ნაწლავის მიკრობიოტის როლი წონის მატებაში - როგორ აღადგენს ლინექს ფორტე ნაწლავის მიკროფლორას? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნაწლავის მიკრობიოტის როლი წონის მატებაში - როგორ აღადგენს ლინექს ფორტე ნაწლავის მიკროფლორას?

როგორ შევინარჩუნოთ სასურველი წონა, როგორ შევუწყოთ ხელი წონის უსაფრთხოდ კლებას და რა კავშირია წონასა და ნაწლავის მიკრობიოტას (მიკროფლორას) შორის? გვესაუბრება მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ელენე გიორგაძე

ქალბატონო ელენე, რა განაპირობებს წონის მატებას?

წონის მატებას საფუძვლად უდევს უამრავი მიზეზი: გენეტიკური, ფსიქო-სოციალური, გარემო ფაქტორები, ფიზიკური აქტივობის შემცირება და კვებითი თავისებურებანი. თუმცა, ამ ჩამონათვალს ბოლო რამოდენიმე ათეული წელია დაემატა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი: ნაწლავის მიკროფლორა1, რომელიც ძალიან მგრძნობიარეა გარემო პირობებისადმი და განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.

რა არის ნაწლავის მიკროფლორა და როლს თამაშობს ის წონის მატებაში?

ნაწლავის მიკროფლორა ეს არის „სასარგებლო“ ბაქტერიების ერთობლიობა, რომლებიც თითოეული ჩვენგანის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ბუნებრივად „ბინადრობენ“ და მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ორგანიზმის გამართულად ფუნქციონირებაში.

კავშირი ჭარბი წონისა და ნაწლავის ფლორის დარღვევას შორის დასტურდება თანამედროვე კვლევებით, ნაწლავის მიკროფლორა დიდ როლს თამაშობს წონის კორექციაში, მონაწილეობს რა ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების მონელების პროცესში. არსებობს რამდენიმე გზა, რომლითაც ნაწლავური მიკროფლორა მოქმედებს წონის მატებაზე, ესენია: საკვები ელემენტებიდან ენერგიის გამოთავისუფლება, ნახშირწყლების პირდაპირი და არაპირდაპირი გზით ბოლომდე ათვისება და ტვინის გავლით სიმაძღრის შეგრძნების ჩამოყალიბება1

ქალბატონო ელენე როგორ შევინარჩუნით ნაწლავის მიკროფლორა „აქტიურ მდგომარეობაში“?

ნაწლავური მიკროფლორის მდგომარეობა დამოკიდებულია უამრავ ფაქტორზე: ასაკზე, კვებაზე, ფიზიკურ აქტივობაზე, გარემო ფაქტორებზე, სტრესზე, ინფექციებზე და ანტიბიოტიკების გამოყენებაზე, ასევე  დადასტურებულია, რომ ტვინის ფუნქციას და ფსიქოლოგიას გარკვეული კავშირი აქვს კუჭ-ნაწლავის ფუნქციონირებასთან2. ამდენად, ჩვენი ნაწლავის მიკროფლორა განიცდის უარყოფით ზეგავლენას და ამ დროს აუცილებელია ხარისხიანი და კარგად შესწავლილი პრობიოტიკის მიწოდება.

რა არის პრობიოტიკი და როგორ გამოიყენება ის წონის რეგულაციიისთვის?

პრობიოტიკი არის არაპათოგენური ცოცხალი ორგანიზმების ერთობლიობა, რომელიც განაპირობებს ნაწლავის მიკროფლორის ბალანსის აღდგენას.

პრობიოტიკის შერჩევისას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მის შემადგენლობას და ხარისხს, ვინაიდან დაბალი ხარისხის და არასწორი შემადგენლობის პრობიოტიკებს ეფექტის მოტანა არ შეუძლიათ და შესაძლოა საზიანოც კი აღმოჩნდეს. სწორად შერჩეული პრობიოტიკი კი მნიშვნელოვანად გვეხმარება წონის კლებასა და შენარჩუნებაში, ვინაიდან არეგულირებს ნაწლავური მიკროფლორის ბალანსს3

დღეს-დღეობით საქართველოში მრავალი პრობიოტიკია წარმოდგენილი, რომელთა შორის მე ვირჩევ შვეიცარული კომპანიის წარმოებულ პრეპარატ ლინექს ფორტე-ს. ის გამორჩეულია დადატურებული ეფექტურობით, უსაფრთხოებით და 30 წლიანი გამოცდილებით. მასში შემავალი შტამების გამოყენების რეკომენდაციას იძლევა ამერიკის ოჯახის ექიმთა აკადემიაც.4

ლინექს ფორტე განაპირობებს უარყოფითი ბაქტერიების გამრავლების დათრგუნვას, ახდენს დეტოქსიკაციას, აუმჯობესებს ნაწლავის მოტორიკას და სასარგებლო საკვები ნივთიერებების შეწოვას.

მასში შემავალი ბაქტერიების შემადგენლობა განაპირობებს ეფექტურობას როგორც დიარეის, ასევე ყაბზობის დროს და ამცირებს მეტეორიზმსა და კუჭ-ნაწლავში დისკომფორტს5

(უსაფრთხოების მაღალი პროფილის გამო ლინექს ფორტეს მიღება შესაძლებელია ნაწლავური ფლორის სრულფასოვანი აღდგენის მიზნით ხანგრძლივი დროის განმავლობაში 3-6 თვე5

mkurnali.ge

1. C. P. Moran, F. Shanahan. Gut microbiota and obesity: Role in etiology and potential therapeutic target. Best Practice & Research Clinical Gastroenterology 28 (2014) 585-597; 2. Grenham S, Clarke G, Cryan JF, Dinan TG. Brain-gut-microbe communication in health and disease. Front Physiol. 2011; 2:94. [PubMed: 22162969] 3. Petra A et al; Gut-microbiota-brain axis and effect on neuropsychiatric disorders with suspected immune dysregulation; Clin Ther. 2015 May 1; 37(5): 984–995. doi:10.1016/j.clinthera.2015.04.002 4. Am Fam Physician. 2017 Aug 1;96(3):170-178. 5.PIL of product

R