური ჰიგიენა. შემდეგ ვახდენთ პაროდონტის კომპლექსის ქსოვილების მდგომარეობის შეფასებას და ანალიზს და მხოლოდ ამის შემდეგ ვგეგმავთ მკურნალობას. მდგომარეობის შეფასება გულისხმობს სხვადასხვა კლვლევებით კლინიკური პარამეტრების რეგისტრირებას, რომელიც გვაქვს მოცემულ ეტაპზე. რა თქმა უნდა მათ შორის რენტგენოლოგიური კვლევა უმნიშვნელოვანესია.

რას გულისხმობს პაროდონტიტის თანამედროვე დიაგნოსტიკა?
თანამედროვე პაროდონტოლოგია იძლევა საშუალებას პაციენტის მდგომარეობა შევაფასოთ მართვადი კომპიუტერული სისტემის Florida Prob-ის მეშვეობით, რომლის მეშვეობითაც ავტომატურ რეჟიმში ვაფიქსირებთ ანთების პარამეტრებს. ყველა მიღებული შედეგი აისახება სპეციალურ რუქაში-პაროდონტოგრამაში, რომელიც უაღრესად ინფორმატიულია, როგორც ექიმისთვის წინასწარი პროგნოზირების თვალსაზრისით, ისე პაციენტისთვის, რადგან მკურნალობის კურსის გავლის შემდგომ თავიდან ხდება მონაცემთა რეგისტრაცია და პაციენტისთვის თვალნათელი ხდება, თუ რამდენად წარმატებული აღმოჩნდა ჩატარებული მკურნალობა.
კლინიკაში „მედი-დენტ+“ პაროდონტოლოგიური პაციენტის გამოკვლევა ხორციელდება სწორედ ამ თანამედროვე ელექტრონული სისტემით-Florida Probe-ით. პროცედურა გრძელდება 20-30 წთ, ტარდება პაციენტისთვის კომფორტულ პირობებში და უმტკივნეულოდ. ამ დროში ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ამომწურავი ინფორმაცია მივიღოთ ღრძილების მდგომარეობის, პაროდონტული ჯიბეების, ნადებების არსებობის, რეცესიის ტიპის, სისხლდენის, კბილების მორყევის ხარისხის და სხვა პარამეტრების შესახებ.
Florida Probe- ის უპირატესობაა მისი მაღალი ინფორმატიულობა, სიზუსტე და სარწმუნოობა. ეს ტექნოლოგია საშუალებას იძლევა მოვახდინოთ პაროდონტის დაავადებათა არა მარტო ადრეული დიაგნოსტირება, როდესაც ჯერ კლინიკური სიმპტომები არ გვაქვს სახეზე, არამედ, დავაკვირდეთ ქსოვილთა მდგომარეობას დინამიკაში და ვაწარმოოთ ჩატარებული მკურნალობის ობიექტური მონიტორინგი. პაციენტის მონაცემები ინახება უვადოდ, რაც მეტად კომფოტულია როგორც მკურნალი ექიმისთვის, ისე პაციენტისთვის.
რაც შეეხება მკურნალობის გეგმას, ის კომპლექსურია, იგეგმება ხანგრძლივი დროით და გულისხმობს ექიმის ან ექიმთა გუნდის და პაციენტის მჭიდრო თანამშრომლობას.
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პაროდონტის დაავადებათა ადრეული დიაგნოსტიკა და დროული პაროდონტოლოგიური მკურნალობა მნიშვნელოვანია არა მარტო პირის ღრუს, არამედ მთლიანი ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის. წარმატებული მკურნალობა კი, შეუძლებელია თანამედროვე ტექნოლოგიების, პაციენტის მოტივაციის, ექიმის მაღალი კვალიფიკაციისა და მათი რუტინული ხანგრძლივი თანამშრომლობის გარეშე.
„მედი-დენტ +“-ის ექიმი-სტომატოლოგი,
მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი
R