Public Health England-ი თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების შესახებ ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობას უსვამს ხაზს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

Public Health England-ი თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების შესახებ ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობას უსვამს ხაზს

Public Health England-ი თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების შესახებ ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობას უსვამს ხაზს
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობები ტრადიციული სიგარეტის საუკეთესო ალტერნატივას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ინგლისის საყოველთაო ჯანდაცვის სააგენტო (PHE) აქტიურად იკვლევს მოსახლეობის მხრიდან თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების მიმღებლობასა და მათ შესაძლო სარგებელს..

ორგანიზაცია ყოველწლიურად აახლებს ელექტრონული მოწყობილობების შესახებ ანგარიშს.

2020 წელს ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ მწეველთა შორის ალტერნატიული მოწყობილობების შესახებ ცნობიერება დაბალია. გამოკითხულთა 38% მიიჩნევდა, რომ თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების მოხმარება ორგანიზმისთვის ისეთივე ზიანის მომტანი იყო, როგორიც ტრადიციული თამბაქოს მოხმარება, 15% კი ფიქრობდა, რომ ალტერნატიული მოწყობილობები უფრო მეტი რისკის შემცველი
იყო.

მიუხედავად ამისა, 2020 წელს მწეველი მოსახლეობის 27.2% თამბაქოს ელექტრონულ მოწყობილობებს ტრადიციული მოწევისთვის ჩანაცვლებისთვის იყენებდა. შედეგად, უკვამლო მოწყობილობების მეშვეობით, ტრადიციული სიგარეტის მოხმარების შეწყვეტის მაჩვენებელი 2019-2020 წლებში 59.7%-74%-მდე მერყეობდა.

“ელექტრონული სიგარეტებისა და მათი საფრთხეების შესახებ სწორი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, ათასობით მეტი მწეველი დაანებებდა თავს ტრადიციული თამბაქოს
მოხმარებას”, - განაცხადა ჯანდაცვის ექსპერტმა ჯონ ნიუტონმა.

ინგლისის ჯანდაცვის სააგენტო 2022 წელს დამატებითი კვლევის გამოქვეყნებას გეგმავს, რომელიც ელექტრონული მოწყობილობების უსაფრთხოების საკითხების კვლევას დაეთმობა. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემის მიზანია, 2030 წლისთვის ინგლისი სრულიად გათავისუფლდეს ტრადიციული სიგარეტის მოხმარებისგან.

“მწეველთა მხრიდან უკვამლო პროდუქტების მოხმარებაზე გადასვლის პროცესში მთავარ პრობლემას არასწორი ან მწირი ინფორმაციის ფლობა წარმოადგენს. დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ელექტრონული მოწყობილობები ისეთივე მავნეა, როგორიც არის ტრადიციული სიგარეტი. სწორედ ამიტომ, საჭიროა მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლება”, - განაცხადა ლონდონის სამეფო კოლეჯის პროფესორმა, ენ მაკნეილმა.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის მიერ 2020 წელს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის 28.4% მწეველია. მთავრობის მხრიდან ამ პრობლემასთან ბრძოლის მთავარ ინსტრუმენტს ნებისმიერი სახის თამბაქოს ნაწარმზე მაღალი გადასახადებისა და მკაცრი აკრძალვების დაწესება წარმოადგენს.

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსგან განსხვავებულ მიდგომას იყენებს დიდი ბრიტანეთის მმართველი პალატა, რომელიც რისკის შემცირების პოლიტიკას ატარებს, რაც ალტერნატიული, უკვამლო მოწყობილობების მოხმარების ხელშეწყობას გულისხმობს.

თუ მკაცრი აკრძალვების შედეგად საქართველოში 2016 წლის შემდეგ ზრდასრულ მწეველთა რაოდენობა 31%-დან 28.2%-მდე შემცირდა, გაერთიანებულ სამეფოში 2016-2019 წლებში მწეველთა რაოდენობა 7.6 მილიონიდან 6.9 მილიონამდე დაეცა.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემის გადაწყვეტილებას ქართველი წამყვანი ონკოლოგიის პროფესორი რემა ღვამიჩავა ეხმაურება: "ნუ განვიხილავთ საქართველოს მთელი მსოფლიოდან განყენებულად, მე ვფიქრობ რომ ნებისმიერი პროდუქტი და ნებისმიერი ქმედება და ძალისხმევა, რომელიც ადამიანს მიეხმარება სიგარეტისთვის თავის დანებებაში მხოლოდ მისასალმებელია და ვფიქრობ რომ ამას საქართველოშიც იგივე შედეგი უნდა ჰქონდეს.

რასაკვირველია სწორი ინფორმაციის მიწოდებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თამბაქო, რომ მავნეა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ისედაც აქსიომაა, ამაზეც მუდმივად არის საჭირო საუბარი და მომხმარებლებისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდება. რა თქმა უნდა ჯობია, რომ ადამიანმა არ მოიხმაროს თამბაქო, ანუ სიგარეტი არ მოწიოს. ვინც ეწევა მისთვის ნებისმიერი გზა, რომელიც მას სიგარეტისთვის თავის დანებებაში, ან ნაკლებად საზიანო ალტერნატივით ჩანაცვლებაში დაეხმარება არის მნიშვნელოვანი.“

ონკოლოგის მოსაზრებით: „ძალიან მარტივია, ადამიანს უთხრა, რომ თავი დაანებოს სიგარეტის მოწევას, თუმცა ვინც მწეველია მისთვის ასე მარტივი რა თქმა უნდა არ არის. ისინი თავად ცდილობენ და ვერ ანებებენ თავს, ამიტომ მიხმარება და ჩანაცვლება ამაში ძალიან მნიშვნელოვანია. უკვამლო თამბაქოს პროდუქტები, რასაკვირველია თავადაც არ არის ურისკო, მაგრამ ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს თამბაქოს ზიანის შემცირებაში ამიტომ, ამ ინფორმაციის მიწოდება და სწორად ინფორმირება არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი.“

R
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
გერმანელმა მკვლევარებმა ამერიკელ კოლეგებთან ერთად გაარკვიეს რომ, საკვების მიღებისას
ტოკიოს უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაამტკიცეს, რომ ჩონჩხის კუნთების სატელიტური უჯრედები,
საქართველოს გამოეცალა კიდევ ერთი დამსახურებული ექიმი - ნელი როჭიკაშვილი.
ინდიანას უნივერსიტეტის მეცნიერებმა, ჯერ კიდევ 10 წლის წინ, 50 ადამიანის თმისა და ფრჩხილის ნიმუშების
საქართველოს სამედიცინო საზოგადოებამ დაკარგა უდიდესი ექიმი,
ჩინეთისა და კანადის ბიოქიმიკოსებმა აღმოაჩინეს სისხლში ჭარბი ქოლესტერინის
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად